ოცდამეთხუთმეტე

1.5K 189 163
                                    


-ამის დედაც... ეს რა ჩავიდინე? -იუნგი ოთახში აქეთ-იქით დადიოდა, თითები თმებში ჰქონდა ახლართული და ბოლო ხმაზე გაყვიროდა.

მთელი სხეული უცახცახებდა...

რამდენიმე წუთის წინ ისე გიჟივით კოცნიდა ჯიმინს, რომ ტუჩები ახლაც დაწითლებული ჰქონდა.

ჯერ კიდევ გრძნობდა შოკოლადისა და ვანილის შერწყმულ გემოს პირში და ტუჩებს ნერვიულად იკვნეტდა.

თვითონაც ვერ ხვდებოდა წამებში, როგორ დაკარგა საკუთარ თავზე მთლიანად კონტროლი.ერთადერთი რაზეც ფიქრობდა ის იყო, რომ ჯიმინის კოცნა ჰაერივით სჭირდებოდა, თუმცა მალევე გააანალიზა თავისი საქციელი და იქაურობას წამის მეასედში გაშორდა.

ახლა კი, სასტუმროს ნომერში იდგა და კიდევ ეძებდა რაიმე ისეთ ნივთს, რომლის მილეწვასაც შეძლებდა, მაგრამ ოთახში აღარაფერი დარჩენილიყო.

ძირს ეყარა საკმაოდ ძვირადღირებული, დეკორატიული  ლარნაკის, საათის და კიდევ ათასი სხვა ნივთის ნამსხვრევები.

ნომერში იუნგის ახალი ოთახის მეზობელი, ბექიონი შევიდა და ადგილზე გაშეშდა. დანახულისგან შოკირებული უკან აპირებდა გაბრუნებას, მაგრამ გაანალიზა, რომ მეგობარს ასეთ მდგომარეობაში ვერ დატოვებდა და საწოლზე ჩამომჯდარისკენ ფეხაკრეფით წავიდა, რათა რომელიმე ნამსხვრევზე ფეხი არ გაეჭრა.

-იუნგი... მშვიდობაა? -ხელი მხარზე ნაზად ჩამოადო.

უფროსი უეცარი შეხებისგან შეხტა თუმცა, როდესაც გაანალიზა, რომ ეს ბექიონი იყო, საწყის პოზიციას დაუბრუნდა და თავი ხელებში ჩარგო.

-საშინელება ჩავიდინე ბექიი...

უმცროსს თავისი სახელის შემოკლებულ ფორმაზე ტანში სასიამოვნოდ გააჟრიალა. ასე, ხომ პირველად ჩანიოლმა მიმართა...

-შეგიძლია მომიყვე და თავს უფრო თავისუფლად იგრძნობ.

იუნგიმ რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა, ტანით მთლიანად ბექიონისკენ მიტრიალდა და თავი დაბლა ჩახარა.

I Don't Wanna See You With HimWhere stories live. Discover now