დილით ვანის მკლავებში გამეღვიძა, ეს უცნაური მაგრამ ამავდროულად სასიამოვნო შეგრძნება იყო, მის სიმხურვალეს მთელი სხეულით შევიგრძნობდი, მის სახეს ვუყურებდი, ისეთი სათნო და უვნებელი იყო როდესაც ეძინა,შეუძლებელია ადამიანს ამ სახის მიღმა ამოეცნო ის მონსტრი, რომლადაც მას ყველა აღიქვავდა, მათ შორის მეც, ოდესღაც. ჩემში მისი სიძულვილის გრძნობა მას შემდეგ გაქრა, რაც დავინახე როგორ დამიდგა მხარში ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელ პერიოდში, მაშინ პირველად ვიგრძენი, რომ ვანის ნდობა შემეძლო, ეს პირველი შემთხვევა იყო როდესაც მასზე დაყრდნობა შევძელი.მას შემდეგ ვანში ერთხელაც არ შემპარვია ეჭვი, მაგრამ მასთან ასეთ ურთიერთობაზე არასდროს მიფიქრია, იმდენად ვიყავი თეჰიონით დაბრმავებული. გუშინდელმა დღემ კი ყველაფერი შეცვალა, ახლა სრულიად დავიბენი, იმდენად ავირიე, რომ თვითონაც კი აღარ მესმის საკუთარი თავის და გრძნობების. ერთის მხრივ არის სიყვარული და ვნება რომელიც თეჰიონთან არც ისე ცოტა ხანს მაკავშირებდა, ჩემი გრძნობები მისდამი შეიძლება ჩემთვის საზიანო აღმოჩნდა მაგრამ, ის მაინც ნამდვილი იყო, იმდენად ნამდვილი, რომ ვერაფრით შევძელი ამ გრძნობების დავიწყება დღესაც კი. მეორეს მხრივ კი ვანი, მასთან სრულიად სხვა რამ მაკავშირებდა, ეს გრძნობები რომლებიც ვანის მიმართ შეუმჩნევლად გამიჩნდა, სრულიად საპირისპირო იმისა რასაც თეჰიონის მიმართ ვგრძნობდი. ყველაზე საშინელი კი ის იყო, რომ არცერთის დავიწყება არ შემეძლო.
განა ეს შესაძლებელია? გიყვარდეს ორი ადამიანი ერთდროულად. ვანის მიმართ ჩემი გრძნობები ისეთი მოულოდნელი იყო ჩემთვისაც, ის უბრალოდ არსაიდან გაჩნდა, მაგრამ ძლიერი იყო. ასეც რომ არ ყოფილიყო, მე უკვე მისი ცოლი ვარ, მე მას ჩემი ცხოვრება ვანდე და სამუდამოდ დავუკავშირე, ის თუ რასაც ვანი ჩემს მიმართ გრძნობდა, ამ გრძნობას ასე უბრალოდ ზურგს ვერ ვაქცევდი და ვერ შევძლებდი თეჰიონთან დაბრუნებას. თუმცა რა თქმა უნდა ეს ამის ერთადერთი მიზეზი არ იყო, შეიძლება თეჰიონის სიყვარული ჩემი გულიდან არ გამქრალა, მაგრამ არც ის ბრაზი და ტკივილი გამქრალა რომელსაც ვგრძნობდი, ჯერ კიდევ მეპარება ეჭვი რომ ოდესმე ამას დავივიწყებ.
YOU ARE READING
Shadow World || დასრულებული ✔️
Fanfictionსამყარო რომლისაც არ გჯერა, მოულოდნელად შენი ცხოვრების უდიდეს ნაწილს იკავებს. ცხოვრება უამრავი მოულოდნელობითა და ტკივილითაა სავსე, როგორ შეიძლება გაექცე ამ ყველაფერს? 🔞🔞🔞