Angel From Dreams

375 23 1
                                    

  არ ვიცი რამდენად მინდოდა მასთან სიხლოვე,მაგრამ გაგისთან ყოფნა მავსებდა. მიყვარდა ის თითოეული ამოსუნთქვა, რომლითაც მაგრძნობინებდა რომ ჩემს გვერდით იყო. არ ვიცი რატომ მიცავს თავისი ოჯახისგან, მამამისისგან, მაგრამ იქნებ ამის უფლება უნდა მივცე?!იქნებ ჩემი ქმედებით მას იმაზე ბევრად  დიდი პრობლემები შევუქმენი, ვიდრე ამას თავად ვაცნობიერებ.
როცა გავაანალიზე რომ ფანჯარაზე ადგილი აღარ იყო რომ რამე მეჯღაპნა, უბრალოდ მინას მივეყრდენი და თვალები მივნაბე.
-როგორ ფიქრობ, ჩემთვის რას წარმოადგენ?-ძილბურანიდან გაგის ბოხ, ხრიწიან ხმას გამოვყავარ. მე არც კი მიყურებდა, გზაზე ერთ ადგილს გაშტერებით მისჩერებოდა. ვერ მივხვდი რას მეკითხებოდა,იმან კიდევ უფრო დამაბნია რა უნდა მეპასუხა.
-მე..არვიცი..ალბათ პრობლემას.- ჩემმა სიტყვებმა გაამხიარულა. ირონიულად ჩაიცინა და ამის მეტი აღარაფერი უკითხავს. ნუთუ მართალი არ ვიყავი?! მის ცხოვრებაში გამოჩენიდან პრობლემებს ვუქმნი.მართალია არავინ ავალდებულებს, მაგრამ მისთვის მაინც მძიმე ტვირთს წარმოვადგენ და არ ვიცი, ეს რამდენ ხანს გაგრძელდება.
მანქანა, ახლა უკვე, პატარა, საკუთარი სახლის წინ გაჩერდა. თავიდან ვერ მივხვდი იქ რას ვაკეთებდით, თუმცა მალევე გამახსენდა რომ გაგი სხვაგან გადასვლას გეგმავდა და უჩუმრად გადავედი მანქანიდან.
-მოგწონს?- მკაცრი ხმით მკითხა და ჩემს გვერდით ჩამოდგა. სახლი ოდნავ გამოყიოფილად  იდგა, პატარა ეზო და დიდი აივანი ჰქონდა. სპილოსძვლისფერი დასდევდა და ირგვლივ მთლად ხავსის სუნი ტრიალდებდა. სიძველე ეტყობოდა და ოდნავ საშიში იერსახის გამო მარტო შესვლა ვერ გავბედე.
-ალბათ.- გურლწრფელელად ვუპასუხე და მას მოლოდინით სავსე თვალებით მივაჩერდი.გაგის გაეღიმა და სახლისაკენ აიღო გეზი.
არაფერი განსაკუთრებული. დიდი მისაღები და დაახლოებით სამი ოთახი ჰქონდა. ყველაზე მეტად სახლის ფართო და დიდი სხვენი მომეწონა. არც კი ვიცი იქ დარჩენას რამდენ ხანს ვგეგმავდი,თუმცა ისიც არ ვიცოდი რატომ ვრჩებოდი საერთოდ იქ.
-ეს შენი ოთახია.-მოულოდნელად ამომიდგა გვერდით გაგი და ერთ-ერთი ოთახის კარი შეაღო.-ნივთებს ხვალ მოგიტან. დღეს კი ჩემი ნივთებიდან აიღე რამე.- ესღა თქვა და გასასვლელისაკენ გაემართა.რაა?აქ მარტო მტოვებს?!
-შენ სად მიდიხარ?!- ჩემი კითხვა დააიგნორა და უკანმოუხედავად გავიდა გარეთ. ოთახში შევიჭყიტე.მხოლოდ ერთი საწოლი და საწერი მაგადა იდგა. ღმერთო! ამ ცარიელ სახლში მარტო მომიწევს ღამის გატარება.
ქურთუკი ლოგინზე მივაგდე და სასწრაფოდ სამზარეულოსაკენ ავიღე გეზი.
შავი მარმარილოს ავეჯი იყო ჩაშენებული და მთლიანად ბზინავდა. გამიკვირდა როცა მაცივარი გამოტენილი დამხვდა პროდუქტით. ძალიან მშიოდა, თუმცა მანამდე გაგის ოთახში გადავწყვიტე შევლა და ტანსაცმლის გამოცვლა. ვერ აღვწერ როგორ ძალიან მერიდებოდა მის ოთახში შეხედვაც კი. ვფიქრობდი საიდანმე გამოხტება და როგორც ყოველთვის , კვლავ თავის ცინიზმით გამომტენის-მეთქი.
მართალია ,ოთახში არავინ იყო.  ირგვლივ კი პიტნისა და რაღაც ამოუცნობი ყვავილის სუნი ტრიალებდა. ალბათ რამდენიმე დღით ადრე დაგეგმა აქ გადმოსვლა და მანამ მოიწესრიგა, სანამ ერთად მოვიდოდით .
დიდი საწოლის გვერდით კარადას მივუახლოვდი და ფრთხილად გამოვაღე. ძირითადად თეთრი და შავი ფერის ნივთები ჭარბობდა და თითქმის  ყველას გაგის სურნელი ასდიოდა. ნაზად ჩამოვხსნები მისი ერთ-ერთი მაისური და ზედაპირულად მოვისინჯე. მუხლებდე მწვდებოდა, ამიტომ მალევე დავტაცე ხელი და ოთახიდან გავვარდი.
ვერ აღვწერ ,იმხელა სიამოვნებას მგვრიდა გაგის მაისური ჩემს სხეულზე. შემეძლო ამით მეცხოვრა.იმდენად ხშირად შევისუნთქე მისი სურნელი რომ მივხვდი მალე ამის გარეშე ვეღარც ვიარსებებდი და ნარკოტიკივით დაისადგურებდა ჩემს გონებაში.
  სამზარეულოში მაცივრიდან ენერგეტიკული სასმელი გამოვიღე და იქვე მდგარ დივანზე მშვიდად მივწექი. შიმშილი სადღაც გამქრალიყო და ახლა მხოლოდ დასვენება მჭირდებოდა.არ მინდოდა დაძინება, გაგის ველოდი, თუმცა კი როცა არა და არ გამოჩნდა ნელა მივნაბე თვალები და აღარც მახსოვს,როდის ჩამეძინა.

