-არ შეუძლია?!- ჩურჩულით ჩავილაპარაკე მისი სიტყვები და ფეხისწვერებიდან ფრთხილად დავეშვი. დავიბენი. რა არ შეუძლია, ან რატომ არ შეუძლია?! იქნებ მასთან ერთად გადმოსვლა ცუდი იდეა იყო?! არვიცი რამდენამ სწორ გადაწყვეტილებას ვიღებდი, მაგრამ იმაში, რომ გაგის სიახლოვე ყველანაირ ცუდ მოგონებას მიფანტავდა, დარწმუნებული ვიყავი.
ყველაზე უცნაური ადამიანია, ვისაც ოდესმე შევხვედრილვარ!
ჩემთვის ფაქტობრივად სიცოცხლე გაწირა და რა იქნება, თუ ჩავთვლი რომ ეს ყველაფერი შესაძლოა რაიმე გრძნობებს უკავშირდებოდეს?! მაგრამ ეს ხომ გაგია, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს რომ მისი ყოველი ნაბიჯის უკან რაღაც დიდი იმედგაცრუება იმალება. შეიძლება ამის აღიარება მიჭირს, მაგრამ არ შეიძლება! ის მართალი იყო, ჩვენი სიახლოვე გამორიცხავდა იმ ფაქტს, რომ ერთად ყოფნა შეგვეძლო.
ჯერ კიდევ დაფრთხალმა გაგის საქციელით, მაცივრიდან ცივი წყალი გამოვიღე და ბოთლიანად მოვიყუდე.
ეს ფიქრები იმაზე მარტივად გამიფანტა გაგიმ, ვიდრე ამას საკუთარ თავთან ჭიდილში ვახერხებდი ხოლმე. ვცდილობდი, ყოველთვის როცა წარსულის წყვდიადი თავისაკენ მექაჩებოდა, საკუთარ თავს ვუმეორებდი რომ ამის გამკლავება შემეძლო, რომ ამაზე ბევრად მეტი ტკივილის შეგუება შემეძლო,თუმცა მაინც ვიტანჯებოდი. ჩემი წარსულიც ისევე მტკიოდა,როგორც აწმყო.
სამზარეულოდან ნელი ნაბიჯით გამოვედი და მალევე მოვკარი თვალი შემოსასვლელში რამდენიმე ჩემოდანს. მაშინვე მივხვდი რომ ჩემი ნივთები იყო და ამოსალაგებლად ჩემს ოთახში შევაჩოჩე.
ცარიელი კარადა თითქმის შეივსო. იმდენად ლამაზად იყო ყველაფერი დალაგებული, დარწმუნებული ვიყავი ლინდამ ჩაალაგა და ისე გადასცა გაგის.მის გახსენებაზე გამეღიმა.მხოლოდ ერთი დღე არ მყავდა ნანახი და უკვე მენატრებოდა.
ის-ის იყო ყველაფერი დავალაგე რომ შემოსასვლელი კარის საშინელი ბრახუნის ხმა გავიგე და მოულოდნელობისაგან შევხტი.
რამდენიმე წამისთ გავშეშდი, თუმცა რომ ვერავის ხმა გავიგე,მისაღებში ფრთხილად გავიჭყიტე და მაშინვე გაგის მოვკარი თვალი, რომელიც სავარძელში დაღლილი სახით იჯდა და ხელები კვლავ დასისხლიანებული ჰქონდა. ვიცოდი რაც შეიძლება მოყოლოდა გადახსნილი ძარღვების ხილვას და ამიტომ თვალი ავარიდე, მაგრამ გაგის მიმკვდარებული გამომეტყველებიდან გამომდინარე მივხვდი რომ ძალინ სტკიოდა. ჩემი ჩემოდნიდან ლინდას ,,ყოველი შემთხვევისთვის" გამზადებული პირველადი დახმარების ყუთი ამოვაძვრინე და გაგისაკენ დავიძარი. მეშინოდა მასთან მიახლოების, თუმცა მაინც გავრისკე. ფეხის წვერებით მივუახლოვდი სავარძელს და მის წინ ჩამოვდექი. გაგის თვალები დაეხუჭა და სავარძელზე ჩამოედო თავი. მინდოდა მისთვის რამდენიმე წამს კიდევ მეტურა, თუმცა ყუთის ,,ჩხარუნმა" დააფრთხი და სწრაფად წამოჯდა, მერე კი გააეშებული უხმოდ მომაშტერდა.
