ჯონგუკი ორი დღეა სასახლის ეზოში მუხლებზე დგას და მეფისგან შეწყალებას მოითხოვს, ზუსტად არ იცის რა და როგორ მოხდა, მაგრამ იმაში ასი პროცენტით არის დარწმუნებული რომ რაც ბოლოო პერიოდში სასახლეში მოხდა, იმასთან თეჰიონს არანაირი კავშირი არ აქვს, საინტერესოა რატომ არის ის ასე დარწმუნებული მეგობრის უდანაშაულობაში, უბრალოდ იცის და მორჩა.....
ჯიმინს ამ თემასთან დაკავშირებით სიტყვის გაგონებაც არ უნდა, თუნდაც ეს სიტყვა ჯონგუკს ეკუთვნოდეს, განრისხებულია, გაბრაზებულია, იმედგაცრუებულია, მაგრამ არა ვინმეს გამო, საკუთარი თავის გამო. იმდენად შეიჭრა შეყვარებულის როლში, რომ დაივიწყა თავისი მრავალსაუკუნოვანი მოვალეობა, თავისი ტიტული, თავისი წარმომავლობა და რაღაც გაუგებარ გრძნობას მიენდო, მოდუნდა, რის გამოც საფუძველი შეერყა მის სახელს, მის შესაძლებლობას, მას ის გაუბედეს რაც ჯერ არცერთი მონარქისთვის გაუბედავთ. ის რაც ჯიმინს ყველაზე ძლიერად მიაჩნა სინამდვილეში მისი ყველაზე დიდი სისუსტე აღმოჩნდა და დარტყმაც პირდაპირ იქ მიაყენეს: ჯონგუკი!!! მისი ,,აქილევსის ქუსლი" აი რად იქცა ერთ დროს მისი სიძლიერის გარანტი.
გონგიანი აფრთხილებდა, აფრთხილებდა მოსალოდნენ საფრთხეებზე, რომ არ ღირდა გარისკვა, რომ ,,ეს" არა უფრო სწორი იქნება ითქვას ,,ის" ამად არ ღირდა. ჯიმინმა ვერ გათვალა, უფრო სწორად ეგონა რომ საკმარისი ძალა გააჩნდა ამის თავიდან ასარიდებლად, ეხლა კი აღიარებს რომ შეცდა, თუმცა უკვე იცის როგორ გასცეს პასუხი მოწინააღმდეგეებს, როგორ გაძლიერდეს. ამისთვის კი საჭიროა რომ ის დაუყოვნებლივ დაქორწილდეს პრინცესაზე და გაიმყაროს პოზიციენი, მერე კი შეძლებს საკადრისი პასუხის გაცემას მტრებისთვის, მანამდე კი სამაგალითოდ უნდა დასაჯოს ის, ვინც არეულობას გეგმავდა მის სამეფოში. მაგრამ ამ ყველაფერს თავისი საფასური აქვს, მწარე და მტკივნეული და ამ საფასურს თანაბრად გადაიხდის ჯიმინიც და ჯონგუკიც. მაგრამ საკითხავია რომელი მათგანისთვის იქნება ეს საფასური უფრო ძვირი? მთავარი პირობა, მთავარი საიდუმლოს გამჟღავნებისთვის, მათი ურთიერთობის დასასრული იყო და ჯიმინი დათანხმა....შეიძლება ისიც ითქვას, რომ ჯიმინმა ადვილი გზა აიჩია ყველაფრის გასარკვევად, რომ მას შეეძლო რთული გზის გავლა და პასუხების ამ გზით მიღება, მაგრამ ეს იმდენად დიდ დროს, ძალისხმევასა და მოთმინებას მოითხოვდა, რომ ჯიმინს მეტი აღარ შეეძლო, მეტჯერ ვეღარ დააყენენდა ჯონგუკის სიცოცხლეს საფრთხის წინაშე, თუ ის დაიცდიდა მისი ძალა თანდათან უფრო შესუსტდბოდა და ის საერთოდ ვეღარ დაიცავდა უმცროსს, ამიტომ ჯობს დაამთავროს, მასთან ყოფნას და სისუსტეს მის გარეშე ყოფნა და ძალა აირჩია რაც ერთი მხრივ გარანტად იქცა ჯონგუკის უსაფრთხოების, მეორე მხრივ კი ეჰ ვინ იცის!!!
ESTÁS LEYENDO
შეცვლილი გრძნობა ( JIKOOK)
Ficción históricaიუანის იმპერიის მიერ დაპყრობილი სახელმწიფოს, კორიოს მონარქის ისტორია, რომელმაც შეიძლება ტახტი დაკარგოს.... ( არ მჯერა ჯიგუკზე რომ ვწერ 🙈🙈 )