მეექვსე

1.4K 188 32
                                    

მოკლედ ხალხო დღეიდან ავტორის პირით დავწერ, როგორც წინა თავს... შიგადაშიგ იქნება იუნგის და ჯიმინის POV

--------------------------------------

ერთი კვირა...
ერთი კვირა გავიდა მათი პირველი შეხვედრიდან.
ერთი კვირაა იუნგი ჯინს ღამეებს უთენებს საავადმყოფოში.

ერთი კვირაა ჩიმჩიმს პურისა და წყლის მეტი არაფერი მიუღია. ჩანიოლი რომ არა ალბათ საერთოდ უჭმელი იქნებოდა
და აი დადგა ის დღეც...
წყეული დღე...გადაღებების პირველი დღე და ორ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ადამიანს საერთოდ არუნდა გათენდეს, მაგრამ სამყარო ხომ არ არის სურვილების ამსრულებელი ქარხანა.

ღამენათევი იუნგი საავადმყოფოდან სახლში მიდის, სადაც შეყვარებული და თავისი ძმა ხვდებიან, რომლებსაც გუშინ სთხოვა სახლში დარჩენილიყვნენ. ტანსაცმელს სწრაფად იცვლის, საჭირო ნივთებს იღებს და კომპანისკენ მიდის.

გზაში მანქანის ფანჯრიდან ხელჩაკიდებულ გეი წყვილს ხედავს და ზიზღით ივსება. ვერ იჯირებს, რომ ყოველდღე ამის ყურება მოუწევს.

ზოგადად მოიხიბლა ჯიმინის მსახიობური ნიჭით და ცოტა არ იყოს უხარია კიდეც მასთან შეხვედრა. უკვირს, რომ იმდღეს კაფეში ფანები არ მიასკდნენ. საინტერესოა მართლა გეია ჯიმინი? იმ სერიალში ხომ ჩვეულებრივი იყო...

იუნგის თავში ათასი აზრი ტრიალებს.
ჯიმინი და ჩანიოლი კი უკვე კომპანიის მისაღებში ზიან

-ნერვიულობ?

-ძალიან... ძალიან ვნერვიულობ ჩანიოლ!

-იცი მაინც რა ლამაზი ხარ? სიმპატიური კიარა ლამაზი ხარ, გოგოსავით. ჩვეულებრივ შეგიძლია მისი გულის მოგება.

I Don't Wanna See You With HimDonde viven las historias. Descúbrelo ahora