განრიგი შედგენილია, კონრიონვეს მეომრები ერთმანეთს სხვადასხვა სახეობებში შეეჯიბრებიან, დაე საუკეთესომ გაიმარჯვოს. ფორმები დარიგებულია, აღჭურვილობა განაწილებულია.
გუკი ღელავს, მართალია ის ყველაზე მეტს ვარჯიშობდა ამ დღისთვის, თუმცა ეჭვი მაინც აწუხებს, რომ ვერ გაიმარჯვოს, რაღაც ისე რომ ვერ გააკეთოს, რომ დაიბნეს. მაშინ საბოლოოდ დაკარგავს შანს იყოს ჯიმინთან ახლოს, იზრუნოს მასზე და დაიცვას ის ყველაფერი ცუდისგან. ის დაპირდა, დაპირდა უფროსს რომ გაიმარჯვებდა და მის იმედებს გაამართლებდა, მაგრამ ეხლა ყველაფერი გაცილებით რთულად ეჩვენება, ეს შეჯიბრები ძალიან დამღლელია, როგორც ფიზიკურად ისე ემოციურად, თუმცა ძალებს იკრებს და სიჩქარეს უმატებს, კიდევ ერთი წრე დარჩა გასარბენი და წინ ოთხი ადამინი, რომელიც გამარჯვებისკენ აშორებს, უკვე სამი, ორი, ერთი და ფინიშთან ახლოსაა, ღრამად ისუნთქებს, თვალებს ხუჭავს, ჯიმინთან გატარებულ დროს იხსენებს, მათ პირველ შეხებას და წარმოიდგენს რა ხშირად შეძლებს მის შეხებას თუ ეხლა გაიმარჯვეს, რა ხშირად შეძლებს დაეუფლოს მის მსხვილ ტუჩებს, ნაზ კანს და.... საყვირის ხმა გაისმა, ჯონგუკი ფიქრებიდან გამოერკვა, დაბნეული თვალებს აქეთ-იქით აცეცებს, ბოლოს მზერას ჯიმინზე აჩერებს და ხვდება, ხვდება რომ მან გაიმარჯვა, ეს უფროსის კმაყოფილ სახეზე ამოიკითხა და მის შეპარვით ღიმილზე. ეხლა შეუძლია დაისვენოს, ძალები აღიდგინოს და შემდეგი შეჯიბრისთვის მოემზადოს, რომელიც ჭიდაობაშია. გუკი არ ღელავს, ბევრჯერ დასჭიდებია ბიჭებს და ბეჭებით ძირსაც ბევრჯერ დაუნარცხებია. ამის გახსენებაზე მშვიდდება, მობილიზებას ახერხებს. საკუთარ თავში დარწმუნებულია და ზუსტად იცის რომ გაიმარჯვებს. ეხლა მთავრია დადგინდეს ვისთან მოუწევს შერკინება.
შეჯიბრიდან რამდენიმე კინრიონვე გამოეთიშა, დარჩენილი ნაწილი კი მოედნის ცენტში იყრის თავს, რიგრიგობით მიდიან მათ წინ მდებარე თასთან და იქიდან ფურცლებს იღებენ, მეწყვილის სახელს ხმამაღლა ყვირიან და მათთან ერთად საჭიდაო მოედნისკენ მიემართებიან. გუკის რატომღაც მღელვარება იპყროს, როგორღაც აღმოჩნა რომ თითქმის ბოლოა ვინც ფურცელს ამოიღებს ეს კი იმას ნიშნავს რომ მეტი შანსია მისი სახელი ვიღაცას ამოუვიდეს, ამიტომ ეს ლოდინი ღლის, სტრესავს, თუმცა თავის კონტროს ახერხებს, მხრებში სწორდება და მზერას ჯიმინსკენ აპარებს. უფროსი დაძაბულია, ღელავს, გასაკვირი არაა რატომ, რადგან მას მთელი გულით უნდა გუკიმ გაიმარჯვოს, ის ერთადერთია ვისაც ენდობა, ერთდარეთია ვისშიც ეჭვი არ ეპარება. ეს მღელვარება და ფიქრები იმდენად შესამჩნევია ჯიმინის სახეზე რომ ამის დანახვა ყველას შეუძლია.
