XII.

262 40 8
                                    

"სერიოზულად გეუბნები ძმაო! იუნგიმ მითხრა, რომ მისთვის ახალი ტანსაცმელი მეყიდა!"

"კარგი, კარგი" ჯინი ტელეფონზე საუბრობდა. "კიდევ ერთხელ მითხარი რა მოხდა, ნელა." საუბარი დინამიკებზე ჩართო და ტელეფონი სასადილო ოთახის პატარა ხის მაგიდაზე დადო. შემდეგ, აიღო ფანქარი და წიგნი გადაშალა.

"კარგი, ანუ, პროფესორი იუნგი მომაშტერდა, ამიტომ მეც მივაშტერდი. შემდეგ მისი ტანსაცმელი შევამჩნიე! ბრენდულიც კი არ ყოფილა! იაფი ბრენდიც კი არ ყოფილა," ამბობდა ჰოსოკი. "მჰჰ" თქვა ჯინმა იმის მანიშნებლად, რომ უსმენდა. "თავის მაგიდასთან მიმიყვანა და მკითხა, 'ასე რატომ მიყურებ?' თავიდან ვერ გავიგე რაზე საუბრობდა."

"ახ, ისე უყურებდი როგორც სხვებს, როცა იაფფასიანი ტანსაცმელი აცვიათ," თითქოს კითხვაზე უპასუხა ჯინმა.

"ჰო. საბოლოოდ მივხვდი. ხოდა მეც პირდაპირი ვიყავი და ვუთხარი, რომ არ მომწონდა რაც ეცვა."

"რა უთხარიი??!" ჯინს გაუკვირდა უმცროსის უხეში საქციელი.

"ჰო, ვიცი. მან მითხრა 'ჩემს ტანსაცმელს რა სჭირს?' მე კი პირდაპირ ვუპასუხე, რომ მისი ტანსაცმელი იაფი და უგემოვნო იყო. მან კი მიპასუხა "მაშინ თუ არ მოგწონს, მიყიდე ძვირიანი და 'გემოვნებიანი' " ჯინმა სწავლას თავი დაანება და მეგობრის მოყოლილ ისტორიაზე ფოკუსირდა.

"ნება მომეცი კიდევ ერთხელ გავიმეორო" თქვა ჯინმა. გაჩერდა, როცა ნამჯუნი მაგიდასთან მოახლოებული დაინახა. რა თქმა უნდა ის მათ საუბარს უსმენდა. კიდევ ერთხელ ჯინი დიდხანს უყურებდა შესანიშნავ კაცს.

Ugliets Professor [NamJin], Georgian TranslationWhere stories live. Discover now