როცა ზამთარი მობრუნდება...

139 12 8
                                    

უწინდელივით შლიან ჭკუაზე შემოდგომას ნაადრევი ამინდები... თეთრი ხალათი კი მხოლოდ ნოემბერს შემოაცვეს...სითეთრეში გამოამწყვდიეს და სამუდამო სიგიჟე მიუსაჯეს...

იყო თორმეტჯერ უსასრულო საათები დღეთა ხეივნებში მიმოწელილნი და წუთებში ჩატეული მილიონობით ფიქრი... ფიქრი,ნაშფოთვარ ღამეებით დაწერილ სტრიქონებს რომ უფრო წააგავდნენ...

და იმზირებოდა ფანჯრებიდან სამყარო...სამყარო- ყველაზე მეტად სანუკვარი,ყველაზე მეტად მშობლიური...სამყარო- მოპარული ოცნებებიდან...ოცნებებიდან რომლის ნაწილად ყოფნა ყოველთვის სურდათ... მუქი ფარდები კი გამუდმებით იხსნებოდნენ გრძნობამორეულ მტევანთა რხევით,რადგან სივრცე, სითეთრით მოსილ ხედად მიმოშლილი, იყო უფრო ფერადი,ვიდრე ოთახი- მოიისფრო მყუდროებით გაჟღენთილი...და შორდებოდნენ ოცნებებით დამტკბარ ყავისფერ სითხეს თბილი ნისლები რაფაზე შემოდებული ფინჯნებიდან და ნაზად ეფინებოდნენ გაყინულ მინებს...ფერმკრთალი თითები კი ინსტიქტურად ძერწავდნენ ნისლებიდან ნაცნობ პორტრეტებს... გაუაზრებლად ამჟღავნებდნენ მათში ჯერ კიდევ შემორჩენილ უნარს...უნარს ხატვისას...

იცლებოდა ფინჯნები და მათთან ერთად წამში იცვლებოდა ამინდები ოთახში:ჯერ ჩაჟამულ სიცარიელეს აყრუებდა ცრემლთა წკაპა-წკუპი,ანდაც მათი ერთი ნანატრი თავსხმა... შემდეგ მონატრებულ სურნელთა ზმანებები შეუმჩნევლად უბერავდნენ კედლებში დატანებული ღრიჭოებიდან და ტკივილებით ჟღინთავდნენ სხეულს...ბოლოს კი მკრთალი ღიმილები ისევ ანთებდნენ თაფლისფერ მზეებს მწვანე სიმრგვალეებში და ნაზად ახატავდნენ ცისარტყელებს თავსხმისგან დანამულ ფერმკრთალ სიგლუვეებს... და მაინც როდემდე უნდა ატანდეს ძვლებამდე სიცივე ასე ? მან ხომ გამოიდარა? მას ხომ მაინც უამრავი სითბო ჩარჩა მაჯებში...ვინ იცის...იქნებ, მანამ,სანამ ზამთარი კვლავ მობრუნდება... იქნებ, ზამთარმა კვლავ მოიტანოს ასე ნანატრი სითბო... სითბო- შობილი სიცივისგან...

Beautifull GoodbyE(დასრულებული)Onde histórias criam vida. Descubra agora