შემოდგომისფერი ქუჩების ვიწრო თუ ფართე ბილიკები ერთმანეთში მონაცვლეობდნენ და თანდათან იყლაპებოდნენ ნელი,თანაბარი ნაბიჯების მიერ...
ცა ფერდაკარგული... ჰაერი სველი...წვიმის ნამცეცებით გაჟღენთილი...ხეები გაძარცვულნი...მოწყენილნი... თეთრი ალერსის მომლოდინენი... ქალაქი ცარიელი...სულისგამყინავ სიცივესთან მარტოდმარტო დარჩენილი... თუმცა არც ისე მარტოდმარტო...არც ისე ცარიელი... მის გვერდით ყოველთვის ყველაზე ერთგული კავალერი- ბიჭი მაღალი სხეულით, დაცქვეტილი ყურებითა და განიერი,სევდიანი მხრებით...
ისევ ნოემბერი... ისევ გახუნებული და გაცრეცილი დღეები... ისევ სიცივე .... გაუსაძლისი... გაუსაძლისი,ალბათ, მთელი სამყაროსთვის... მაგრამ არა ნოემბრისგან შობილი ბიჭისთვის...
ადამიანებს სიცივე სძულთ...მისი ეშინიათ...გამუდმებით გაურბიან... მაგრამ მას უყვარდა... ყველაზე მეტად... მოსწონდა იმის შეგრძნება, როგორ უჯდებოდა იგი მისი სხეულის ყოველ უჯრედს, როგორ ლამობდა შიგნით, ღრმად შეღწევას და მისი მთლიანი არსების დაპატრონებას... თუმცა კი რას გახდებოდნენ გარემოს უბრალო გრადუსები სულთან, რომელშიც მათით თუ მათ გარეშე მაინც ყოველთვის ციოდა... ისინი უბრალოდ უფრო მეტად ასატანს ხდიდნენ ამ ყოველივეს..
დიახ,უყვარდა სიცივე...უყვარდა ნოემბერი... ყოველთვის ასე იყო...მაგრამ ახლა,როცა ნათლად გაიაზრა მისი ესოდენ სიმბოლური და საბედისწერო ასპექტები, უფრო მეტად თავისი,უფრო მეტად ახლობელი და სანუკვარი გახდა მისთვის...
სწორედ ნოემბერმა შობა, სიცოცხლე შთაბერა... ნოემბერმა აჩუქა სიყვარული,ყველაზე ნამდვილი, ყველაზე გულწრფელი... აჩუქა და მერე მანვე წაართვა...რათა ესწავლებინა მისი დაფასება... ყველაზე ძვირფასის მოფრთხილება... ნოემბერმა გაუცოცხლა ყველა მივიწყებული გრძნობა და ბოლოს ისევ ნოემბერმა მისცა უკანასკნელი შანსი... შანსი ყველაფრის გამოსწორებისა... და ამ ყველაფრის შემდეგ,როგორ შეიძლება,მადლიერი არ ყოფილიყო? როგორ შეიძლება,ეს არ დაეფასებინა?
![](https://img.wattpad.com/cover/183935791-288-k46775.jpg)
BẠN ĐANG ĐỌC
Beautifull GoodbyE(დასრულებული)
Fanfiction"...ისე დიდი ხანია,გელი,რომ მოკვდა მოლოდინი... რომელიღაც უნდა მომკვდარიყო ჩვენს შორის...მე გადამარჩინა შენმა სიყვარულმა..."