ოცდამეთექვსმეტე

1.8K 192 168
                                    


მათი ბოლო შეხვედრიდან 4 თვე გავიდა...

მონატრებისა და უამრავი ცრემლის ოთხი თვე...

ჯიმინმა თითქოს საბოლოოდ აიღო სიცოცხლეზე ხელი.

წყალსაც კი არ სვამდა და საკვების მიღებაზე, ხომ საუბარი ზედმეტია. უბრალოდ პარალიზებულივით იწვა.

ჩანიოლი, რომ არა აქამდე მკვდარი იქნებოდა. მეგობარს წამითაც არ მოშორებია. ცდილობდა დღეში ერთი ლუკმა მაინც "ჩაეტენა" მისთვის პირში.

ბოლო ერთი თვე სიტუაცია ოდნავ გაუმჯობესდა. დილით ადგომა და საუზმობა დაიწყო, შემდეგ შხაპს გადაივლებდა და მეორე დილამდე ლოგინში იყო.

ანალოგიური იუნგის შემთხვევაშიც, თუმცა ჯიმინისგან განსხვავებით საკვებს დღეში ორჯერ იღებდა და ხანდახან დიოსაც ესაუბრებოდა ხოლმე.

როდესაც ხედავდა, როგორ ტკბებოდნენ ერთმანეთით ჰობი და ნაიონი, ოთახში ჩაიკეტებოდა და ჩუმად ტიროდა.

მოკლედ, რომ ვთქვათ ორივემ, საშინელი დღეები გამოიარეს.

***

-ერთი ლუკმაც, გთხოოვ...

-გითხარი აღარ მინდათქო, შემეშვი -დაბალმა ამოიღრინა.

-ასე გაგრძელებას როდემდე აპირებ? თავსაც იკლავ და მეც მკლავ... შენი შემყურე გაგიჟებამდე ვარ მისული -წითელთმიანმა თითები თმაში შეიცურა და ისე დაიწყო ოთახში სიარული.

-ჩემი არ გესმის და ვერც გაიგებ, რადგან მას უყვარხარ, ვინც შენ გიყვარს.

-მაგრამ ჯიმინ, ნუთუ მთელი ცხოვრება ლოდინს აპირებ?

-კი ჩანიოლ... -უმცროსმა ბალიში მიიხუტა და ლოგინზე ზურგით გადაწვა -სამუდამოდ დაველოდები.

moonchild94_23 👈 ამ ადამიანს ეძღვნება👇

Flashback:

მაღალი სხეული კომპანიის საპირფარეშოში სწრაფად შევიდა, რათა ბუნებრივი მოთხოვნილება დაეკმაყოფილებინა, მაგრამ კაბინის კარის გაღებისას ნაცნობი ხმა შემოესმა.

I Don't Wanna See You With HimDonde viven las historias. Descúbrelo ahora