საბედისწერო მომენტი

178 12 9
                                    

სიზმრები მეორდებიან:..

ღამეა...ცივა...

გამუდმებით იკარგება უგზოუკვლოდ ხეტიალში...მაგრამ პოულობენ... ყოველ ჯერზე... მოდიან...აჩერებენ... და აღარაა საჭირო უმისამართოდ სიარული... ის სახლშია...

მათ სიჩუმე აცვიათ და სიმშვიდის სუნი ასდით ხელებზე... მათი თვალები, თაფლისფერი მზეებით გაწყობილნი,- მისი თავშესაფარი...სწორედ იქაა ისეთი,როგორიც ყოველთვის უნდოდა, ყოფილიყო...

უღიმიან...ის წითლდება.. უყურებენ...სულში ატანს მათი გამოხედვა და ის ისევ ჭკუიდან იშლება... არათუ შეხება,მათი სუნთქვა აყრის ტანზე...

მაჯებს უწვდის...ისინიც ძლიერ ეჭიდებიან ... გულში იკრავენ...აღარ აძლევენ მარტოობის უფლებას... ავსებენ...

ის მშვიდდება...

თვალებს ახელს... ზრაპრული ეიფორიაში ჩაკარგული რეალობას უბრუნდება... ისევ ცივა... ისევ მარტოა...ისევ ცარიელი...ყოველ ჯერზე ძვალ რბილში ატანს ტკივილი... გაუსაძლისი იმაზე მეტად,ვიდრე ოდესმე... ტკივილი სიზმრისეული შეგრძნებებისა... ცხადად შეიგრძნობს ზმანებიდან გამოყოლილ შეხებას... მკერდზე დაღვრილ სითბოსა და მკლავებზე ადენილ სურნელს...სურნელს სიმშვიდისას ...გრძნობს მისკენ მომართულ სითბოჩასახლებულ მზერას....ხედავს ღიმილს- ბავშვურს,წრფელს,საიმედოს... ხელებს- მისკენ გამოწვდილთ... ესმის ნაცნობი ხმით ამეტყველებული მდუმარება...

Beautifull GoodbyE(დასრულებული)Onde histórias criam vida. Descubra agora