-ჯონ ჯონგუკი!
გაისმა ხმა და ყველამ ხმის პატრონისკენ გაიხედა.
-კიმ ჩენ ჩაი... ოღონდ ეს არა, გაიფიქრა ჯონგუკმა, ის ერთადერთი იყო ვისი ატანაც არ შეეძლო გუკის მისივე უხეში და შეუფერებლი კომენტარების გამო. სიბრაზისგან ლოყას შიგნიდან კბენს და საჭიდაო მოედნისკენ მიემართება, ისე რომ ზედაც არ უყურებს თავის მეწყვილეს.
-ასე არ გაგიხარდა ჩემთამ შერკინება?ირონიულად წარმოთქვა ბიჭმა.
-მოკეტე ჩაი... კბილებიდან გამოსცრა ჯონგუკმა.
-მგონი იმიტომ ღელავ, რომ იცი დაგამარცხებ და შენს ჯიმინთან, თუ როგორ ეძახი ხოლმე მას როცა მარტო...
-მოკეტე სანამ აქვე დამიხრჩვიხარ. სიბრაზეს ვეღარ მალავდა უმცროსი.
-ოუ როგორ შემაშინე.
ჯონგუკი აღარ შეეპასუხა, ისედაც ბეწვზე იყო მისი მოთმინება, ცდილობდა კონტროლი არ დაეკარგა, სულ ცოტაც და ამ ამაზრზენ არსებას ძირს დაანარცხებდა. დაი აი გაისმა მათი სახელები. ბიჭები საჭიდაო მოედნის ცენტეში განლაგდნენ, მუხლებში ოდნავ მოიხარნენ, ხელები თეძოზე შუბლით კი ერთმანეთს მიედნენ, საყვირის ხმაზე ერთმანეთს დაეტაკნენ. გუკიმ მალევე შეძლო მისი წაქცევა და ძირს დანარცხება, ასე გაგრძელდა მომდევნო ათი წუთიც. 2-0 გუკის სასარგებლოდ და აი ბოლო დაჭიდება დარჩა და ჯონგუკი საბოლოოდ გათავისუფლდება არასასიამოვნო შეგრძნებისგან. ცდილობს თავისი საფირმო ილეთი გააკეთოს, მარჯვენა ფეხს მოწინააღმდიგის ფეხებში ხლართავს და ამით ცდილიბს წონასწორობა დააკარგვინოს, თან ცდილობს ხელები წელზე მოხვიოს და ზურგით დაახეთქოს ძირს, თითქმის გამოსდის, თანაც ძაან ადვილად და ცოტა არ იყოს უკვირს, მაგრამ უკვე გვიანაა, ჩენ ჩაი ზურგით ძირს აგდია, მაგრამ უცებ ჯონგუკს საშინელი ხრიალი აღმოხდა, მისი მარჯვენა ხელი ჩაის ზურგს უკან მოეტნა, გაუმათლებს გუკის თუ ხელი არ მოტყდა, არა და წინ საბოლოო შეჯიბრი ელოდება- მშვილდოსნობა. და როგორ შეძლებს ის ნატკენი ხელით შეჯიბრის გაგრძელებას ან მის მოგებას. ჯონგუკს სასოწარკვეთილება იპყრობს, თავბრუ ესხმის და გონებას კარგავს. ნახევარი საათის შემდეგ გონზე მოდის, თავზე ჯიმინი ადგას მისი ხელი ხელში უჭირავს და ნაზად ეფერება.
-გუკი, შენ, შენ კარგად ხარ? აღელვებით წარმოთქვა უფროსმა.
-სად ვარ? შეჯიბრი დამთავრდა?
-რა დროს ეგ არის, გონება დაკარგე, მეგონა...
-უნდა ავდგე, მე შეჯიბრი უნდა მოვიგო შენთვის, ჩვენთვის.
-ხო მაგრამ შენი ხელი? ის ძალიან დაზიანდა, შენ ვერ შეძლებ მშვილდის მოზიდვას, ეს ძალიან მტკივნეული იქნება.
