2
გაგიმ მანქანა პატარა, ხუთსართულიანი კორპუსის წინ გააჩერა. სანამ ძრავს გამორთავდა, კიდევ ერთხელ შემათვალიერა,გაიღიმა და მანქანიდან გადავიდა.ვიცოდი, იმ ღამით დიდ შარში გავყავი თავი, თუმცა ეს არ მადარდებდა.გაგიმ ხელი იდაყვში მტკივნეულად ჩამავლო და შიგნით შემიყვანა.- ნუ გეშინია, არსად გავიქცევი, ჩამშვებთა ერთპიროვნულ ხროვას არ მივეკუთვნები.- ხელი ცივად გავაშვებინე და უხმოდ გავყევი. არაფერი უპასუხია. მეხუთე სართულზე შავი კარების წინ შევჩერდით.გაგიმ ჯიბიდან გასაღები ამოაძვრინა და რამდენჯერმე გადაატრიალა. სახლში ბნელოდა. თავიდან ვერაფერი ვერ გავარჩიე.
- იქნებ შუქები აანთო?- სიბნელის შიში პატარაობიდან თან მსდევა.
- არა.
- აბა ასე 90-იანებში უნდა ვისხდეთ?
- ბევრს ნუ ლაპარაკობ და წყნარად დაჯექი.- არ ვიცი რატომ, მაგრამ მის ბრძანებას დავემორჩილე. დივანზე მოხრხებულად მოვკალათდი და ოთახის გულმოდგინედ შესწავლა დავიწყე. უგემოვნოდ მოწყობილი არ ჩანდა. დიდი ოთახის შუაში ოვალური ფორმის მაგიდა იდგა,კედლებზე კარადები იყო ჩაშენებული,მარცხნივ ყვავილბის პლანტაცია გაეშენებინათ, მარჯვნივ კი მხოლოდ წიგნის თაროები შევნიშნე.აქ ჩემს საწამებლად ნამდვილად არ ამომიყვანდა- მეთქი ,გავიფიქრე.
- სად ცხოვრობ?- გაგი დავაიგნორე. რატომ უნდა სცოდნოდა ვიღაც ნაბიჭვარს ჩემი მისამართი?!
- როცა კითხვას გისვამ მიპასუხე!- მე კვლავაც ვდუმდი.- შენი აზრით იქიდან რატომ წამოგათრიე?
- ალბათ იმიტომ, რომ პოლიციაში არ დამესმინე.
- და როგორ გგონია პოლიციის მეშინია?- გაგის ირონიულ ღიმილს მწყობრიდან გამოვყავდი.- იქ რომ დამეტოვებინე მართლაც შუაზე გაგლეჯვამდე გიხმარდნენ.- ისე ლაპარაკობდა, თითქოს დიდი გამოცდილება ჰქონდა ამ სფეროში.
- ახლა მადლობაც უნდა გადაგიხადო?!
- არაფრის.
YOU ARE READING
Beyond infinity.
General Fictionდა მაინც,როდის დაიწყო ეს ყველაფერი?! როდის აღმოაჩინა მუდმივად სიმართლის ძიებაში მყოფმა გოგონამ რომ მთელი არსებობა ტყუილში გაატარა?! როდის აღმოაჩინა რომ ეს ყველაფერი მხოლოდ წიგნიდან გადმონაშთული სიტყვებით თამაში გახლდათ?! როდის გამოარჩია ფანტაზია რეა...