Humanity

450 22 19
                                    

3

იმ საღამოს სახლში წავედი. ასე ერთდროულად ყველაფრის გადახარშვა გამიჭირდა.არვიცი, ეს ყველაფერი მაინც და მაინც მე რატომ გადამხდა თავს, მაგრამ იმ დღის შემდეგ გაგის მიმართ ჩემთვის უცნობი გრძნობა დამეუფლა. თითქოს მძულდა, მაგრამ არც მთლად ისე, როგორც საჭირო იყო.სიმართლე გითხრათ, მაინტერესებდა ჩემი დაცვა რისგან უნდოდა. ქუჩებს მოლოდინით მივუყვებოდი. ვფიქრობდი, ალბათ ახლა ვინმე გადმომიხტება და მომიტაცებს- მეთქი, მაგრამ ასე არ მოხდა. მეუცხოებოდა ის ფაქტი, რომ ადამიანს თავისი ,,უახლოესი"  მეგობრებისგან ჩემი დახსნა სურდა.

იმ ღამით ვერ დავიძინე. გულში ეკალივით მერჭობოდა ცნობისმოყვარეობა და ვერ ვისვენებდი.მერე დედამ ერთი ტონა კატაბალახას ტაბლეტები დამალევინა, მოგადუნებსო და არც შემცდარა. ნახევარ საათში უგონოდ დამეძინა.

***

ორშაბათ დილას მაღვიძარას შემზარავმმა ზარმა გამაღვიძა. რომ იტყვიან, დილიდანვე მომშხამა.

- ლინდაა...- ყვირილით გავედი დერეფანში, მხოლოდ მოკლე შორტითა და უბრალო მაისურით.- კაკაოს გამიკეთებ?- პასუხი არავინ დამიბრუნა.

-დედა?!

- გისმენ?-მის რეაქციაზე თვალები ავაბრიალე. რათქმაუნდა, ვერც ერთი დედა ვერ იტანს როცა შვილი თავისი უფასური სახელი მიმართავს,.

- კაკაოს გამიკეთებ?- დედაჩემს მუდარის თვალებით მივაჩერდი.

- იქნებს გაიზარდო?! 23 წლის ხარ და დღემდე კაკაოს სვამ. - მის ლექციას მობეზრებული საახით ვუსმენდი.- ხო კარგი! გაგიკეთებ, ოღონდ მანამდე შხაპი მიიღე,საშინლად ყარხარ.-ლინდამ კიდევ ერთხელ შემათვალიერა და ჩაიდანში წყალი ჩაასხა. ბანაობა მიყვარდა, მხოლოდ ყოველთვის საშინლად მეზარებოდა. ოთხიდან პირსახოცი ავიღე და საშხაპისაკენ გავეშურე.

წყალი- ერთადერთი მკურნალი ძალა, რომელსაც ნებისმიერ სიტუაციაში გამოვყავდი მდგომარეობიდან, ყოველთვის მამშვიდებდა.პატარაობისას მეგონა რომ წყალს ადამიანების სულის სიბინძურე მიჰქონდა. ვფიქრობდი რომ ხალხს აბაზანის შემდეგ შეეძლოთ თავიანთი სუფთა და უბიწო სხეულით ახალი, სრულიად უცხო ცხოვრება დაეწყოთ.გამიმართლა,რომ ჩემს უასზღვრო  წარმოსახვასა და რეალობას ერთმანეთში არასდროს ვურევდი. ბავშვობიდან ოცებებში გავიზარდე. არაფერი მაკლდა, უბრალოდ მაინც ჩემს გამოგონილ სამყაროში ვცხოვრობდი.ძირითადად სიზმრებით ვიბრუებდი ტვინს. გაგიკვირდებათ და  ჩემს წარმოსახვებში ყოველთვის მარტო ვიყავი. ცარიელ ქუჩებში დავსეირნობდი და მაღაზიიდან უფასო საკვები მიმქონდა. როგორი ბავშურია ხომ?! თუმცა ახლა რომ ვუფიქრდები, იქნებ მარტო უკეთესად ვყოფილიყავი? იქნებ მაშინ უფრო მეტი შანსი მქონოდა ბედნიერების?

Beyond infinity.Where stories live. Discover now