იქნებ,გაებედა კედეც...

171 12 9
                                    

ჩანიოლის მიერ დიდი წვალების შემდეგ საკუთარი გრძნობების გაანალიზება და აღიარება ნიშნავდა კი იმას რომ,  მისი ეს განცდები სწორედ ის იყო, რასაც მისგან მოელოდნენ ?განცდა, რომელიც მაშინვე დაუფიქრებლად უარყო? განა, ადამიანები ასე უყოყმანოდ  მტკიცე უარს იმაზე არ ამბობენ, რაც არ უნდათ,არ სჭირდებათ და არც არასოდეს დასჭირდებათ? მაშ,რა უნდა შეეცვალა დროს? როგორ უნდა გაეღვივებინა და გაეფურჩქნა მას ბიჭის გულში ის გრძნობა,რომლის სულ პაწაწინა ჩანასახიც კი არ არსებობდა?...

 იქნებ,მისი ეს ტკივილი, სიცარიელე,დაბნეულობა მხოლოდ იმ სინანულის ბრალი იყო,თავისი საქციელის გამო რომ განიცდიდა...დანაშაულის იმ გრძნობისა,რომელიც მოსვენებას არ აძლევდა და გამუდმებით ახსენებდა  საკუთარ შიშებს...შეშებს, რომლებმაც აიძულეს, ასე სასტიკად და უსამართლოდ მოქცეოდა ადამიანს,რომელიც ყველაზე ძვირფასი და ახლობელი იყო მისთვის... და საერთოდ, ვინ ექცევა ადამიანებს ასე? ვინ თელავს და უარყოფს მათ გრძნობებს?ვინ მარხავს მათ იმ მთავარი საყრდენი კედლის ნანგრევებში,რომელსაც თავად წარმოადგენდნენ მათთვის?..ვინ აცრუებს ასე იმედებს და ვინ ტკენს ასე ძლიერად? მტერსაც კი არ მოექცევი ,ალბათ,მსგავსად...მაგრამ მან ყველაზე ძვირფასი  გაიმეტა საამისოდ და ალბათ,სწრორედ ეს იყო ის,რასაც ვერასოდეს აპატიებდა საკუთარ თავს...

იქნებ, ეს იმ მონატრების ბრალი იყო, მახრჩობელა მარწუხებივით რომ ეხვეოდა გარს,სულს უხუთავდა და თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა... ეზიზღებოდა ყოველი დღე-  უმისო,უმისთვალებო,უმისღიმილო... ყველა ის დეტალი,რომელიც სავსე იყო მისით,მაგრამ რომელშიც ის უკვე აღარ არსებობდა... სხეულის ყველა უჯრედით ენატრებოდა ადამიანი,მისი სულისთვის ყველაზე  ღვიძლი და მშობლიური... ტკიოდა მისგან დატოვებული ყველა მოგონება,ყველა სახსოვარი... ალბათ, სიცოცხლესაც გაიღებდა მისი ერთი გულიანი გადაკისკისება რომ მოესმინა, ერთხელ კიდევ მისთვის თვალებში ჩაეხედა... თითები ძველებურად რომ შეეცურებინა მის შემოდგომისფერ ხვეულებში და ასე ერთმანეთზე ზედმიწევნით მიწყობილნი არეულობაში გაეხვია... ნეტავ, შეძლებოდა თუნდაც ერთხელ მასთან ძველებურად საუბარი... ენატრებოდა თავისი საკუთარი ადამიანი და ამ გრძნობას სიგიჟის პირამდე მიჰყავდა... 

Beautifull GoodbyE(დასრულებული)Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