-არა, გთხოვ ეს უნდა გავაკეთო!!
გუკი არ დანებდა და მოედანზე მაინც გავიდა, ის ყველაფერს მიხვდა, მიხვდა რომ ეს ყველაფერი მოუწყვეს, მაგრამ ვინ ან რატომ არ იცის, მაგრამ ამას აუცილებლად გაარკვევს, ოღონდ მოგვიანებით, როცა შეჯიბრს მოიგებს, თუ მოიგებს!!
ჰორიზონტალურ ხაზზე ერთმანეთის მიყოლებით სამი კონრიონვე დგას, გუკი თვალს აყოლებს და ნაცნობი სახის დანახვისას იღიმის, თეჰიონიც ღიმილით პასუხობს და პოზიციას უბრუნდება. თეჰიონი მესამეა გუკი კი ბოლოა.
10 გაისმა ხმა, თეჰიონმა ცენტრში გაარტყა. წინა ორს აჯობა. ეხლა გუკის დროა. მშვილდისარს მაღლა წევს და ცდილობს მოზიდოს, ხელი ტკივილისგან უკანკალებს, ძარღვები ეჭიმება და წიწკნის, მაგრამ ეს უნდა შეძლოს ბევრი დრო არ აქვს, რაც უფრო გაწელავს მით უფრო ვერ მოახდენს კონცეტრაციას.
9 გაისმა ხმა. გუკიმ ცხრიანში გაარტყა.
8 გაისმა ხმა. თეჰიონმა ააცილა ცენტრს მაგრამ ისევ წინა ორს აჯობა.
ჯონგუკს ტკივილმა უმატა, სადაცაა გაითიშება, თავს აქეთ-იქით აქნევს, ცდილობს გონება არ დაკარგოს. ჯიმინის ტუჩებზე იწყებს ფიქრს, თუ რამდენი რამის გაკეთება შეუძლია მასთან.
10 გაისმა ხმა. გუკიმ ცენტრში გაარტყა და გონება კვლავ დაკარგა.
ამჯერად გონს 2 საათის შემდეგ მოდის, თვალებს შეშინებული ირგვლივ ავლებს, ჯიმინის ოთახშია, თან მარტო, შემდეგ ახსენება შეჯიბრი, ხელი და მზერას ხელზე აჩერებს. ვერაფერს გრძნობს, ცდილობს გაამოძრაოას მაგრამ ვერა, ეხლა ძალას თითებს ატანს, მაგრამ ვერა. სასოწარკვეთილი ღრიალს იწყებს, მან წააგო, წააგო ჯიმინისთვის ბრძნოლა, უკანასკნელი შანსი დაკარგა მასთან ახლოს ყოფნის. ყვირილზე საჭურისი შემოდის ამბის გასაგებად.
-ბატონო ჯონ კარგად ხართ?
-ჯიმინი სად არის?
საჭურისს სახე ეცვლება.
-მეფე სად არის? ცდილობს შეცდომა გამოასწოროს, მაგრამ უკვე გვიანია.
-მეფე სათათბირო დარბაზშია, გვიბრძანა მის მოსვლამდე ყურადღება მოგაქციოთ და ფქვენზე ვიზრუნოთ.
-კარგი შეგიძლია წახვიდეთ.