-მ..მე.. შენი ხელი.- დაბნეულმა ვუპასუხე ,,აქ რას დგახარ?!" გამომეტყველებას და სავარძელთან ჩავიმუხლე. არვიცი, მას შემდეგ რაც დილას უკანმოუხედავად მიმატოვა, რატომ ჩავთვალე რომ ჩემი დახმარება ესაჭიროებოდა ან საერთოდ რატომ მინდოდა რომ დავხმარებოდი, მაგრამ გაგის არაფერი უთქვამს.
მის ხელს გაფართოებული თვალებით მივჩერებოდი, თითქოს პირველად დავინახე სისხლი. ფიქრების გასაფანტად თავი ნელა გავაქნიე და ყუთი გავხსენი. იქიდან კი სამედიცინო სპირტი ამოვიღე და ბამბაზე დავასხი. გაგის ხელზე შეხებას ვერ ვბედავდი, თუმცა მისი დაგვიანებული რეაქციის უფრო მეტად მეშინოდა, ამიტომ ფრთხილად მოვიქციე მისი თითები ჩემს ხელში. გული ისე სწრაფად მიცემდა, შეუხებლადაცკი მიხვდებოდით,სადაცაა ამივარდებაო.
ცივი ხელები ჰქონდა და ჩემი თბილი შეხებისას გააკანკალა.
-ცოტა გეტკინება.- ჩუმად ვუთხარი და სპირტიანი ბამბა ხელის ზურგზე გადავატარე. ყველა ძვალი დასისხლიანებული ჰქონდა, აშკარა იყო რაიმეს ურტყა, ამ ვინმეს.
გაგის ირონიულად გაეღიმა და მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ სპირტი ძალიან დაწვავდა თითქმის ძვლამდე გადახსნის ჭრილობას, ოდნავადაც არ შეტოკებულა.
მთელი გონება და ფიქრები გაგისაკენ მივმართე, ოდნავი მოდუნება და დარწმუნებული ვარ,კვლავ დილანდელ მდგომარეობს დავუბრუნდებოდით.
რამდენიმე ბამბის გამოცვლის შემდეგ,იოდინოლი გადავუსვი და ბინტით შევუხვიე ჭრილობა. შემდეგ კი ნივთები კვლავ უკან დავაბრუნე და იატაკს ხელებით დავეყრდენი რომ წამოვმდგარიყავი და იმ მომენტში როცა მეგონა რომ გაგის ეძინა,ჩემივე შეხვეული ხელით დამიჭირა და ძლიერად მომქაჩა. ვერ გავაანალიძე ისე აღმოვჩნდი მის კალთაში. გაგის თვალები კვლავ დახუჭული ჰქონდა, მე კი ვიფიქრე ალბათ შემთხვევით მოუვიდა-თქო და წამოდგომა დავაპირე, თუმცა მისმა მკლავებმა უფრო მეტად მიმიზიდა თავისკენ. მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა, თან არაერთხელ. პრინციპულად არ მიყურებდა და ამისთვის მადლობელიც ვიყავი, ჩემი გაფითრებული სახის დანახვა და ალბათ მთელი ცხოვრება ვეღარ ამოვიდოდოი მისი ყბიდან. ღმერთო! ვერ აღვწერ რამდენჯერ მიოცნებია მის შეხებაზე, იმ უხეშ, თბილ შეხებაზე რომელსაც იმ წუთს ვგრძნობდი.
- რას აკეთებ?!- სრულიად სერიზული ტონით ვკითხე და ადგომა კვლავ ვცადე, მაგრამ ამჯერადაც გაგის მკლავებმა გამაჩერა.
-ჩშშ..-მხოლოდ ესღა ჩაილაპარაკა და ახლა ორივე ხელი მომხვია, თავი კი ჩემს კისერში ჩარგო და კვლავ მშვიდად განაგრძო ძილი.
მე?!
