VII.

281 42 23
                                    

ნამჯუნი ცდილობდა საქმის გადადებას. უბრალოდ ვერ ბედავდა ჯინთან მისვლას და მოკითხვას. ვერა, სანამ ერთად-ერთმა და განუმეორებელმა მინ იუნგიმ უბიძგა მას. პატარა, მწვანე თმიანმა კაცმა გამოათრია ნამჯუნი შენობიდან და მიათრია მოსწავლეების ავტოსადგომამდე. "ნუ იქნები მხდალი" უთხრა, როცა უამრავ მანქანას მიუახლოვდნენ.

ეს არ ნიშნავდა, რომ იუნგის მართლა ადარდებდა. მეტიც არც ჯინი აინტერესებდა, არც ნამჯუნის გატაცება. უბრალოდ ნამჯუნი პირს ვერ აჩერებდა. ადამიანი მუდმივად არღვევდა სიჩუმეს, ყოველდღიურად! ბოლოს ისე მოხდა, რომ იუნგიმ ოთახიდანაც კი გააგდო. მაგრამ არა. ამას ხელი არ შეუშლია ნამჯუნისთვის. ის აგრძელებდა სიარულსა და ღელვას მთავარ შემოსასვლელში. ეს იუნგისაც აღიზიანებდა და სხვა თანამშრომლებსაც.

როგორც იქნა იუნგიმ მოაგვარა თავისი საქმე და უკან შენობაში გაბრუნდა ანერვიულებული ნამჯუნი კი ჯინის მანქანის წინ დატოვა. ერთად-ერთი მიზეზი რატომაც იუნგიმ ჯინის მანქანა იცნო ის იყო, რომ თავად მოსწავლე იჯდა შიგნით.

ჯინმა იკივლა ყველაზე მახინჯი პროფესორის დანახვისას, რომელიც ფანჯარაზე უკაკუნებდა. 2 მიზეზის გამო შეეშინდა: 1. პროფესორი კიმის მახინჯი სახე საშიშია და 2. გაოცებული იყო, რომ თავისი მანქანის კარებთან ნამდვილად ვიღაც იდგა. ნელა ჩამოწია ფანჯარა და ელოდებოდა პროფესორის ახსნას იქ ყოფნის გამო.

"ამ... ჯინ, შენ..." ნამჯუნმა ინანა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო. ფიქრობდა, რომ არაპროფესიონალური იყო. სოკჯინი საჭეს მიშტერებოდა. მას არ სურდა  საუბარი... მოსმენა... არც სუნთქვა უნდოდა. პროფესორმა ორი სიტყვა თქვა, ჯინს კი არ ეგონა თუ ამას მისგან გაიგებდა. "კარგად ხარ?"

ჯინს ცრემლები მოაწვა, თუმცა პროფესორს თავი დაუქნია და მანქანა დაქოქა. ნამჯუნმა ამოიოხრა და რამოდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, რადგან ჯინს ფეხებზე არ გადაევლო.

ჯინი ცოტა ხნის გასული იყო ავტოსადგომიდან, როცა მანქანა გაუჩერდა. "ჯანდაბა" დაიღრიალა და საჭეს დაარტყა ხელი. შეხტა, როცა მანქანამ დაუსიგნალა.

"გინდა სახლამდე მიგიყვანო?" კითხა ნამჯუნმა ზრდილობიანად

სოკჯინმა შეხედა ნამჯუნს გაცეცხლებული თვალებით. "საიდან მოიტანე რომ სადმე წამოგყვები." ნამჯუნმა ამოიოხრა და გაიარა, ჩაჯდა ვერცხლისფერ
მანქანაში მაგრამ არ წასულა.

ამის ნაცვლად ნამჯუნი თვალს არ აშორებდა უფროსის მანქანას, ელოდებიდა ჯინის გადმოსვლას, მაგრამ ასე არ მომხდარა. რამოდენიმე საათი გავიდა, თუმცა არაფერი შეცვლილა. არც არავინ მოსულა მის წასაყვანად. ღამდებოდა, ნამჯუნს აღარც ის გაუკვირდებოდა თუ მთელი ღამე იქ ჯდომა მოუწევდა. უცებ შესანიშნავი იდეა დაებადა. ავტოსადგომიდან გამოვიდა და სახლში წავიდა.

ნახევარი საათის შემდეგ, კიმ ნამჯუნი და არა პროფესორი კიმი დაბრუნდა და ავტომობილი უფროსის გვერდით დააყენა. გადმოვიდა მანქანიდან და ჯინის ფანჯარაზე დააკაკუნა. არავინ უპასუხა. მოიღუშა.

შეამჩნია, რომ კარებები არ იყო ჩაკეტილი, გადაწყვიტა ამით ესარგებლა. თითქოს ქვითინი ესმოდა და აყრუებდა. ნამჯუნი შეტრიალდა რომ ენახა უფროსი, რომელიც უკანა სავარძელზე იწვა.

"ახლა ნებას მომცემ, რომ სახლში წაგიყვანო?"

Ugliets Professor [NamJin], Georgian TranslationWhere stories live. Discover now