მეხუთე

1.4K 188 11
                                    

ავტორის POV

ნაიონი იუნგისთან მირბის და იმის შესახებ უყვება, რაც მთავარმა ექიმმა კიმ ნამჯუნმა რამდენიმე წუთის წინ აუწყა.

ჯინს შესაძლოა სულაც ხვალ გაეღვიძა, ან საერთოდაც 1 წლის შემდეგ.
ოჯახი მთელი 3 დღე პალატის კარს არ მოშორებია. იუნგიმ ისინი სახლში დააბრუნა და უთხრა, რომ დღეს ის დარჩებოდა საავადმყოფოში.

ერთხანს ჯინს ელაპარაკებოდა იმის იმედით, რომ მისი სიტყვები ესმოდა. ან იქნება მართლაც ესმოდა... არავინ იცის. ბოლოს პალატაში მდგარ დივანზე ჩამოჯდა, რათა დაესვენა. 10-ჯერ შეიცვალა პოზა, მაგრამ მაინც ვერ ახერხებდა დაძინებას.

ბოლოს ტელეფონი ხელში აიღო. საათი - 21:50  უჩვენებდა. ვერც გაიგო, როგორ შემოაღამდა. მოწყენილობისგან თავის დასაღწევად გადაწყვიტა რამესთვის ეყურებინა

. ცნობილი მსახიობი პაკ ჯიმინი... უეცრად იუნგის თავში სიგნალივით გაისმა ბატონი ლის სიტყვები.
საინტერესოა რამდენად კარგი მსახიობი იყო...

მალევე გამოჩნდა 'საფარის' საძიებო ველზე ჯიმინის სახელი და სულ რაღაც 13 საათის შემდეგ კი იუნგი მიხვდა, რომ მისთვის დიდი პატივი იყო ისეთ მსახიობთან მუშაობა, როგორიც დაბალი, დიდტუჩება პაკ ჯიმინია.

და რახდებოდა ახლა ჯიმინის თავს, ამას ვერცკი წარმოიდგენდა. ლოგინზე წამომჯდარ ჯიმინს ხომ მთელი ღამე თვალი არცკი მოუშორებია, საკუთარ ოთახში გაკრული პლაკატებისთვის, რომელზეც მისი ანგელოზის სახე ნათლად ჩანდა. უყურებდა და ტიროდა... საკუთარ ბედს მისტიროდა.

დღევანდელი დღე ყველაზე კარგი, და ამავდროულად ყველაზე საშინელი დღე იყო მის ცხოვრებაში.

პატარა პაკი ხომ დღეს თავისი ოცნების მამაკაცს შეხვდა, შეეხო, სახლამდე მის მანქანაში იჯდა. მაგრამ მას ხომ შეყვარებული ჰყავს და თან გოგო... ეს იყო ის 2 მიზეზი იმისა, თუ რატომ ინატრა ჯიმინმა აღრასდროს შეხვედროდა იუნგის.


პატარაა ბოდიშიით😁 ვეცდები გამოვასწოროო😊

I Don't Wanna See You With HimOnde histórias criam vida. Descubra agora