ღმერთო! ვერ აღვწერ კიდევ რამდენჯერ ,,გამაჟრჟოლა". ყოველი მისი ამოსუნთქვისას და წამსროცა ვგრძნობდი როგორ ეხებოდა ეს თბილი ჰაერი ჩემს ლავიწებს, სხეულში ათასგვარი პეპლები დაფრინავდნენ და ყოველ ჯერზე მივლიდა ჟრუანტელი.
აქამდეც მითქვამს რომ მისით შეპყრობილი ვიყავი, თუმცა დაინახო, როგორია გაგი როცა მის მკლავებში ყავხარ მომწყვდეული და არ გიშვებს , ვერ იფიქრებ იმაზე რომ მან შენს თვალწინ ადამიანი სიკვდილამდე დაასისხლიანა. უბრალოდ ბედნიერი ხარ და არ ვიცი...აცნობიერებ რომ შეიძლება ნებისმიერ წუთს გამოიღვიძოს და ერთი ჩვეულებრივი ნაშასავით გაგისროლოს უკან, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს.
***
თვალები რომ გავახილე, ჩემს ოთახში ვიწექი. ნელა წამოვიზლაზნე და ის-ის იყი უკან გადავბრუნდი რომ მაშინვე ვიღაცის მოლოდინით სავსე მზერას შევეჩეხე. ისეთი დამშეული თვალებით მაჩერდებოდა ვიფიქრე რაიმე დავაშავე-თქო, თუმცა უფრო მეტად შემაშინა უცხოს დანახვამ და ოდნავ. ავიჩოჩე.
-შე..შენ?- თავი დავიიმედე რომ კითხვის აზრს ჩახვდა და იგივე მზერით მივაჩერდი.
-ამ.. ბოდიში თუ შეგაშინე, მე ნოა ვარ.- ღიმილით წამოიწია ჩემი მიმართულებით და ხელი გამომიწოდა, თუმცა მისი სახელი არაფერს ამბობდა ამიტომ ეჭვის თვალით შევათვალიერე და ისიც მალევე მოეგო გონს.
-ხო...ნოა ,შენი შეყვარებულის ბიძაშვილი.- ცოტა ავირიე. ჩემი შეყვარებულის?!
-ნოა! უკვე გითხარი რომ ის აქ მხოლოდ იმ ყლიფონას გამოა.- ოთახში ნაცნობმა ხმამ გაიჟღერა და მეც მზერა გაგიზე გადავიტანე, რომელიც მაგიდის უჯრაში რაღაცას ეძებდა. მხოლოდ მაშინ გამახსენდა უწინდელი ინციდენტი და ცოტა დავიმორცხვე.თუმცა ვინ არის ,,ყლიფონა"?!
- ხო როგორ არა.- მობეზრებით ააბრიალა თვალები ნოამ და თავისი ქერა თმა უარესად აიჩეჩა.- შენი გრძნობები საერთოდ არაფერ შუაშია.- გავიგონე! მიუხედავად იმისა რომ ჩურჩულითა და ხველებით წამოიძახა მაინც გავიგონე. სანამ ოთახს დატოვებდა თვალი ჩამიკრა და მისაღებში გაუჩინარდა. ახლა მხოლოდ მე და გაგი დავრჩით. უნდა მეთქვა რამე?!
ნოა! უცნაური სახელია, თუმცა ვერ ვიტყვი რომ არსად გამიგონია. მას არ ვენდობოდი, თუმცა სასიამოვნო პიროვნება ჩანდა და ამიტომ აღარ ჩავძიებივარ.
როგორც იქნა გაგიმ იპოვა რაღაც, რასაც ამხენ ხანს ეძებდა და ჩემსკენ მობრუნდა. ადგილს მივეყინე. მინდოდა მისთვის თვალის არიდება, მაგრამ არ გამომივიდა.
გაგიმ ცალყბად ჩაიცინა და ისე გავიდე ოთახიდან. ამოვისუნთქე, თითქოს მთელის ეს დრო სუნთქვას ვიკავებდიო და ლოგინზე მოწყვეტით დავეცი.
ჩემი ოთახის დადებითი მხარე საკუთარი სააბაზანო გახლდათ. ღმერთს მადლობას ვუხდიდი რომ აბაზანის მისაღებად გაგისა და კიდევ მისი მეგობრის წინ ტრიალი არ მომიწევდა.
