დღეს 18 წელი მისრულდება, როგორ მინდა დედა ჩემს გვერდით იყოს, როდესაც პატარა ვიყავი სახლიდან გავიდა, გვიან ღამით კი ვიღაც ხალხი მოვიდა და ჰობის უთხრეს რომ ის მოკლეს. მაშინ პატარა ვიყავი, საძინებლიდან გამოვდიოდი, როდესაც ჰობის ელაპარაკებოდნენ და შემთხვევით გავიგონე მათი საუბარი, მას მერე ჰობი ზრუნავს ჩემზე, ის ჩემთვის მამასავითაა.
საღამოს ხმაური მაღვიძებს, ვიღაც შემოვიდა ჩემს ოთახში და თავზე დამახტა.
-იზ ადექი, რამდენი ხანი უნდა გეძინოს, დღეს შენი დაბადების დღეა. -პირდაპირ ჩემ ყურთან დაიწყო ყვირილი, ხანდახან როგორი გამაღიზიანებელი შეუძლია იყოს..
-ჰინატა მომშორდი, ცოტახანი მაცადე ძილი. - ყურთან მისი ფშვინვის ხმა გავიგე, შემდეგ კი ვიგრძენი როგორ წამოდგა ფეხზე, მეგონა გასვლას აპირებდა მაგრამ, მოულოდნელად სიცივე ვიგრძენი, ამ იდიოტმა საბანი გადამხადა.
-ამის დრო არაა იზ, ეს დღე გრანდიოზულად უნდა ავღნიშოთ, ადექი კლუბში მივდივართ. - ადგომას არ ვაპირებდი, მას შემდეგ რაც დედა მოკვდა არ მიყვარდა დაბადების დღის აღნიშვნა, თუმცა ჰობი და ჰინატა თვლიდნენ, რომ ეს წელი განსაკუთრებული იყო, რადგან 18 წლის ვხდებოდი, მე კი ამაში ვერანაირ განსხვავებას ვერ ვხედავ.უცნობი POV.
-ბოს გამოვიდა, მათ შეძლეს, გოგო იპოვეს.
-მშვენიერია, ვნახოთ ამჯერად როგორ დამალავს ჰობი ჩემგან. მისი ადგილსამყოფელი მითხარი, მას თცითონ ვესტუმრები.
-მაგრამ ეს ასე მარტივი არ იქნება, არამგონია ჰობიმ გოგო ასე ადვილად დაგვითმოს, ამდენი წელი მალავდა ჩვენგან.
-ჯიმინ, მე ის გოგო მჭირდება, ის უკანასკნელი ლანდმონადირე, არ მაინტერესებს ჰოობი, დღეს ვეღარ დაიძვრენს თავს, არა ამჯერად.
-მაგრამ მან ამის შესახებ არც კი იცის, იქნებ არ ღირს მისთვის რამის დაშავება.
-გარისკვას არ ვაპირებ ჯიმინ, მის გამო საფრთხეში ვერავის ჩავაგდებ. ის საფრთხეს წარმოადგენს ყველა ჩვენგანისთვის.
-არ ვიცი თეჰიონ, არ მგონია ეს ამად ღირდეს, მასთან მიახლოება ადვილი არ იქნება, გარდა ამისა ის ჯერ საფრთხეს არ წარმოადგენს.
-როგორც შენ თქვი, ჯერ, მაგრამ არ ვიცით მომავალში რა იქნება.. ნუთ გინდა ასე გარისკო, ამდენი ხალხის სიცოცხლე, ერთი უბრალო მოკვდავის გამო. მასთან მიახლოებას სხვანაირად შევძლებ.
-არ მითხრა რომ...
-ზუსტადაც, ხომ იცი გოგონები ჭკუას კარგავენ ჩემ შარმზე, არც ის იქნება გამონაკლისი.
أنت تقرأ
Shadow World || დასრულებული ✔️
أدب الهواةსამყარო რომლისაც არ გჯერა, მოულოდნელად შენი ცხოვრების უდიდეს ნაწილს იკავებს. ცხოვრება უამრავი მოულოდნელობითა და ტკივილითაა სავსე, როგორ შეიძლება გაექცე ამ ყველაფერს? 🔞🔞🔞