-1-

785 58 5
                                    

-სად არის შერიფი?
-უკაცრავად, ბატონი ჯეიმსი სხვა ქალაქში გაუშვეს.
-რა?როდის?
-გუშინ.ამ კვირაში ახალ უფროსს დანიშნავენ.
-ჯანდაბა!
-შემიძლია რამით დაგეხმაროთ?
-დაივიწყე.-გაბრაზებულმა დავტოვე შენობა. ადამიანთან რომელთანაც შეთანხმებული ვიყავი, ისე წავიდა ქალაქიდან რომ ჩემთვის არაფერი უთქვამს!ნაბიჭვარი!

5 მაისი.
2019.

-ბატონო ჯიმინ!დღეს ახალი შერიფი დაიკავებს ჯეიმსის ადგილს.
-ჩემთან ნუ ახსენებთ იმ იდიოტის სახელს! მის გამო ყველა საქმე წყალში ჩამეყრება!ჯანდაბა!!!!.
-რა გავაკეთოთ?
-განყოფილებაში წადით და გამირკვიეთ ვინ არის!
-როგორც იტყვით.-მე და ჯეიმსმა შეთანხმება დავდეთ წინა წელს. ნარკოტიკებიდან გამომუშავებულ ფულს ისიც იღებდა, ისიც მეწილე იყო. ამის სანაცვლოდ ის მე არ გამომამჟღავნებდა და ბიზნესს არ ჩამიგდება. ახლა კი ის წავიდა, არც კი ვიცი ვინ ჯანდაბა იქნება ახალი უფროსი. გული მიგრძნობს რომ მასთან შეთანხმებას ვერ შევძლებ და ნამდვილად ჩავფლავდები.

20:45

-შეიძლება ჯიმინ?
-შემოდი თემინ.
-გავარკვიეთ იმ ადამიანის ვინაობა. კორეიდან ჩამოვიდა.
-კორეელია?-თვალები გამიფართოვდა და წამოვდექი.
-რა ქვია?
-ჯონ ჯონგუკი.-თვალებში ცრემელბი ჩამიდგა,ეს სახელი..ძალიან მინდოდა მისი გაგება მაგრამ არა ამ ვითარებაში!ამ ადამიანმა მთელი ცხოვრება შემიცვალა, ჯოჯოხეთად მიქცია იმის გამო რომ მიყვარდა!
-ჯ..ჯონგუკი?
-შენ რა იცნობ მას?
-ცოტახანი მარტო დამტოვე თემინ.
-კი მაგრამ...
-გადი.
-რამით შემიძლია დაგეხმარო ჯიმინ?
-ჯანდანა თემინ უბრალოდ გადი აქედან!!!-მაგიდაზე ხელი მწარედ დავარტყი, ის კი ოთახიდან გავიდა.
იქვე ჩავიკეცე და ხელები თავში ამოვიდე.
-ჯონგუკი აქ არის? ნუთუ? რამდენი წელი გავიდა, ღმერთო როგორ მენატრებოდა.-საკუთარ თავს ვესაუბრებოდი როცა მობილურის ხმა გავიგე.ცრემლები მოვიწმინდე და წამოვედქი.
-გისმენთ?
-ჯიმინ, მე ვარ ჯეიმსი.
-შე ნაბიჭვარო! როგორ ბედავ ჩემთან დარეკვას?
-მომისმინე..
-სად ჯანდაბაში წახვედი?
-კოლორადოდან წამოსვლა მომიწია, ყველას ვუთხარი რომ სხვაგან გამიშვეს. უფროსმა იცის სიმართლე ამიტომ ახალი შერიფი გეყოლებათ.
-მე შენ მჭირდებოდი!სხვას როგორ შევუთანხმდე? იცი ეს რა რთული იქნება? ჯანდაბა ჯეიმს !! ჯანდაბა!!-ყურმილი პირთად ახლოს მივიტანე და ვუღრიალე,შემდეგ კი კედელზე მივახეთქე.
-კოლორადოში დღეს ახალი შერიფი დანიშნეს,კორეიდან ჩამოსული ჯონ ჯონგუკი ხალხის გულებში უკვე იკავებს დიდ ადგილს, აქაურ მაცხოვრებლებს მისი სჯერათ და ფიქრობენ რომ წინა შერიფთან შედარებით ის უფრო სამართლიანი იქნება.-ახალი ამბები. ღმერთო რა ლამაზია, საერთოდ არ შეცვლილა. ისევ ისეთი ბავშური სახე აქვს.ტელევიზორთან ახლოს მივედი და ხელი ჯონგუკის გამოსახულებას დავადე,თვალები დავხუჭე და გავიხსენე დღე როდესაც მას პირველად შევხვდი.

Frenemies.Donde viven las historias. Descúbrelo ahora