თავი 18

2.1K 256 171
                                    

ყველა ზღაპარს სჭირდება ერთი ძველმოდური ბოროტმოქმედი, არ მეთანხმებით?

თუმცა მინდა გითხრათ, რომ მონსტრად არავინ იბადება!

დამიჯერეთ და უკუაგდეთ აზრები განგების ხვედრის შესახებ!

სინამდვილეში ჩვენ, ყველანი თანასწორნი ვართ!

უბრალოდ ზოგჯერ ჯიუტად ვარწმუნებთ ხოლმე საკუთარ თავს რაღაც სისულელეებს და დროთა განმავლობაში სისხლშიც კი გვიჯდება ფანატიკოსობა...

განა, ეს გამოსავალია?!

ნამჯუნის ცხოვრება ყოველთვის ტყვიაზე უფრო მძიმე იყო. დაიბადო მეცნიერთა ოჯახში და დარჩე ადამიანად ადვილი როდია...

და თუ მათი ილუზიები რეალობაზე უფრო მტკიცეა, მაშინ საბოლოოდ განწირული ხარ, ჩემი ძვირფასო... მაპატიე, მაგრამ განწირული ხარ...

"- მოწყალეო ბუდა, ისმინე ლოცვა და გადმოხედე შენს ცოდვილ შვილს... დაიფარე განსაცდელისგან მონა შენი, აარიდე ჯოჯოხეთის ცეცხლსა და ალების ენას, ამას გევედრები..."

კიმ სოკ-ჯინ, ანგელოზი ხარ თუ დემონის სიზმრების მცველი?

***
იუნგის დილა საშინელი ზურგის ტკივილით იწყება. თვალის გახელისთანავე წამოდგომას ცდილობს, მაგრამ რად გინდა?! ჯიმინს კვლავ ტკბილად სძინავს და სულაც არ აპირებს გაღვიძებას ვიღაცის მტკივანი ზურგის გამო!

- პატარა შეშლილო, დროა ძილის გუდა მოიხსნა! - ფრთხილად ანჯღრევს თეთრთმიანს - ეი, არ გესმის?

- მმმ... - იშმუშნება, ზემოთ იწევს და პირდაპირ უფროსის სახეზე დევს ფუმფულა ლოყას - ც-ცოტ-ტაც, გ-გთხ-ხოვთ...

- უკვე ათი საათია! - კატეგორიულად პასუხობს იუნგი - ჯიმინ, გეყოფა, ასე ნუ მეკვრი, თორემ...

- თ-თორ-რემ მ-მაკ-კოც-ცებთ? - იღიმის და თავად კოცნის პაწია თეთრ ცხვირზე, მერე კი იმავე პოზაში ბრუნდება.

ფსიქოპათი (დასრულებული)Where stories live. Discover now