სააბაზანოდან გამოსვლის შემდეგ, არც თუ ისე მოკლე შორტი და გრძელი მაიაური გადავიცვი. შეიძლება გარდთ ციოდა, მაგრამ სახლში საკმაოდ მაღალი ტემპერატურა იყო, რის გამოც ცოტა დისკომფორტსაც კი ვგრძნობდი. თმის გაშრობა დამეზარა, ამიტომ სველივე ავიკეცე კოსად და ტევადობის გამო ზედმეტი ზოზიალი არც მას დასჭირვებია.
საბოლოოდ, როცა გავაცნობიერე რომ კუჭი მიხმებოდა, მისაღებიდან შემოსული მრავალხმიანობის მიუხედავად , გადავწყვიტე რომ სულ ორი წუთით გამერბინა სამზარეულოში და რაიმე საჭმელი წამომეღო. თითქოსდა შეუმჩნევლად გამოვაღე კარი და გარეთ გავედი, თუმცა პირველი სართულოდან ახლა ბევრად მეტი ხმა მესმოდა. ვინმე ჩემიანი რომ მყოლოდა იქ კიდევ არაუშავს, რამენაირად ავერიდებოდი, თუმცა ამდენ უცნობთან გავლა ძალიან მერიდებოდა. სწორედ ამიტომ გადავიფიქრე სამზარეულოში ჩასვლა და ოთახისაკენ შევბრუნდი, როცა რაღაცამ შემაჩერა.
-ლილე!- გაგის ხმა იყო. ვერ მივხვდი უბრალოდ უნდა მეპასუხა თუ ოთახში შევბრუნებულიყავი, ვითომ ვერ გავიგე, თუმცა ინსტიქტურად მაინც ოთახში გავიქეცი და კარები მივხურე. შემდეგ კი ლოგინზე მოვკალათდი და ტელეფონი მოვიმარჯვე. არ ვიცი რას ვეძებდი ან ვის ვწერდი, უბრალოდ ზედმეტად ბუნებრივი რომ გამოსულიყო, ეს იმისთვის დამჭირდა. გამიხარდა როცა მეტჯერ აღარავის დაუძახია. ვიფიქრე ალბათ გადავავიწყდი თქო, თუმცა მაშინვე გაგიმ ,,შემოიღო"კარები. მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა, თუმცა ვეცადე არ შემენჩნია რამდენად მიფრთხობდა ეს სახე კონცენტრაციას. ამიტომ ცალხაზად შევავლე თვალი და კვლავ გათიშულ ტელეფონს ჩავაჩერდი.
-იქნებ ნება იბოძო და მიპასუხო როცა გეძახი.- ბოხი ხმით ჩაიდუდღუნა და მომთხოვნი მზერით დაელოდა ჩემს პასუხს. მეც რათქმა უნდა ჩავთავალე რომ უკვე ზედმეტად ბევრჯერ ვყავდი ნანახი სუსტი და უსუსური და ამიტომ არც მე დავუთმე.
-როგორც ხედავ,თუ რაიმე გინდა შეგიძლია ამიხვიდე და და მითხრა.- ნიშნის მოვებით გავხედე და შიგ თვალებში ჩავაშტერდი. ვეცადე მისი აზიდული წარბები დამეიგნორებინა და ამიტომ მალევე ავარიდე მზერა.
-როცა გეძახი, პასუხი დამიბრუნე!- ამას პირდაპირ მიბრძანებდა და საერთოდ არ ანაღვლებდა,ახლა უკვე ,ჩემი შუბლზე ასული წარბები.- ახლა კი შეგიძლია ქვემოთ ჩამოხვიდე, ჩემს დას უნდა შენი გაცნობა.- თითქოს მავალდებულებდა იმით რომ მისი და გამეცნო. ამაზე კიდევ უფრო გავღიზიანდი. არასდოს არავისთვის არ მიმიცია ჩემი მართვის უფლება და რათქმაუნდა, ჩემმა შინაგანმა დედაბუნებამ,არც ახლა დამაღალატა.
