***
-ჰარი, ღმერთო შეწყვიტე. - ბოლო ხმაზე ხარხარებდა მელანი და თან შიშველ მკერდზე ხელს იფარებდა. ჰარი მაინც არ წყვეტდა მის სხეულზე ფერადი საღებავების თითებით დატანას და თან ოდნავაც წაეტანებოდა ხოლმე საყვარელი ქალის სხეულს, ტუჩებით.
მალევე სააბაზანოდან ახალგამოსულმა მელანიმ ადგილი საწოლზე, მის გვერდით დაიკავა და თავი მკერდზე დაადო.
-შენი და ლუის ამბავის მოყოლას არ გააგრძელებ? - ჰკითა მოულოდნელად.
უკვე ერთი კვირა იქნება რაც საშობაო არდადეგებიდან დაბრუნდნენ და მელანიმაც თავისუფალი ჰარი როგორც კი დაიგულა მაშინვე სასურველი ამბავის გაგრძელების მოსმენა მოუნდა.
მას მართლა ძალიან მოსწონდა ამ ამბების მოსმენა. ისეთი ლაღი, თავისუფალი, ახალგაზრდული და რაღა თქმა უნდა გიჟური იყო რომ არ ბეზრდებოდა. კი, ზოგ მომენტში ეჭვიანობა იმყრობდა მაგრამ თავს ამდენად დასუსტების საშუალებას არ აძლევდა.
ლუი ახლა მკვდარი იყო, ჰარი კი მასთან ეგულებოდა და სულაც არ ნერვიულობდა.
-გინდა რომ გავაგრძელო? მელ ასე რატომ გაინტერესებს?
-უბრალოდ მაინტერესებს.
-კარგი მოგიყვები. გადიოდა თვეები და ყველაფერი ნორმაში იყო, მე და ლუი დროს უფრო ხშირად ვატარებდით ერთად. ანა და ჩედი როდესაც სახლში იყვნენ სულ ფილმებს ვუყურებდით, ან საჭმელს ვაკეთებდით მერე ანგრეულ სახლს ერთად ვალაგებდით. თუ ლუისთან ვიყავით ძირითადად ვიდეო თამაშებს ვთამაშობდით ერთად, მერე ნიძლავსაც ვდებდით წაგებული მოგებულს რას გააკეთებინებდა, ჩევულებრივი ბიჭური რაღაცეები. თუ ჩემთან რჩებოდა ხოლმე კედლებზე ხატავდა რაღაცეებს, ფოტოებს ვიღებდით პოლაროიდით და მერე ალბომში ვაკრავდით, დღეში სამს მაინც ვიღებდით ხოლმე. ასე გადიოდა თვეები, ლუი სწავლას აგრძელებდა, თან ბიბლიოთეკის გასამრჯელოს აგროვებდა რომ ჰოლანდიაში სამოგზაუროდ ჰქონოდა ფული, ასე ამბობდა ჰოლანდიური გარყვნილობები როგორ არ უნდა მქონდეს გამოცდილიო. მეც სამსახური მივიღე იმ კომპანიაში, დრო ისე შევათანხმე რომ ტურისტულ სააგენტოში მხოლოდ შაბათ-კვირას მემუშავა და კომპანიაში ყოველდღიურად. თან ვსწავლობდი, ფულს ვაგროვებდი მანქნა რომ მეყიდა და მალევე წითელი ჰიუნდაი ვიყიდე, მერე ლუი ამიტყდა ძალიან მაღიზიანებს ეს ფერიო და ერთ დღს ნაცრისფრად გადამიღება მანქნა მომიყვანა. ყველაფერი ჩვეულებრივად იყო იმ საღამომდე...
YOU ARE READING
Play With Fire
ספרות חובביםLarry Stylinson georgian fanfiction. ⚠️ Truly sorry but slow updates. დაწყების თარიღი: 2019 წლის თებერვალი. ________ Highest ranks: N40 in #fanfictiononedirection