- თქვენო უმაღლესობავ
-გისმენ გონგიან...მიმართა ჯიმინმა და ანიშნა უფრო ახლოს მისულიყო
-იუნის იმპერიიდან პასუხი მოვიდა
ჯიმინმა გამოართვა წითელი გრაგნილი, ცოტა ხანს შეყოვნდა, საკუთარ თავს ამზადებდა პასუხისთვის, რადგან ამ პასუხზე იყო დამოკიდებული მისი ქვეყნის, ხალხის და საკუთარი მომავალიც კი....გრაგნილი ნელ-ნელა გახსნა, ცდილობდა სახეზე მღელვარება დაეფარა და პასუხიც წარბ შეუხრელად წაიკითხა. ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა, გონგიანი დაიბნა, ცდილობდა მეფის სახეზე ამოეკითხა პასუხი, თუმცა ჯიმინს სახეზე ვერც ერთ მეტყველ ემოციას ვერ ნახავდით. იმაზე უფრო გონიერი, ძლიერი, გამჭრიახი და მოხერხებული მართველი იყო, ვიდრე ეს მის მოწინააღმდეგეებს წარმოედგინათ, ერთადერთი რაც მხილველს მის სისუსტედ შეიძლება ჩაეთვალა, ეს მისი სილამაზე იყო. დახვეწილი ნაკვთები სახეზე, პატარა ცხვირი და დიდი, ბუთქუნა ტუჩები, რომელიც ყოველთვის მიმზიდველად გამობურცვოდა. ჩამოთლილი სხეულის ნაწილები მის სამეფო ტანისამოსში საგანგებოდ იმალებოდა და საგანგებოდ ფარავდა მის ორ მეფურ ღირსებას. ასეთი სილამაზის გამო არ აფასებდნენ ძლიერ მმართველად, ეს სილაზე სუსტ და დაუცველ არსებად წარმოაჩენდა მათ თვალში და სწორედ აქ უშვებდნენ დიდ შეცდომას, ეს შეცდომა კი მალე მათ დასასრულამდე მიიყვანდათ.
უეცრად, სიჩუმეში, მეფისთვის დამახასიათებელი სიმტკიცით და სიამაყით წარმოთქმული სიტყვები გაისმა:
-გონგიან ხვალ ყველა დიდებული, წარჩინებული ოჯახის და სამეფო კართან დაახლოებული პირი სათათბირო ოთახში შეკრიბე, ჩემი გადაწყვეტილება უნდა გავაცნო...თქვა და გრაგნილი მიაწოდა, შემდეგ ყურში ჩასჩურჩულა
-ჩვენ ეს გამოგვივიდა და კმაყოფილმა დატოვა სატახტო დარბაზი.
მეორე დღეს სასახლე მღელვარებას მოეცვა, არავინ იცოდა მეფე რის გამო იბარებდა ქვეყნის წარჩინებულ პირებს, უამრავ ჭორსა და ვარაუდს წააწყდებოდით სასახლის სხვადასხვა კუთხეში, ისეთი ჭორიც იყო, რომ მეფე დაუმორჩილებელი დიდებულების დასჯას აპირებდა, როგორც ჩანს ეს გასაკუთრებით პოპულარული იყო, რადგან სულაც არ იქნებოდა რეალობას მოწყვეტილი ქმედება, სწორედ ამის გამო ცქმუტავდნენ ალბათ სათათბირო ოთახში შეკრებილი ხალხი, დაძაბულობას კი მეფის დაგვიანება კიდევ უფრო ამძაფრებდა.
-მისი უდიდებულესობა პაკ ჯიმინი
გაისმა დარბაზში მჭექარე ხმა და მეფეც თავის ადგილზე მოთავსდა, იქ შეკრებილი საზოგადოება კი ჩვეული და მოჩვენებითი მორჩილებით თავდახრილი შეეგება.
ჯიმინმა ხელი ოდნავ შეარხია, რაც იმის მინიშნება იყო რომ გონგიანს საზოგადოებისთვის გადაწყვეტილება უნდა გაეცნო, ხელში გრაგნილი აიღო და კითხვას შეუდგა.
ყველასათვის ცნობილი გახდა, რომ ჯიმინი და იუანის იმპერატორის უმცროსი ქალიშვილი სონ იონ ჯი დაინიშნენ და იმის გამო რომ პრინცესა ჯერ მოუმწიფებელი იყო ქორწილი 3 წლის შემდეგ შედგებოდა. ეს იმას ნიშნავდა რომ ჯიმინი საბოლოოდ ინარჩუნებდა ტახს, მისი მომავალი შვილი კი, იუანისა და კორიოს შთამომავალი, მომავალ მემკვიდრედ გამოცხადდებოდა.
დარბაზში მღელვარებამ იმატა, არავინ ელოდა ამ გადაწყვეტილებას, სიჩუმეში ისმოდა მათი აღშფოთებული ჩურჩული, უნდოდათ წინააღმდეგობა გაეწიათ, თვლიდნენ რომ ჯიმინი სუსტი მართველი იყო, რომელსაც არ შეეძლო სტრატეგიული გეგმების ჯერ მოფიქრება და მითუმეტეს მათი განხორციელება, თუმცა ეხლა მათ წინაშე სულ სხვა ჯიმინი იყო, მკაცრი, საკუთარ თავში დარწმუნებული და გამჭოლი მზერით აღსავსე, რაც ხმის ამოღების გამბედაობას სადღაც უქრობდათ, თუმცა ამით არ დამთავრებულა, ჯიმინს გაცილებით დიდი სიურპრიზი ქონდა მათთვის მომზადებული.
გონგიანმა ყველას სიჩუმისაკენ მოუწოდა და ეხლა უკვე მეფის მეორე გადაწყვეტილება ამცნო, რის საფუძველზეც ყველა დაწინაურებული ოჯახის უფროსი, რომელსაც ყავდა ვაჟი 8დან 12 წლამდე, ვალდებული იყო ხვალ ნაშუადღევს სამეფო კარისთვის ჩაებარებინა საკუთარი შვილი, რომლის აღზრდაზე პირადად მეფე იზრუნებდა და მათ ეწოდებოდათ კონრიონვე. ისინი იქნებოდნენ გარანტი იმისა, რომ ვერცერთი დიდებული ვერ გადადგავდა მეფის წინააღმდეგ ნაბიჯს, თუმცა იმისათვის რომ დიდებულების აღშფოთება ოდნავ ჩამცხრალიყო, მეფის ბრძანებით მას არ ეცოდინებოდა არცერთი ბიჭის წარმომავლობა.
როგორც მოსალოდნელი იყო დარბაში გაისმა განწირული შეძახილები: თქვენო უდიდებულესობავ, თქვენო აღმატებულებავ.....ჯიმინმა კი უსიტყვოდ და საკუთარი თავით კმაყოფილმა დატოვა სათათბირო ოთახი.
ESTÁS LEYENDO
შეცვლილი გრძნობა ( JIKOOK)
Ficción históricaიუანის იმპერიის მიერ დაპყრობილი სახელმწიფოს, კორიოს მონარქის ისტორია, რომელმაც შეიძლება ტახტი დაკარგოს.... ( არ მჯერა ჯიგუკზე რომ ვწერ 🙈🙈 )