-21-

302 28 2
                                    

რამდენიმე საათის განმავლობაში აწამებდნენ თეჰიონს, მე კი უბრალოდ ვიდექი და ამას ვუყურებდი, ისე რომ არაფერს ვაკეთებდი, როდის გავხდი ასეთი გულგრილი, როგორ შემეძლო იმ ადამიანის წამებისთვის მეყურებინა, რომელიც მიყვარს.

-შენ გგონია ამ პატარა ჭრილობებით რამეს დამაკლებ? მე ვამპირი ვარ ისინი მალე შეხორცდება ეს უბრალოდ წამიერი სისუსტეა.

-მართალი ხარ, იმისთვის რომ ვინმეს ატკინო მხოლოდ ჭრილობები საკმარი არაა, საკმარისია მისთვის მნიშვნელოვან ადამიანს, სულ მცირედი ჭრილობა მიაყენო და ეს ძალიან მტკივნეული იქნება. -ვანმა ხის სარი აიღო რომელიც იქვე კუთხეში ეგდო და ჯიმინისკენ წავიდა. მე მაშინვე მასთან მივედი და როცა ჯიმინისთვის უნდა დაერტყა ხელით დავიჭირე.

-გეყოფა! -იუნგი და ჯიმინი გაკვირვებულები მიყურებდნენ, თეჰიონს კი ირონიულად გაეღიმა.

-შენ მითხარი, რომ არ ჩაერეოდი იზ, მარტო ამის გამო ხარ ახლა აქ.

-ესეც ასე, აქ ვინ ყოფილა... რა იყო ვან ცოლის გარეშე არსად დადიხარ?

-რა თქმა უნდა თეჰიონ, ჩვენ ისე შეგვიყვარდა ერთმანეთი, რომ მარტო ვერ ვტოვებ. -ვანმა წელზე შემომხვია ხელი, მისკენ მიმიზიდა და თეჰიონს  გაუღიმა, ამაზე კი თეჰიონს საშინელმა ბრაზმა გადაუარა სახეზე.

-ახლა გასაგებია, როგორ შემოაღწიეს აქ. თავიდანვე გაფრთხილებდი, რომ ეს ძუკნა არ უნდა შემოგეშვა და უნდა მოგეკლა, როცა ამის დრო იყო.

-მოკეტე იუნგი... -ვანი მასთან მივიდა და მთელი ძალით დაარტყა დანა.

-როგორც ჩანს თქვენთან მხოლოდ ერთი რამ ჭრის. -ვანმა ისევ ჯიმინთან გადაინაცვლა და ისევ სცადა დანის დარტყმა, მაგრამ მე მოვასწარი და ხელი დავუჭირე.

-ის არაფერ შუაშია, არ გაბედო მისთვის რამის დაშავება, გაფრთხილებ.

-იზ ისიც ერთ-ერთი მათგანია, ისინი უნდა დაისაჯონ.

-მაგრამ არა ჯიმინი, ისიც საკმარისია რომ აქ გყავს.

Shadow World || დასრულებული ✔️Dove le storie prendono vita. Scoprilo ora