X. საიდუმლოებების შენახვა

288 35 6
                                    

პირველი დღეა სკოლაში იმის შემდეგ, რაც სოკჯინმა გაიგო, თუ როგორ გამოიყურება ნამჯუნი. პროფესორს არ დავიწყებია მისთვის იმის თქმა, რომ პირი არავისთან გაეღო ამთემაზე, ასევე ეს არ იყო სავალდებულო. ჯინი არასოდეს იტყოდა, რომ ყველაზე "მახინჯ" პროფესორთან ერთად ცხოვრობდა. ეს სამარცხვინო იქნებოდა. ასევე მას ნამჯუნი მხოლოდ თავისთვის უნდა. თუ სხვა სტუდენტებიც გაიგებდნენ სინამდვილეში როგორი მომხიბვლელია ის, ყველა თავზე დააჯდებოდა.

სკოლისაგან საიდუმლოს შენახვა პრობლემა არაა, თუმცა საუკეთესო მეგობრისაგან ამის დამალვა ნამდვილად გამოცდა იქნება, განსაკუთრებით იმის შემდეგ, რომ ჯინი საშინელი მატყუარაა.

"სად იღებდი აბაზანას? გასულ ღამეს არ მოსულხარ," უთხრა ჰოსოკმა, როცა ერთად მიდიოდნენ მთავარ გრძელ შესასვლელში.

"რა? აბაზანა? არ მიბანავია. მანქანაში ვცხოვრობ სულელო," უპასუხა ანერვიულებულმა ჯინმა და მეგობარს მხიარულად მხარი გაკრა.

"ძმაო, შენ ძალიან სუფთა ხარ." ჰოსოკმა საეჭვოდ შეავლო თვალი ყავისფერთმიან ბიჭს.

"არა, არ ვარ" თავი დაიცვა ჯინმა. რადგანაც იცოდა, რომ მისი სახე არ იყო ოფლიანი მაშინვე მოიგონა რაღაც ამის გადასაფარავად. "სახე საპნით დავიბანე სკოლის სააბაზანოში და სულ ესაა."

ჰოსოკმა წარბები შეკრა. არცერთი სიტყვის არ სჯეროდა, რაც სოკჯინმა თქვა. მას შემდეგ, რაც სკოლაში ფეხი ერთად შემოადგეს არ დაუნახავს მისი მეგობარი სააბაზანოსკენ წასული.

ის თითისწვერებზე აიწია და ცხვირი შუბლზე მიადო, ძლიერად შეისუნთქა. მაღალმა დაიკია, "რა ჯანდაბას აკეთებ?!" ჯინი მოშორდა მეგობარს.

მოულოდნელად გაჩერებულ ჰოსოკს ფეხები ერთმანეთისგან დიდი მანძილით დაშორებულად ედგა და მუხლებშიც ცოტა მოხრილი იყო. ის ჯინისკენ იშვერდა თითს. "აჰაჰ!" დაიყვირა, "შენ თმას Daeng Gi Meo Ri-ის შამპუნის სუნი აქვს!" (იგივე, რასაც ჰოსოკი ხმარობს.)

"და არცერთხ შესულხარ სააბაზანოში ამდილით!" ჯანგ ჰოსოკმა თვალები მოჭუტა, "შენ მე მომატყუე!" ჯინმა სიტყვა ტყუილის გაგონებაზე თავი შემოატრიალა და გაცოფებულ ახალგაზრდას შეხედა მის უკან. ტყუილის გამო თავს საშინლად გრძნობდა. მისი ტვინი ვერ წყვეტდა ბოდიში მოეხადა ტყუილისთვის, თუ კვლავ გაეგრძელებინა სამარის გათხრა.

მაშინვე, როცა ჯინმა პირი გააღო, ჰოსოკის დამაყრუებელი ხმა გაისმა მთელს შემოსასვლელში. "ლოგინში ჩაუგორდი არა ვიღაცას?"

ჯინს ლოყები გაუვარდისფრდა. ვერ იჯერებდა, რომ ჰოსოკმა ეს ხმამაღლა თქვა, და ისინი პირდაპირ პროფესორი ნამჯუნის კლასის გარეთ იდგნენ. სოკჯინმა უხეშად გააქნია თავი, "რ-რაა?! არა! ცდები!"

"კი კი! ეჰ მშურს! თვალით არ მინახავს რამოდენიმე კვირაა," გამოაცხადა ხმამაღლა თან იცინოდა.

"ორი წუთი კლასში შესასვლელად" გააფრთხილა პროფესორმა კიმმა, როცა ამ ხმაურიან წყვილს მიუახლოვდა. ჯინს ყურები სირცხვილისაგან გაუწითლდა, როცა მიხვდა, რომ ნამჯუნმა ყველაფერი გაიგო.

"ჯანდაბა! მოგვიანებით გნახავ ჯინ" თქვა ჰოსოკმა და ელვისსისწრაფით მოწყდა იქაურობას. ჯინი ნამჯუნს უყურებდა, რომელიც ფართოდ უღიმოდა მას.

"არაფერს," ჩასჩურჩულა ნამჯუნმა და თვალი ჩაუკრა. ჯინი დაიფიცებოდა, რომ მისი გული მარათონის მოგებას ცდილობდა. ლოყებვარდისფერმა ჯინმა სწრაფად გადაუხადა მადლობა და სტატისტიკური კვლევების კლასისაკენ გაემართა.

კლასში სოკჯინი ვერ კონცენტრირდებოდა ლექციაზე, თითქოს მისი ცხოვრებაც ამაზე იყო დამოკიდებული. მისი გონება ზედმეტად დაკავებული იყო კიმ ნამჯუნით, ამიტომ მათემატიკას ვერ აქცევდა ყურადღებას. ჭკუისდატანების გარეშე აკეთებდა ჩანახატებს, თან წარმოიდგენდა როგორი იქნებოდა ნამჯუნის ბოიფრენდად ყოფნა. რა იქნებოდა, რომ უბრალოდ მის გვერძე კი არა, არამედ მის მკლავებში გაეღვიძა და სწრაფად ეკოცნა დილაობით. წარმოიდგენდა, თუ როგორი იქნებოდა, რომ სკოლაში მისვლამდე უფლემა მიეცა მისთვის ლოყაზე ეკოცნა.

შემდეგ შეუსაბამო აზრები მოაწვა, როგორიცაა: კოცნაობა შუა კინოს დროს, გრძელი აბაზანის მიღება ნამჯუნთან ერთად, მასთან ერთად 'ბინძურად' საუბარი, მისთვის სიყვარულის გაზიარება.

ჯინს თუ დავუჯერებთ შუა გაკვეთილზე 'ადგომა' ყველაზე საშინელია, რაც კი გამოუცდია.

Ugliets Professor [NamJin], Georgian TranslationWhere stories live. Discover now