თეჰიონი დავითანხმე რომ მარტო გამოვეშვი. არ მინდოდა ჩემთვის ვინმე გამოეყოლებინა, რადგან ვიცოდი რა რეაქცია ექნებოდა თუ გაიგებდა სად მივდიოდი.
-შენთან ლაპარაკი მინდა.
-რაზე?
-რიტუალზე, მაინტერესებს რა უნდა გავაკეთოთ.
-შენმა ბიჭმა თუ იცის ამის შესახებ?
-ეს შენ არ გეხება, უბრალოდ მითხარი.
-რიტუალს ის ჯადოქარი ჩაატარებს რომელმაც ეს შეთანხმება დადო, როგორც კი დასრულდება სასიკვდილო წყევლა ორივეს აგვეხნება.
-ანუ ჰობიმ უნდა ჩაატაროს ეს რიტუალი?
-კი, ის მაგიის დახმარებით დაგვაკავშირებს ერთმანეთთან, ეს კავშირი კი სამუდამოდ გაგრძელდება. დარწმუნებული ხარ რომ მზად ხარ ამისთვის? მთელი ცხოვრება ჩემს გვერდით გაატარო.
-ვინ გიხრა, რომ შენ გვერდით ყოფნას ვაპირებ? რიტუალს ჩავატარებთ და ამით დასრულდება ჩვენი კავშირი.
-არა, არა. შენ რა გეგონა რიტუალის შემდეგ ისევ ძველებურად გააგრძელებდი ცხოვრებას პატარავ.
-არ ვაპირებ შენთან ყოფნას მთელი ცხოვრება მხოლოდ იმიტომ, რომ დედაჩემმა დადო შეთნხმება შენთან. - ვანი მომიახლოვდა თმაში ხელი მომქაჩა და თავი უხეშად გადამაწევინა.
-ახლა კარგად მომისმინე პატარა ქალბატონო, ნუ გგონია, რომ რიტუალის შემდეგ იმის გაკეთების უფლებას მოგცემ რაც გინდა.
-ხელი გამიშვი!
-მას შემდეგ, რაც ჩვენ დაგვაკავშირებენ შენ ჩემი გახდები... ჩემი გესმის?! რა გგონია რომ ამის შემდეგ ისევ გააგრძელებ ვამპირის საწოლში ნებივრობას? შენ ჩემი იქნები, და არ მოგცემ უფლებას ჩემი სახელი შეარცხვინო შენი ვნებების გამო.
-ნუ გგონია, რომ ამ რიტუალის გამო შენთან რამე ურთიერობა მექნება.
-მოგიწევს პატარავ, შენ ჩემი ცოლი გახდები და უნდა შეასრულო ის რაც ცოლს ევალება.
-გგონია თეჰიონს ცოცხალი გადაურჩები თუ გაიგებს, რომ ხელი დამაკარე?
-მისი არ მეშინია, გახსოვს როგორ ამბობდა "ჩემ საკუთრებას ვერავინ შეეხება" ვერც ჩემსას შეეხება. ქორწილის შემდეგ მასთან ყველანაირ ურთიერთობას გაწყვეტ, თუ არ გინდა მას ან შენ რომელიმე ახლობელს რამე დაემართოს.
-შენ ჭკუაზე არ ვივლი. - მოულოდნელად ოთახში საიდანღაც თეჰიონი და ჯიმინი გამოჩნდნენ.
-ამიტომ გინდოდა მარტო წამოსვლა?
-შენ რა მაინც მითვალთვალებდი?
-შენზე ვნერვიულობდი, მაგრამ როგორც ჩანს ტყუილად, შენი მომავალი ქმრის სანახავად მოსულხარ.
-ხო, იცი ზუსტად ახლა ჩვენ ქორწილზე ვსაუბრობდით, შენც დაპატიჟებული ხარ რა თქმა უნდა.
-მოკეტე ვან!
-სანამ შენ შემოხვიდოდი, ზუსტად ჩვენ პირველ ღამეზე ვლაპარაკობდით, წარმოიდგინე როგორი ცეცხლოვანი იქნება. - თეჰიონს სახეზე საშინელი მრისხანება დაეტყო, ცოტაც და ვანს თავს დაესხმებოდა.
-მაგრამ არ მგონია ამის შენთან განხილვა კარგი აზრი იყოს, მგონი ცოტა უხერხულია.
-თე, წავიდეთ აქედან!
-თეჰიონ, იზი მართალია, წამოდი.
-თეჰიონი ვანს არ აშორებდა გაბრაზებულ მზერას ისე მომკიდა მკლავში ხელი და გარეთ გამიყვანა.
-ჯიმინ დაბრუნდი სახლში, ჩვენ ცოტას გავისეირნებთ.
