თავი 12

2.1K 277 145
                                    

იუნგის არც გაუგია შარლოტას მოსვლა უბრალოდ იჯდა და იატაკზე მიმოფანტულ ნახატებს შესცქეროდა. მის თავში ისეთი ფიქრები ტრიალებდა, როგორიც არასდროს... ცხოვრებაში პირველად გაივლო აზრად, რომ ვიღაცას ჰაერივით სჭირდებოდა და ეს საშინლად ესიამოვნა. 

წარმოგიდგენიათ, უკვე მერამდენედ გაიღიმა ჯიმინის გამო?

დგება და სწრაფად მიაბიჯებს მბჟუტავი ნათურებით განათებულ ჰოლში.

"- რაც იქნება, იქნება, ამის დედაც!" - ფიქრობს და სვლას უჩქარებს. 

ცისფერკარიან ოთახს უახლოვდება...

სამი...

ორი...

ერთი...

- ჯიმინ?

- ი-იუნგი?!

- არაფერი თქვა! - გვერდით უჯდება ნახევრად მძინარე ბიჭს, რომელიც ჯერაც ვერ გარკვეულა რა ხდება - შეგიძლია, თვალები დახუჭო?

- კ-კი, მაგ-გრამ, რ-რატ-ტომ? - კითხულობს სუნთქვაგახშირებული.

- უბრალოდ გააკეთე ეს! -  თითქმის ყვირის, რაზეც უმცროსი ხტება, მაგრამ ცოტა ხანში შეცდომას ასწორებს და ტონს არბილებს - გთხოვ...

თეთრმიანი თვალებს ხუჭავს, თითებს კი საბანს უჭერს. 

- ნუ გეშინია... - უფროსის სუნთქვას უკვე სახეზე გრძნობს და იტრუნება - შენი სიზმარი არასდროს ახდება, პატარავ... და იცი, რატომ?

დუმილი.

- იმიტომ, რომ შენ მიტოვებას არ ვაპირებ...

ორი სტიქია...

ჰაერი და მიწა ერთდება...

ისე, როგორც წესია...

ისე, როგორც უნდა იყოს...

ისე, როგორც ამას ბუნების კანონი ქადაგებს...

კოცნა ტკბილია, შაქარზე უფრო ტკბილი...

ტუჩების სირბილე ორივეს გონებას უბინდავს...

ღმერთო, გესმის მათი ლოცვის ხმა?

ფსიქოპათი (დასრულებული)Where stories live. Discover now