9

236 23 7
                                    

***

-წლევანდელი გამოცდებიც ასე წარმატებით რომ ჩააბაროთ, წარმომიდგენია სკოლის რეიტინგზე როგორ აისახება. - თავის ქნევით ამბობს სოციოლოგიის ლექტორი და სათვალის გასწორების პარალელურად, ჩვენი აუდიტორიის ესსეებს აკვირდება. -არა, ნამდვილად ძალიან კარგი იქნება. - ახლა ამაყი ღიმილით დაგვაჯილდოვა კლასი. 

წინა კვირას მშობლების ნახვის შემდეგ, მეორე დღეს ჩემთავ ლუი უნდა მოსულიყო, მაგრამ იმდენი საქმე ჰქონდა და ისეთი დაღლილი იყო ვერ მოახერხა მოსვლა, არადა ერთად უნდა გვემეცადინა, მას შემდეგ კი უკვე ერთი კვირა გავიდა, დღეს პარასკევია, იმედია ამ უქმმეებზე აღვიდგენთ დაკარგულ დროს. 

ძალიან მოსახერხებელია როდესაც ურთიერთობაში ზედმეტი პასუხისმგებლობების გარეშე ხარ, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში პასუხისმგებლობებს ის წესები ანაცვლებს რომლის თანახმადაც მე ლუისი ვიქნები, ის კი ჩემი.  

ნათელია რომ მის მიმართ გრძნბობები მიჩნდება და ამის დამალვა არც მსურს, ან ჩემს ადგილას ვინ დამალავდა გრძნობებს? ლუი ხომ საოცარი ადამინია? მისი მსგავსი თბილი და საინტერესო კარგა ხანია არავინ მყოლია გარშემო. 

მალევე სახლში მივედი, იქ ჩედი და ჩემდა გასაკვირად ანაც დამხვდნენ, სამზარეულოში ისხდნენ და საუბრობდნენ, მე მხოლოდ მივესალმე, ბევრი დრო აღარ წამირთმევია მათთვის, პირდაპირ მეცადინეობა გადავწყვიტე. როგორც უკვე ავღნიშნე, ამ უქმეებზე ლუისთან მსურს მთელი დროის გატარება, ამაში სამეცადინოდ მორჩენილი მასალა სულაც არ დამეხმარება. სწორედ ამ დროს მშვენიერი იდეა გამიჩნდა და ტელეფონს დავტაცე ხელი. მანაც მაშინვე უპასუხა.

-გისმენ - საკმაოდ ბედნიერი ხმა ქონდა, წინა დღეებისგან განსხვავებით არ ყოფილა დაძაბული, ეს უკვე მომწონს.

-გცალია? 

-ახლა წავიდა მასწავლებელი და ლამისაა ტვინი ამიდუღდეს იმდენი დამიტოვა სამეცადინო. 

Play With FireDonde viven las historias. Descúbrelo ahora