-მაგრამ...
-წადი! - ჯიმინი წამებში გაქრა იმ ადგილიდან და თეჰიონმა ჩემზე გადმოიტანა მზერა.
-ხელი გამიშვი მტკივა.
-ეს იყო შენი პირადული საქმე? შენი და ვანის ქორწილის დაგეგმვა?
-უბრალოდ რაღაცის გარკვევა მინდოდა.
-ვერ ვიტან როცა მასთან ერთად გხედავ და მისი ეს კმაყოფილი სახე, მინდება რომ კისერი მოვუგრიხო. - ტელეფონის ხმა გავიგე ჩანთიდან ამოვიღე და გუკისგან შეტყობინება დამხვდა, ჩემი ნახვა სასწრაფოდ უნდოდა, მაგრამ არ გინდა ახლა ეს თეჰიონს უთხრა ისე, რომ სცენა არ გამართოს.
-ვინაა?
-ეს... ჯონგუკია, ჩემთან სასწრაფო საქმე აქვს უნდა წავიდე.
-ესღა გვაკლდა.
-შეგიძლია წამოხვიდე, მერე პრეტენზიები...
-რა თქმა უნდა წამოვალ.
ჯონგუკმა პარკში დამიბარა, უცნაურად მომეჩვენა, რადგან ის თავისი დარბაზის გარდა არსად მხვდებოდა ხოლმე. რამდენიმე წუთში მივედით იმ ადგილას, მაგრამ არავინ იყო გარშემო, ვიფიქრე აგვიანდებოდა და იქვე სკამზე ჩამოვჯექი. უცნაური სიჩუმე იყო, გარშემო არავინ და არაფერი ჩანდა და მოულოდნელად საშინელი ქარი ამოვარდა, თეჰიონმა მაშინვე ჩემთან მოირბინა და გვერდით დამიდგა. წამებში ჩვენს წინ ორი დემონი გამოჩნდა.
-ჯანდაბა ეს მახე იყო, იზ ჩემს გვერდით დარჩი.
-ისევ ლუციფერი?
-ფრთხილად იყავი. - თეჰიონი მათკენ გაიქცა და ერთ-ერთ მათგანს თავს დაესხა, მეც სერაფის მახვილი ამოვიღე და მასთან ერთად ვიბრძოდი, ორივე მოვკალით მაგრამ წამებში მეორე მხრიდან უფრო მეტი გამოჩნდნენ, მათთან ერთად მაქციების მთელი ხროვაც მოვიდა. დემონების მოკვლა მხოლოდ ჩემი მახვილით შეიძლებოდა ამიტომ ისინი უბრალოდ ასუსტებდნენ დემონებს რადგან ადვილად მომეკლა. საბოლოოდ ყველაფერი ჩაწყნარდა.
-აქ რა გინდა?
-გგონია ჩემ საცოლეს არ ვუთვალთვალებ? მე შენ უსაფრთხოებაზე უნდა ვიზრუნო.
-ჯანდაბა ეს უკვე ნერვებზე მოქმედებს, ამაზე თავადაც ვიზრუნებ, არ სჭირდება მას შენი დაცვა, როცა მის გვერდით მე ვარ.
-ეს ჩემი მოვალეობაა, შეთანხმების თანახმად მე ჩემი საცოლე უნდა დავიცვა ყველანაირი საფრთხისგან.
-კიდევ ერთხელ დაუძახებ საცოლეს და ტყვიას შუბლში დაგაჭედებ, ეინოს ემახსოვრება რა ცუდ შეგრძნებას ტოვებს ვერცხლის ტყვიები, ხომ ასეა?
-ამის გამო შენთვის სამაგიერო ჯერ არ გადამიხდია. - თეჰიონმა ხელი მომკიდა და მისკენ მიმიზიდა.
-წამოდი პატარავ, სახლში წავიდეთ. - უკვე წასვლას ვაპირებდით როცა ვანის ხმამ გაგვაჩერა.
-იფიქრე იმაზე რაც დღეს გითხარი იზაბელ, და დატკბი მასთან ყოფნით სანამ ეს ჯერ კიდევ შეგიძლია. - თეჰიონი ძალიან გააბრაზა ამ სიტყვებმა უნდოდა მიბრუნებულიყო, მაგრამ მე შევაჩერე და ვთხოვე იქიდან წამოვსულიყავით.
YOU ARE READING
Shadow World || დასრულებული ✔️
Fanfictionსამყარო რომლისაც არ გჯერა, მოულოდნელად შენი ცხოვრების უდიდეს ნაწილს იკავებს. ცხოვრება უამრავი მოულოდნელობითა და ტკივილითაა სავსე, როგორ შეიძლება გაექცე ამ ყველაფერს? 🔞🔞🔞