ემოციებისგან დაღლილი ჯონგუკი ცდილობს დაიძინოს, დაივიწყოს დღევანდელი დღე, ყველაზე წარუმატებელი დღე მის ცხოვრებაში და ფიქრს ხელზე იწყებს, რომ ვეღარ გაამოძრაოს, რომ ვეღარ შეძლოს იარაღის ჭერა, მაშინ ვერც კონრეონვეში შეძლებს ყოფნას და ვერც ჯიმინისთვის იქნება გამოსადეგი, როგორც მეომარი და როგორც.... აღარ უნდოდა ფიქრის გაგრძელება, თავი გააქნია თითქოს გონებიდან უარყოფითი ფიქრები განდევნა, თვალები დახუჭა ძილის მოლოდინში.ჯიმინი გაცეცხლებულია, უჭირს წონასწორობის შენარჩუნება როგორც ფიზიკურად ისე სულოერად. ეს უკვე მეტისმეტია, ეს უკვე პირდაპირ მასზე თავდასხმაა, მან იცის, მან იცის რაც გუკის გაუკეთეს ეს ნიშანი იყო მისთვის, ვიღაც ცდილობს უმცროსის გზით მას მიაყენოს დარტყმა და კარგადაც გამოსდის. როგორც ჩანს მოწინააღმდეგემ კარგად იცის მისი სუსტი წერტილი და ზუსტად იქ დაარტყა, პირდაპირ, მოურიდებლად, დაუფარავად შიგ გულში და მეორე მხარეს გაატარა თავისი გესლიანი ისარი, მაგრამ ის ასე არ დატოვებს, დროა ყველამ ის მიიღოს, დაე დაინახონ მისი ჭეშმარიტი სახე, მისი ადამიანური სახე, რომელსაც ჯონ ჯონგუკი უყვარს!!
-ეს უკვე მეტისმეტია!!
გაისმა ჯიმიმს ხმა დარბაზში.
-თქვენ, თქვენ როგორ ბედავთ ჩემს გადაბიჯებას, როგორ არაფრად აგდებთ ჩემს გვირგვინს და ასე ყველას დასანახავად მაყენებთ შეურაცყოფას.
-რას გულისხმობთ ბრძანებელო? გაისმა ერთ -ერთი დიდებულის ხმა.
-თავხედობა გყოფნით და ამას მეკითხებით? მე ჩემი მხრიდან ყველა დაპირებას ვასრულებდი, მაგრამ თქვენ ეს ჩემ სისუსტედ ჩათვალეთ. გგონიათ მე ვერაფერს ვხედავ? არაფერი მესმის? თქვენ მაიძულეთ ამ ზომამდე მივსულიყავი ან თქვენ თვითიონ აღიარებთ ვინ მოაწყო ეს ფარსი ან არა და ყველა კონრიონვე დაისჯება სიკვდილით, განურჩევლად ყველა. ერთი დღე გაქვთ დამნაშავის საპოვნელად.
დარბაზში ჩოჩქოლი ატყდა, მაგრამ ჯიმინი უკვე იქ აღარ იყო. საკმარისად ისმინა და უთმინა დიდებულებს თავხედობა, დროა სიმკაცრის გამოჩენის, ისეთის რომელიც ყველაფერს წერტილს დაუსვავს. რომელიც შეაჩერებს აგრესიას ჯონგუკის მიმართ, დროა ყველამ გაიგოს - ჯიმინის ჯონგუკი უყვარს!!!!ჯიმინი მორიდებით შედის ოთახში, საკუთარ საწოლში, საკუთარ საბანში გახვეულ ჯონგუკს სიყვარულით და მორიდებით დაჰყურებს და ხვდება რომ უმცროის სიყვარულის იმდენად დიდი და უსაზღვროა შეუძლებელია მისი გაზომვა ან აწონვა, თუმცა უკვე იცის რომ ამ ქვეყნად არ არსებობს რამე, რაც მას დაათმობინენს, თუნდაც ეს მისი გვირგვინი იყოს. მაგრამ ეს გუკიმ არ იცის, თუმცა ჯერ ეს არც არავინ იცის. ტანსაცმელს ფრთხილად იხდის, საბანს წევს, ხარბად ისუნთქებს ნაცნობ სუნს და ნაცნობივე სითბოს შეგრძებისას ეღიმება, მჭიდროდ ეკვრის მონატრებულ სხეულს და ყურში ჩასჩურჩულებს.
-გუკი მოვედი!!
BẠN ĐANG ĐỌC
შეცვლილი გრძნობა ( JIKOOK)
Tiểu thuyết Lịch sửიუანის იმპერიის მიერ დაპყრობილი სახელმწიფოს, კორიოს მონარქის ისტორია, რომელმაც შეიძლება ტახტი დაკარგოს.... ( არ მჯერა ჯიგუკზე რომ ვწერ 🙈🙈 )