თავი 23

1.6K 256 185
                                    

 შარლოტა ფსიქიატრიულის განუყოფელ ნაწილად იქცა, შეესისხლხორცა იქაურ კედლებსა და თეჰიონის მკლავებს. ქერას ყოველი სევდიანი გამოხედვა გულს უკლავდა, საპირფარეშოში ატირებდა და პულსისდაკარგვამდე ათრობდა. ჰოსოკის ზარებსაც მხოლოდ შეტყობინებებით პასუხობდა.

დაპატარავდა.

მუჭისოდენად იქცა.

სიგარეტის ნაცრისფერი კვამლივით დაილია...

"ძვირფასო ნათლულო,

 როგორ ხარ ახლა? საჭმელს თუ ჭამ ნეტავ? კვირაზე მეტი გავიდა, შენ კი საავადმყოფო არ დაგიტოვებია... ვგრძნობ, რომ რაღაც რიგზე ვერ არის...

 მაპატიე... ვშიშობ, დახმარებაზე უარის თქმა მომიწევს. ვიცი იგლოვებ, შესაძლოა, შავებიც ატარო გარკვეული დროის განმავლობაში, თუმცა გავა ხანი და მადლობას მეტყვი ამისთვის.

 ერთხელ უკვე გადავარჩინე თეჰიონი. ამის მეორედ გაკეთების საჭიროებას ვეღარ ვხედავ...

 შევხვდებით...

სიყვარულით, ნათლია"

ზოგჯერ ტყვიის გავარდნამდე კვდები, როცა დაინახავ ვინ დაგიმიზნა...

***
- შარლოტა, შეიძლება ვისაუბროთ? - კარში იუნგი გამოჩნდა - შენ რა, ტიროდი?! - სწრაფად მიუახლოვდა თვალებჩაწითლებულ გოგონას.

- იუნ... - ორივე ხელით შემოეხვია წელზე და გული საბოლოოდ ამოუჯდა - იუნ, მიშველე...

- ღმერთო, რა მოხდა ასეთი, რომ მთელი პერანგი ცრემლებით დამისველე?! - თითები თმაში შეუცურა და დამშვიდება დაუწყო. ცდილობდა მისი ყურადღება მხიარული ფრაზებით გაეფანტა და წამით მაინც მოედუნებინა, მაგრამ 'თეჰიონის' გარდა არცერთი სიტყვა არ მოიძებნებოდა წაბლისფერთმიანის ლექსიკონში.

ფსიქოპათი (დასრულებული)Wo Geschichten leben. Entdecke jetzt