თმაზე ნაზი შეხება მიფრთხობს  ძილს. თვალებს ნელ-ნელა ვახამხამებ და მას შემდეგაც, რაც თვალებს ფართოდ ვახელ, და ვაანალიზებ რომ აშკარად გამოვფხიზლდი ,ჩემს თვალთახედვაში მხოლოდ ის  მორევია, რომელიც ლურჯი და მწვანე ფერებით მიმითრევს და მეც უსუსურად მივყვები. ღმერთო, პირველად დავინახე გაგის თვალები ასე ახლოდან. იმაზე მეტად ვიგრძენი რომ მას ვეკუთვნოდი,ვიდრე ოდესმე. ამ მწვანე თვალებს ვერ ვუმკლავდებოდი, ვერანაირად ვერ შევძელი მისი სიღრმეებიდან ამოსვლა.
თითქოს გაურკვეველ ადგილას გავიჭედე. შავი გუგის გარშემო ლურჯ ხაზსს, რომელიც მწვანეს სიმფონურად ერწყმოდა და ისე იცვლიდა ფერს რომ ამის გაანალიზებას ვერ ვასწრებდი,
ჩემში ერთდროულად უამრავ გრძნობას აღძრავდა. ის გამონათება იყო სიბნელეში და მიუხედავად იმისა, რომ მწვანე ფერით აქამდე არასდროს მოვხიბლულვარ, გაგის თვალებს ის იდუმალება სდევდა,რომელიც ამდენად მატყვევებდა. გაუხსნელ გისოსებში მამწყვდედვა, თუმცა კი თავადაც ვიცოდი ,გისოსები მხოლოდ ჩემს წარმოსახვაში არსებობსდა, რომელიც იმიტომ შევქმენი, გასაქცევი ვეღარსად მქონოდა.
ერთდროულად მეგონა რომ ტიროდა, თან იღიმოდა. თან დამცინოდა,თითქოს წუხდა,თან ვეცოდებოდი, თან ვერ მიტანდა. ეს თვალები იმდენ ოვაციას გამოხატავდნენ ,ვერ ვაანალიზებდი რეალურად რომელი მართლდებოდა.გაგი ჩემი სიზმრის ანგელოზი გახლდათ.
გაუანალიზებლად შევეხე მის უპეებს ცერა თითით. მეგონა რომ აორთქლდებოდა,ეშმაკურად გამიღიმებდა და გაქრებოდა მაგრამ არა! დაუფიქრებლად შევხსენი ბაგები და პირველი,რამაც თავში გამიელვა ის მოვიდუდღუნე.
-თან იღიმი, თან ტირი...ცისარტყელა!

Beyond infinity.Where stories live. Discover now