18

281 37 40
                                    

- როგორ ფიქრობ დამთანხმდება? ეკითხება ჯიმინი თავის ერთგულ მსახურს. - გულწრფელად მიპასუხე, ისე როგროც მეგობარმა და არა უბრალოდ მსახურმა.
- ვფიქრობ რომ არა. ის ბევრი რამის გამო იქნება თქვენზე ნაწყენი.
- მაგრამ მე სხვა გზა არ მაქვს, მხოლოდ მას შემიძლია ეს ვთხოვო, სხვას ვერავის ვენდობი იმის მიუხედავად, რომ ამდენჯერ ვატკინე გული. უბრალოდ აღარ ვიცი რა არის სწორი და რა არასწორი, როგორც არ უნდა მოვიქცე, არცერთ შემთხვევაში არ გამოვდივარ მართალი, უკვე აღარ ვიცი მიმდა ვიყო მეფე თუ.....

ჯიმინი ჩუმდება, არ იცის რომელი სიტყვით გამოხატოს სათქმელი, თუმცა გონგიანისთვის ეს უსიტყვოდაც ნათელია. თუ აქამდე ის ებრძოდა ამას, ახლა უკვე ხვდება რომ სულ ტყუილად, რადგამ მან, ვინც ჯიმინის სახეზე ღიმილს, თვალებში თავდაჯერებულობას, გადაწყვეტილებებში კი სიმტკიცეს მატებდა, ამ გრძნობებთან ერთად დატოვა ჯიმინი.

- მას უყვარხართ. - მხოლოდ ამას ამბობს გონგიანი.

- სწორედ მაგიტომ არ დამთანხმდება. - სევდიანად ამბობს ჯიმინი და სთხოვს მსახურს მარტო დატოვოს.

მას შემდეგ, რაც ჯიმინმა ჯარისკაცები ჯონგუკის წამოსაყვანად გაგზავნა, თითქმის ორი კვირა გავიდა. დღეები იყო დარჩენილი მის დაბრუნებდა, რომელსაც მეფე თავის სამუშაო ოთახში, მარტოობაში ატარებდა, ცდილობა თავისი გრძნობები მისუკის საშუალებით გამოეხატა და რაღაც ახალი მელოდია შეექმნა, რომელსაც აუცილებლად დაუკრავდა ჯონგუკისთვის. თან იხსენებდა როგორ უბრძანა მსახურებს ამავე ოთახში განეთავსებინათ სამხატვრო ატრიბუტები, უნდოდა მას და ჯონგუკს ერთად ემუშავათ ხოლმე, თუმცა გუკს ამის საშუალება არ მიეცა, მაგრამ ეხლა ყველაფერი სხვაგვარად იქნება. ჯიმინმა სცადა მის გარეშე ცხოვრება, მაგრამ ეს საკუთარი თავის გარეშე ცხოვრებას უფრო გავდა. ყველაფერი ისე კარგად არ წავიდა, პირიქით, თუ ჯონგუკის წასვლით შეწყდა ჭორები ჯიმინის ორიენტაციასთან დაკავშორებით, ეხლა ახალმა ჭორებმა იჩინა თავი სასახლის ბნელ კუთხეებში, რომლებსაც მოსამსახურეები კიდევ უფრო მეტ სისულეელბს უმატებდნენ. მეფის სახელი კვლავ ეჭვის ქვეშ იდგა, ამის საფუძველი კი ის გახლდათ, რომ არ არსებობდა მემკვიდრე, დინაასტიის გამგრძელებელი, რომელსაც სასახლის მსახურები მეფის იმპოტენციას, მის უშვილობას ზოგიც კი უფლის რისხვას მიაწერდა.

შეცვლილი გრძნობა ( JIKOOK)Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang