Curious

1.6K 37 18
                                    

1
წვიმს,წვიმს და ისევ წვიმს.მოიღრუბლა.ხალხიც აღარ მოსჩანს. ქუჩები დაცარიელდა.ქალაქი კი კვლავ ბურუსითაა მოცული,მე კი გზას ვერ ვპოულობ.

- ლილეე... ლილე! სახლში ხარ?!- თვალებიდან ცრემლები უხეშად მოვიშორე და ფანჯრიდან ფრთხილად ჩამოვხტი.

- კი.

- საყვარელო, რას  აკეთებ?- ოთახში ლინდას თბილმა ხმამ გაიჟღერა.

- უბრალოდ ვმეცადინეობ, ხვალ გამოცდა მაქვს.-უსინდისოდ მოვატყუე და ლოგინზე გადავწექი.

- არ გშია? მალე ლეილაც შემოგვიერთდება.- ლინდა გვერდით ჩამომიჯდა. თავისი დაღლილი თვალები მომაპყრო და თავზე ხელი რამდენჯერმე თბილად გადამისვა.

- დედა, უბრალოდ მარტო მინდა ყოფნა.- დედაჩემს ერთდროულად მწუხარება და გაურკვევლობა გამოესახა, თუმცა მაინც გაიღიმა, შუბლზე ნაზად მაკოცა და ოთახი უხმო ნაბიჯით დატოვა.

*

-ლილეე...ლილე! გაიღვიძე თორემ დაგაგვიანდება.- თვალებს ფრთხილად ვახამხამებ  რომ სინათლეს შევეჩვიო და მაშინვე ლეილას ცინიკურ გამომეტყველებას ვეჩეხები.

- მხრები საშინლად მტკივა.- ამოვილაპარაკე ჩახლეჩილი ხმით და ნელ-ნელა წამოვიზლაზნე.

- მთელი ღამე მაგიდაზე გეძინა,გასაკვირი არაა.- ჩემს დას უემოციო სახით გადავხედე, ნელა წამოვდექი და  სააბაზანოსაკენ გავემართე.

ყოველთვის მიკვირდა,როგორ  ქრებიან ადამიანები ასე მარტივად. როგორ გვტოებენ  ყოველგვარი ახსნის გარეშე? ეს კითხვა დღემდე მოსვენებას არ მაძლევს. არ ვიცი რამდენად სწორია მათი საქციელი, მაგრამ ერთი რამ უდავოა: სამყარო კვლავ უწმინდურია,ერთი უბედური ადამიანი მას ვერ გაასუფთავებს.

- მალე გამოხვალ?! - ფიქრებიდან ჩემი დის ყვირილმა გამომიყვანა.

- ახლავე.- სახე წყლით კიდევ ერთხელ ჩამოვიბანე და გარეთ გავედი.დერეფანში ფეხის წვერებზე შემდგარ ლინდას მოვკარი თავლი, რომელიც რაღაცას გამალებით დასჩერებოდა და თანაც ხელსაყრელ მომენტს ელოდა.კედელზე შორიდან არაფერი მოსჩანდა, ხოლო მიხლოებულმა ძლივს დავლანდე პატარა, ცისფერი პეპელა, რომელიც ამ ცივ კედელს სათუთად მიჰკვროდა.

Beyond infinity.Where stories live. Discover now