თავი 25 (ფინალი)

2.8K 267 417
                                    

"როცა თვალისთვის დაუჯერებელი სიუჟეტები ჩნდებიან ჩვენს ცხოვრებაში, სწორედ მაშინ გვესტუმრება ხოლმე შიშიც და აზროვნების უნარს მთლიანად გვაკარგვინებს...

 ასე დამემართა მეც. გავიყინე. მივხვდი, რომ ადამიანური ძალებით ვერასდროს დავამარცხებდი მათ სიბოროტეს და არც ღვთიური ჩანდა ვინმე დასახმარებლად...

 ვინ იყო თეჰიონი? თვით ეშმაკი! ხორცშესხმული სატანა, რომელმაც უცოდველი გოგონა საკუთარი სილამაზითა და ჟინიანობით მოხიბლა, დაიმონა და საბოლოოდ შეაყვარა თავი. მე ამას ვგრძნობდი, დაზუსტებით ვიცოდი, რომ ჭკუიდან გადასული შარლოტა თვით ლუციფერსაც კი შეეკვრებოდა სატრფოს გადასარჩენად, მაგრამ ვერაფრით ვიფიქრებდი თუ ეს მონაჩმახი ჩემი წერილის ფრაგმენტი გახდებოდა და არა რაღაც ფენტეზის ნაწილი! მძულხარ, ღმერთო! მძულხარ, რომ არ მეხმარები! გგმობ შენ და შენს მოჩვენებით კეთილ საქმეებს!

 ბავშვი მიკვდებოდა... ვუყურებდი როგორ მიღიმოდა მიპირდაპირე მხრიდან და სიმწრით კანს ვიგლეჯდი. უუნარო ვიყავი, ერთი საცოდავი მოკვდავი...

- შ-შეს-სან-ნიშ-ნავ-ვი ი-იყო! - ტაში დაუკრა ჯიმინმა - შ-შარლ-ლოტას ლა-ამა-აზი კ-კა-აბა მ-მ-მომ-მწონს! ფ-ფრი-იალა დ-და წ-წით-თელი... - ახვანცალდა მოფერების მოლოდინში.

- ძვირფასო, გმადლობ! - არ დააყოვნა მანაც და ლოყები დაუკოცნა - შენ არ გინდა ჩემთან ცეკვა?

- შ-შეი-იძლე-ება? - მორცხვად შეხედა თეჰიონს.

- მხოლოდ რამდენიმე წუთით დაგითმობ ჩემს ქალბატონს! - გაეცინა წითელთმიანს - გაუფრთხილდი მას! მაესტრო!

ფსიქოპათი (დასრულებული)Where stories live. Discover now