თავი 10

2.1K 293 128
                                    

ეს თავი ეძღვნება გოგონას, რომელიც ახლა მათემატიკის გამოცდაზე ზის.

როცა დაბრუნდება, ამას წაიკითხავს

და გაეღიმება...

_____________________________________

ერთი კვირა გავიდა შარლოტასა და თეჰიონის ბოლო შეხვედრიდან. 

თითქოს მას შემდეგ დრო გაჩერდა, არაფერი მომხდარა თუ არ ჩავთვლით გოგონას კოშმარებსა და დაუსრულებელ გულძმარვას...

ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს.

ქერა კარს უკან, წაბლისფერთმიანი კი - მის მიღმა...

*** 
ნამჯუნი კალამს დებს და კმაყოფილი დასცქერის დოკუმენტებს. 

რაღა უნდა მოხდეს, რომ დაბრუნდეს? ამ გიჟის ისტორია მხოლოდ მას აინტერესებდა და ახლა, როცა გაიგო, უკანმოუხედავად გაიქცა... 

სულელი ბავშვი! ალბათ, მამამისს როგორ გაუცრუვდება იმედი...

- ბატონო კიმ! - ფიქრებს ჯინი აწყვეტინებს - თეჰიონი ოთახიდან არ გამოდის უკვე რამდენიმე დღეა, რა უნდა ვქნათ?

დუმილი.

დუმილი.

დუმილი.

- აცადეთ სიკვდილი! - იცინის, ლოყები კი ეჩხვლიტება - თუ რამე დაემართება, ეს მხოლოდ შარლოტას ბრალი იქნება, ასე ჰოსოკსაც მოვიშორებთ! - ხელებს შლის აპლოდისმენტების მოლოდინში.

- არ მგონია, კარგი იდეა იყოს... 

- შენთვის არც არავის უკითხავს აზრი, ჯინ! - ფეხს ფეხზე იდებს, თითებს თმაში იცურებს და ჰაერს ხარბად ისუნთქავს - დამტოვე!

- როგორც ინებებთ...

იუნგი სწრაფად შორდება კარს და ჰოლში იკარგება.

ახლახანს პროფესორის გეგმას მოჰკრა ყური, რისი ცოდნაც საკმაოდ სახიფათოა! 

ვინ იცის, იქნებ, მთელი სამყაროსთვის ასე ჯობდეს?!

- გ-გ-გ-გამ-მარ-რჯო-ობა! - მოულოდნელად პატარა სხეული უახლოვდება და უღიმის.

ფსიქოპათი (დასრულებული)Wo Geschichten leben. Entdecke jetzt