Inviolable

345 18 0
                                    

-თან ვიღიმი, თან ვტირი?!-ჩემი სიტყვები სიზუსტით გაიმეორა და დიდიზე გაიღიმა. ვერ ვხვდებოდი რატომ არ ქრებოდა, ან მე რატომ არ ვიღვიძებდი გულაჩქარებული და იმისათვის რომ თითოეული წამი დამმახსოვრებოდა ფურცელზე არ ვჯღაპნიდი ყველაფერს. მთელი ამ დროის განმავლობაში  წამითაც არ დამიშვია ფაქტი, რომ შესაძლოა ეს მომენტი მთელი ცხოვრება ჩამჩენოდა გონებაში.
გაგი ფრთხილად მომშორდა. ცოტა დაბნეული გამომეტყველება ჰქონდა, თუმცა მის თვალებში უფრო სხვა გრძნობა ამოვიკითხე. თითქოს რაღაცას დიდი ხანია ეძებს და როგორც იქნა თავის კლანჭებში მოიქციაო.
-არ ადგები?!-მისი მკაცრი ხმა ჩემს გონებას ეკალივით ერჭობა და მხოლოდ მაშინ ვიაზრებ რომ უკვე საკმარისად ფხიზელი ვარ.მცდელობა, რომ ყველაფერი სიზმრად გამესაღებინა, უკვალოდ გაქრა.
მთლად გავფითრდი. შეიძლება ეს ერთადერთი დადებითი მხარე იყო, რადგანაც სიცრხვილისას არა თუ ვწითლდებოდი, არამედ მთელს სხეულში სიცივე მიპყრობდა და შეიძლება ავკანკალებულიყავი კიდეც, თუმცა ალბათ ისიც მარტივი შესამჩნევია როცა ადამიანს სახეზე მკვდრის ფერი ადევს.
   მალევე წამოვჯექი და ოთახს თვალი მოვავლე. როგორც ჩანს გუშინ მისაღებში ჩამძინებოდა.
-მე..აქ..შენ?!- კითხვას თავი ვერ მოვაბი და ენა დამება. გაგიმ კი ხმამაღლა გადაიკისკისა და სამზარეულოსაკენ აიღო გეზი, რომელიც მისაღებისაგან მხოლოდ დიდი აკვარიუმით გამოიყოფოდა. მხოლოდ ახლა შევამჩნიე ცარიელი, კედელში ჩასმული პლასთმასის გამჭვირვალე ყუთი, სადაც ერთი სულიერი არსებაც არ მოძრაობდა.ამან წარსული გამახსენა.
ბავშვობაში მეც მქონდა ასეთი. შიგნით ზუსტად ოთხი თევზი დაცურავდა. ჩვენი ოჯახის სილამაზეები იყვნენ და თითოეული მათგანი ჩემთვის ოჯახის წევრებს წარმოდაგენდა, თუმცა როცა მამა გარ...როცა მამამ მიგვატოვა, თავად მოვუღე ბოლო ოთხივეს. წყალი აივნიდან გადავაქციე და თვალამღვრეული დავაკვირდი თითოეული მათგანის სიკვდილთან ჭიდილს.იმ მომენტში ვთვლიდი რომ ჩემი ოჯახი უკვე მკვდართ მიეკუთვნებოდა.
-ვერ ვიტან თევზებს!- ფიქრებიდან კვლავ გაგის ბოხ ხმას გამოვყავარ.ალბათ შემაჩნია როგორი დამშეული თვალებით მივჩერებოდი ცარიელ აკვარიუმს.
-ვერც მე.- ჩურჩულით წარმოვსთქვი და ნელ-ნელა წამოვიზლაზნე.
-შენნ.. როდის მოხვედი?-  ვკითხე გაგის და მეც სამზარეულოში შევყავი თავი. არაფერი უპასუხია, უჩუმრად განაგრძო სხვადასხვა სასუსნაოების ჯამებში გადანაწილება, რის გამოც ყურადღება მის ხელზე გადავიტანე, რომელიც სულ მთლად დასისხლიანებოდა. თვალები გამიფართივდა,ფაქტობრივად გადახსნილ ვენას რომ მოვკარი თვალი და ინსტიქტურად ავიფარე ხელები.არა, ოღონდ ეს არა!
გონებაში ახლა გაგის გადახსნილი ვენა კი არა, მამაჩემის გამოღადრული ყელი წარმომიდგა. მისი ყოველი გადაჭრილი ძარღვი, რომელთაგანაც სისხლი იჩქეფებოდა და ჩემს  მაისურს ამღვრევდა ამით. მისი თვალები, თეთრ გუგებშიც კი რომ ასკდებოდა ვენები. ყოველი ეს ძარღვი ძვლებში მამტვრევდა, ყოველი გადაჭრილი ძარღვი ჩემი სისუსტე იყო.
