მეცხრე

1.5K 178 41
                                    

გადაღებების რამდენიმე დღემ მშვიდობიანად ჩაიარა. ყოველი შემთხვევისთვის ჯიმინი ყველანაირად ცდილობდა თავი არ ჩაეწვა. იუნგის შეყვარებულმა ნაიონმა გაიგო, თუ ვისთან ერთად უწევდა შუგას მუშაობა და კინაღამ გადაირია. აღმოჩნდა, რომ იგი პაკ ჩანიოლის ფანია, რაზეც იუნგიმ ცოტა არიყოს იეჭვიანა.

ჩანიოლი უკვე ერთი კვირაა ბექიონს აკვირდება, როცა ის მაკიაჟს უკეთებს და ხვდება, რომ საქმე ადამიანთან კიარა ანგელოზთან აქვს.

ახალი დილა ჩვეულად დაიწყო. ჯიმინი ფანჯრის რაფასთან დგას და ხარბად უშვებს ცხვირში ცივ, მაგრამ ამავე დროს სასიამოვნო ჰაერს. ზემოდან უყურებს ქუჩაში მშვიდად მოსიარულე ხალხს. უყვარს სეული, მისი ქუჩები და მასში მცხოვრებნი. სახეზე ღიმილი ესახება, როცა საწოლის თავთან გაკრულ პლაკატს ხედავს.

-ჩემი გახდები მინ უნგი. მხოლოდ ჩემი!

***

გადაღების ეს დღეც მშვიდობიანად დასრულდა. იუნგი სახლში წასვლას აპირებდა, როცა უკვე ნაცნობმა ხმამ შეაჩერა

-იუნგი...

-გისმენ ჩანიოლ

-მისმინე მე და ჯიმინი დედაჩემის კაფეში ვაპირებთ წასვლას და იქნებ შენც წამოსულიყავი.

-ამმ... არა გმადლობ დაღლილი ვარ

-სწორედ ამიტომ გეუბნები. დედამ უკვე ცალკე ოთახი (კუპე) შეგვინახა. იქ არავინ შეგვაწუხებს. მხოლოდ გემრიელად შევჭამთ.

-თუ ასეა მაშინ...

-ძალიან კარგი, ჩემი მანქნით წავიდეთ. ჯიმინიც გამოვა ახლავე.

I Don't Wanna See You With HimTahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon