შენ არასოდეს ყოფილხარ საკმარისი

157 12 2
                                    

''-არაფერს მეტყვი? დუმილი- სულ ესაა შენი რეაქცია? საერთოდ არაფერი გაქვს ჩემთვის სათქმელი? შემომხედე! შემომხედე მაინც!...

-მე... მე არ ვიცი...არ ვიცი რა უნდა ვთქვა...

-გთხოვ, ჩანი... მეჩხუბე, გამიბრაზდი,გამინაწყენდი... რამე გააკეთე, ოღონდ გთხოვ,ჩუმად ნუ ხარ...

-მაპატიე...მე არ შემიძლია...ჩვენ ხომ საუკეთესო მეგობრები ვიყავით... ამას ვერ მივიღებ...არ შემიძლია...

-არ გთხოვ, ეს მიიღო, არც რაიმეს მოველი შენგან... არც არასდროს მქონია რაიმეს მოლოდინი...

-მაშინ ეს რატომ გააკეთე, რატომ მითხარი .... რატომ... მიპასუხე რატომ?... ეს როგორ დაუშვი? ნუთუ არ შეიძლებოდა, უბრალოდ მხოლოდ მეგობრები ვყოფილიყავით? რატომ?....

-როგორ შეგიძლია ასეთი ეგოისტი იყო.... და ჩემზე რას იტყვი? გგონია, ეს ჩემთვის ხუმრობა ან თამაშია? გგონია, ჩემთვის ადვილი იყო? საერთოდ წარმოდგენა მაინც თუ გაქვს, ამ დროის განმავლობაში როგორ ვიყავი,ან რისი გადატანა მომიხდა?ფიქრობ, რომ მინდოდა, ასე მომხდარიყო? ყოველ წამს მხოლოდ იმაში ვარწმუნებდი საკუთარ თავს, რომ ეს არასწორი იყო,რომ არ მქონდა ამის უფლება,რომ არ შეიძლებოდა შემყვარებოდი... გგონია, მარტივი იყო შენი მეგობრისა და მესაიდუმლის როლის თამაში წლების განმავლობაში? მარტივი იყო შენი სასიყვარულო ისტორიების მშვიდად მოსმენა და შენთვის რჩევების მოცემა? იცი, რამდენად დიდი ძალისხმევა მჭირდებოდა ყოველ ჯერზე მათ მოსასმენად?იცი,რამდენჯერ მინატრია, მოვმკვდარიყავი,როცა კი სხვისი მიზეზით იმედგაცრუებულს ან გულგატეხილს გხედავდი? ფიქრობ, სამართლიანია, მაინც და მაინც მე მეტარებინა სხვისგან გამოწვეული შენი ტკივილები მაშინ,როცა საკუთარსაც ვეღარ ვუმკლავდებოდი? ნუთუ სამართლიანია, მხოლოდ იმის მოლოდინში ვყოფილიყავი,როდის გაგახსენდებოდი... მაშინ, როცა შენ გარეშე 15 წლის განმავლობაში წამი არ გამიტარებია? ნუთუ სამართლიანია, რომ მხოლოდ შენი ნახვაც კი კმაროდა ჩემს ბედნიერებად? არა...არაა სამართლიანი...შენ არასოდეს ყოფილხარ საკმარისი...და მე დავიღალე, ძალიან დავიღალე ამ ყველაფრის მარტო ტარებით, საკუთრი თავისა და გრძნობების გამუდმებული მალვით.. ძალიან დავიღალე და ნუ გამამტყუვნებ იმაში, რომ ვიფიქრე, სულ ცოტა იმას მაინც ვიმსახურებდი, სიმართლე გცოდნოდა... გაინტერესებს რატომ? რადგან მინდოდა უბრალოდ ჩემი გაგეგო, მეტი არაფერი....

Beautifull GoodbyE(დასრულებული)Место, где живут истории. Откройте их для себя