ახლა მხოლოდ ცრემლები მომდიოდა და ხმამაღლა ვსლუკუნებდი. თვალწინ ისევ საკუთარი სისხლიანი ხელები წარმომედგინა,გვერდით კი საკუთარი მამის უსულო ცხედარი.
-არა..გთხოვ...ეს მე არ ჩამიდენია... ეს ჩემი ბრალი არ არის...- ხმამაღლა ვყვიროდი და თვალების გახელის მეშინოდა. მეშინოდა რომ კვლავ დედაჩემის იმედგაცრუებული სახე წარმომიდგებოდა წინ. ხელებს აქეთ-იქით ძლიერად ვიქნებდი და ცრემლებს ვერ ვიკავებდი, ვერანაირად.
-ლ..ლილე..რაა?!- გაგის დაპანიკებურ ხმას ვეღარ ვარჩევდი. რეალობას და ჩემს წარსულს შორის ახლა მხოლოდ გაგი იდგა და მასაც ვერაფრით შეეძლო ჩემი დახმარება.
მალევე ორივე მაჯაზე ძლიერი შეხება ვიგრძენი, რამაც მაიძულა გავჩერებულიყავი.
-რა..რრა გაჭირ..ამის დედაც! ლილე შემომხედე!- ბოლო ხმაზე დამიღრიალა ჩემს წინ მდგარმა ადამიანმა,რომელიც საერთოდ არ იყო იმ წარსულის ნაწილი, რომელიც ახლა წარმომედგინა.
თვალები ფრთხილად გავახილე. მართალია, ცრემლები კვლავ მდიოდა, თუმცა გაგის თვალებმა მაიძულა რეალობას დავბრუნებოდი.საერთოდ არ გავდა დაბნეულს, უფრო ,, გამოიღვიძე მე შენს გვერდით " ვარ გამომეტყველება ჰქონდა, რის გამოც ყველა ჩემი ცუდი მოგონება უკვალოდ დაიშალა. ახლა მხოლოდ გაგის ვხედავდი, და ვგრძნობდი.
მას მკლავები მჭიდროდ მოვხვიე და. ჩემსკენ,ახლოს მივიზიდე.გახევებულს მხოლოდ მე ვეხვედოდი და ის ფაქტი რომ ამას ძალიან ვინანებდი, სულაც არ მაშინებდა. ემოციებისაგან მისუსტებულს და გაყინულს გაგის სხეულმაც ვერ გამათბო. სამაგიეროდ შუბლზე მისი გახშირებული სუნთქვა მილღვობდა თითოეულ ლოლოს.
მალევე ზურგზე უარესად ცივი შეხება ვიგრძენი და გამაჟრჟოლა.
ხელი ოდნავ ზემოთ ააცოცა და მალე ჩემს ბიუსჰალტერს თითის წვერით შეეხო. დავიბენი და ინსტიქტურად მოვშორდი მის სხეულს.
-რრ..რას აკეთებ?!- ვეცადე უხეში და ცივი ხმა მქონოდა, თუმცა ეს უფრო სასოწარკვეთილს მაჩენდა. გაგის თვალები დაეხუჭა და კისერზე ყველა ძარღვი ამიბურცული და დაჭიმმული ჰქონდა. შევკრთი.
მან ტუჩებზე საჩვენებელი თითი ამაფარა და წამებში მაცივარს ზურგით ამაკრა. იმდენად შეშინებული ვიყავი ვეღარაფრის თქმა ვერ მოვახერხე. მალევე მისი ხელი ჩემს მკერდს შეეხო. გაგიმ თვალები გაახილა და მომთხოვნი მზერით მომაჩერდა. არც ცინიზმი, არც სიცივე. რაღაც უნდოდა, თითქოს ჩემგან რაღაცას მოითხოვდა.
მალევე თავი ჩემს კისერში ჩარგო და ერთ ადგილას მოწყვეტით მაკოცა, შემდეგ კი იმავე ადგილას ენა ამატარა. ფრჩხილებს ხელის გულზე ვაჭერდი იმისათვის რომ ხმა არ ამომეღო. ტუჩი კინაღამ მოვიკვნიტე შიგნიდან
უცებ მომშორდა. უხეშად მომშორდა და სწრაფი ნაბიჯით დაიხია უკან,სანამ მარმარილოს არ აეკრო და უცებ მოვიდა გონს.
- არ შეიძლება.. არა! არ შეიძლება! ამის დედაც, არ შეიძლება!- დაიღრიალა ბოლო ხმაზე და მუშტი მთელი ძალით კედელს მიარტყა. ვერაფრის კითხვა ვერ მოვასწარი ისე უცებ გავარდა გარეთ, თან მთელი გზა ყვიროდა
- არა! არა არ შეიძლება! არ შემიძლია!არა!...

Beyond infinity.Where stories live. Discover now