- შენს დას შეუძლია თავადამოვიდეს, და იმედია მან მაინც იცის დაკაკუნება!- გაგიმ უბრალოდ თვალები ააბრიალა, თითქოს ვიღაც თინეიჯერის გლივას უსმენდა კიდევ ერთი შეყვარებულის დაკარგვისს შემდეგ და მალევე დასერიოზულდა.
- ცეცხლს ნუ ეთამაშები პატარავ!- მართალია,მან პირველად დამიძახა ,,პატარავ", თუმცა იმ მომენტში ის უფრო მაღელვებდა რომ ბოლომდე ჩემი გამეტანა.
-ონკანისკენ გზა მიგასწავლო?!- მთელი ამ ცინიზმით გაჟღენილმა წინადადებამ, გაგის ბოლომდე ამოუვსო მოთბინების ფიალა და ისიც, თავისი საფირმო ილეთით ჩემსკენ გამოემართა.უკვე დამუღამებული ჰქონდა, ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი რომ წამებში მის მხრებზე აღმოვჩნდი, ისევ.
ჩემს მობეზრებულ ხვნეშას გაგის ხმამმაღალი სიცილი მოყვა. ის-ის იყო ფართხალი უნდა დამეწყო რომ თითის წვერებით შევეხე იატაკს
-ამას კიდევ გაიმეორებ და..- წინადადების დასრულება არ დამცალდა რომ მალევე ოთხ ადამიანს მოვკარი თვალი და ენა დამება. ორო გოგონა და ორი ბიჭი იყო. მისაღებში მდგარი პატარა მაგიდის გარშემო შემომსხდარიყვნენ და გაუცნობიერებლად მომჩერებოდნენ მანამ, სანამ ერთ-ერთმა არ ამოღერღა .
- ანუ ესაა ის ლამაზმანი, რომელმაც ორი ზრდასრული პირობნების გული მოიგო?!- ირონიით იკითხა ქერა, ცისფერთვალება გოგონამ და თავიდან ფეხებამდე ჩამათვალიერა.ლამაზმანი?!საერთოდ რაზე ლაპარაკობდა. მე ხომ შეყვარებულიც კი არასდროს მყოლია.
-მოდი, დაჯექი.- ისეთივე მბრძანებლური ტონი ჰქონდა, როგორც გაგის და რატომღაც მაშინვე მივხვდი რომ გაგის და იყო და უფრო მეტად გამიჩნდა შეწინააღმდეგების სურვილი.
-არა მადლობა.- ისეთივე მკაცრი ტონით ვუთხარი და მისაღებიდან სამზარეულოსაკენ გავემართე, თუმცა როგორც უკვე გითხარით დიდი სხვაობა არ იყო ამ ორი ოთახს შორის და ამიტომ ჩემს უკან ჩურჩული ზედმეტად გამაღიზიანებლად ისმოდა.
სამზარეულოს კუთხეში კი ნაცნობ სიულეტს მოვკარი თვალი.ჩემი დანახვისას კედელზე აყუდებულ გოგონას წამებში მოშორდა და ისიც დამორცხვილი გაიძურწა.ნოამ, თითქოს მხრებში იშლებაო,რამდენჯერმე გაიწელა და უხერხულად ჩამოდგა მარმარილოს მაგიდასთან.
არ მინდოდა სიტუაციის კიდევ ზედმეტად დაძაბვა,ამიტომ უბრალოდ ჩემი საქმე გავაგრძელე და მაცივრიდან ტოსტის პური და არაქისის კარაქი გამოვაძვრინე.
-გშია?-ვკითხე ნოას, ისე რომ მისთვის არც შემიხედავს და პურის დანაწევრება დავიწყე.
-ამმ..კი.- კიდევ ორი ნაჭერი დავამატე ტოსტერში გამზადებულ პურს და ახლა არაქისის კარაქის ქილა გავხსენი.
-წეღან ნორმალურად ვერ გაგეც...- წინადადების დასრულება არ ვაცადე ისე გავუწოდე ხელი და ღირსი ვიყავი რომ საერთოდ ეუკადრისა ჩემი შეხება.
