A/N ახლანდელ დროში, ანუ იქ სადაც ჰარი მის შეყვარებულს, მელანის უყვება ლუიზე, ჰარის აქვს მოკლე თმა. ხოლო ლუისთან ყოფნის პერიოდში მას ჰქონდა გრძელი თმა. ასევეა ჩედიც, მაგრამ იმ განსხვავებით რომ მას აღარ აქვს თინეიჯერის შეხედულება.
***
ნაცრისფერი ჰუდი სწრაფად გადავიცვი და ტელეფონში საათი შევამოწმე, არ მინდა რომ დავაგვიანო.
მაგრამ, როგორც ყოველთვის მელანი ახლაც ზედმეტად ბევრს ცდილობს მისი გარეგნობის თვის. არ, მესმის. ის ხომ ყველანაირად იდეალურია.
-მელ, მზად ხარ? - ლურჯი შარფი შემოვიხვიე.
-ღმერთო ჩემო, არც კი მჯერა რომ საბოლოოდ მათ შევხვდები, პირველი შთაბეჭდილება ყველაზე მნიშვნელოვანია, შენ კი მაჩქარებ?!
-შენს თავს შეხედე, შესანიშნავად გამოიყურები. - მასთან მივედი და ხელი მის ლამაზ წითელ სარაფანს გადავუსვი. ზემოდან შავი ქურთუკი მოიცვა და სარკის წინ დადგა, მე კი მის უკან.
-თმას რა ვუყო? იქნებ დავისწირო? ან ნაწნავი...
-უბრალოდ აიწიე. და შეწყვიტე ნერვიულობა, ისინი ისეთს მიგიღებენ როგორიც ხარ.
YOU ARE READING
Play With Fire
FanfictionLarry Stylinson georgian fanfiction. ⚠️ Truly sorry but slow updates. დაწყების თარიღი: 2019 წლის თებერვალი. ________ Highest ranks: N40 in #fanfictiononedirection