-ლილე.- გამეღიმა როცა დაუყოვნებლივ ჩამებღუჭა ხელზე და ბავშვურად გადაიკისკისა. მიუხედავად იმისა რომ ორი წუთის წინ ვიღაც გოგონას ფაქტობრივს კედელზე აკრულმა გაათავებინა, მაინც ვერ ვამსგავსებდი სზრდასრულს. რაღაცნაირად სათნო გამომეტყველება ჰქონდა და უწინდელთან შედარებიყ, მალევე ჩამივარდა გულში.
- სად სწავლობ?- მკითხა და თან მაცივრიდან ფორთოხლის წვენი მოიყუდა.აშკარა იყო, დიალოგის გაგრძელებას ცდილობდა.
-სახელმწიფო უნივერსიტეტში.-მალევე ვუპასუხე და ახლა მე ჩავეძიე.-შენ?
-მე რაღაც საბუთებს ვაგვარებ და დაახლოებით ერთ კვირაში გადმოვალ თქვენთან. არც კი ვიცი შევძლებ თუ არა სოხუმის უნივერსიტეტიდან,აქ გაქაჩვას. - სიმართლე გითხრათ რაღაცნაირად გამიხარდა ის ფაქტი რომ მას კიდევ ვნახავდი . მიუხედავად იმისა რომ, წიგნებს არც მე ვაკვდებოდი, რაც საჭირო იყო , ყველაფერი საკმაოდ კარგად გამეგებოდა და ჩავთვალე რომ შევძლებდი მის დახმარებას, რამდენიმე საგანში მაინც.
-შემიძლია მე დაგეხმარო,- ამ სიტყვების გაგონებისას გაეღიმა.- რომელ ფაკულტეტზე აბარებ?- თითქმის ასი პროხცენტით დარწმუნებული ვიყავი რომ ასეთი ბავშვური გამომეტყველების ადამიანი რაიმე ჰუმანიტარულს აირჩევდა, თუმცა იმედები მალევე დამეფშხვნა.
-ქიმიურზე.- თითქოს ჩემს რეაქციას ელოდაო, ბოლო ხმაზე გადაიკისკისა. არასდორს გამეგებოდა ქიმია, ფიზიკა და მათემატიკა. ამიტომ თავი უარის ნიშნად გავიქნიე და მეც ნოას ავყევი..
- ჯანდაბა, ბოლოს როცა ქიმიის კაბინეტში შევედი,სკოლიდან გამომაგდეს. - ამაზე კიდევ უფრო აკაკანდა. რათქმაუნდა, მთელი ქიმიის კაბინეტი ჩემი შეცდომის გამო კინაღამ აფეთქდა, თუმცა ავარიულმა ღილაკმა მთელი დღის გაკვეთილები ჩაშალა და ეს არ იყო პირველი შემთხვევა, სწორედ მაგიტომ გამომაგდეს.
ჩვენს სიცილს, რათმაუნდა, გამოხნაურებაც მოჰყვა.
- რაზე იცინით?!- ოთახში გაგის დამ შემოაბიჯა და თან უმანკო გამომეტყველება აიკრა, რის გამოც ჩემი მკვლელი მზერა დაიმსახურა. წამებში მას სხვებიც შემოჰყვნენ.
-ლილემ,- ძლივს მოსულიერდა ნოა,- ლილემ მომიყვა რომ ქიმიის არაფერი გაეგება.- როგორც მოგვიანებით გავიგე, ელენემ, ირონიულად ჩაიცინა და ჩემს გვერდით ჩამოდგა.
-ესეიგი ლილე?!მოკლედ ზოგიერთმა თქვენგანმა მთხოვა რომ Kpop-ზეც დავწერო რაიმე, თუმცა დამიჯერეთ, არაფერი გამეგება მაგ სფეროში. ამიტომ ვერ ვწერ მათზე.
ეს თავი საკმაოდ დიდი გამომივიდა💜Enjoy🌚💜
YOU ARE READING
Beyond infinity.
General Fictionდა მაინც,როდის დაიწყო ეს ყველაფერი?! როდის აღმოაჩინა მუდმივად სიმართლის ძიებაში მყოფმა გოგონამ რომ მთელი არსებობა ტყუილში გაატარა?! როდის აღმოაჩინა რომ ეს ყველაფერი მხოლოდ წიგნიდან გადმონაშთული სიტყვებით თამაში გახლდათ?! როდის გამოარჩია ფანტაზია რეა...