-თქვენო უდიდებულესობავ
მორიდებით მიმართა გონგიანმა მეფეს.
-შემოდი გონგიან.
ჯიმინი თავის მოსასვენებ ოთახში იყო განმარტოებული, უყვარდა მარტო ყოფნა და ამ დროის მუსიკის ჰანგებისთვის დათმობა, უამრავ საკრავზე უკრავდა და მელოდიებსაც ქმნიდა, როდესაც მისი მუზა შემაწუხებლად მოაწვებოდა, თავშეკავების მიუხედავად აიძულებდა ხელში საკრავი აეღო და ჩაენიშნა ნოტები, წინააღმდეგ შემთხვევაში მალევე დაავიწყდებოდა, ეხლაც იგივე ხდებოდა, გულმოდგინედ ცდილობდა მუზისგან გამოწვეული ჰარმონიული ბგერების დაჭერას და ჯერ კიდევ უცნობი მელოდიის აწყობას, თუმცა გონგიანის მოსვლამ ეს ყველაფერი შეაფერხა. რა კი გონგიანი ასეთ დროს მეფის შეწუხებას ბედავდა ესე იგი საქმე სერიოზულად იყო.
-გისმენ, შეგიძლია თავისუფლად მითხრა ის რისი თქმაც გინდა, ასეთ დროს ტყუილად არ შემაწუხებდი.
უთხრა ჯიმინმა და თან ფურცელზე რაღაც მინიშნებების წერას აგრძელებდა.
-ნება მიბოძეთ ერთი რამ მოგახსენოთ, დიდი ხანია, ჯერ მამათქვენის, ეხლა კი თქვენი ერთგული მსახური ვარ. მე მევალება ვიყო თქვენი თვალები და ყურები, მე მევალება ვიზრუნო და გავუფრთხილდე თქვენს სახელს, საქმე იმაშია რომ....რომ...
ამის გაგონებაზე ჯიმინს სიბრაზემ მთელს სახეზე გადაურა, თვალები უფრო დაუწვრილდა, ლოყები დაებერა და ბრაზის შეკავებას უკვე ვეღარ ახერხებდა.
-ეხლავე მითხარი რა ხდება დაიყვირა და ფურცლები აქა იქა მიმოფანტა.
-საქმე იმაშია რომ სასახლეში უამრავი ჭორი დადის თქვენზე და.. დაა
-ამოღერღე გონგიან, შენ რა ჩემს მოთმინებას ცდი? ფეხზე წამოდგა ჯიმინი.
-გთხოვთ მომიტეოთ ასეთი სითამამე, მაგრამ ამას ჩემ გარდა ვერავინ გეტყოდათ, მე ვალდებული ვარ ეს გითხრათ, თუნდაც სიკვდილის ფასად.
სასახლეში დადის ჭორები თქვენი და კონრიონვეს ერთ-ერთი წევრის ჯონგუკის შესახებ.
-და აქ ასეთი აღსაღნიშნავი და საინტერესო რა არის? მე მეფე ვარ არ ვარ ვალდებული ვინმეს ანგარიში ვაბარო
ვისთან ვიმეგობრებ.
-თქვენ ვერ გამიგეთ თქვენო უდიდებულესობავ, ჭორები დადის თქვენი რომანის შესახებ. სამეფო კარზე ყველა ჩასაფრებულია, ელოდებიან როდის დაუშვებთ შეცდომას, მე კი თავს ვალდებულად ვგრძნობ შეცდომა არ დაგაშვებინოთ.
-გონგინ სიკვდილი მოგინდა? ხომ არ დაგავიწყდა ვის ესაუბრები?
ჯიმინი სიბრაზისგან თავს კონტროლს ვეღარ უწევდა, ის თითქმის გამოიჭირეს.
-კიდევ ერთხელ გთხოვთ პატიებას ასეთი თამამი საუბრის გამო, მზად ვარ თუ თქვენ ინებებთ სასჯელიც მივიღო, თუმცა ჯერ მინდა ყველაფერი ბოლომდე გითხრათ. ყველა ადამინს გვაქვს სისუსტე, თქვენი მტრები ყველანაირად ცდილობენ გიპოვონ ეს სისუტე, თქვენ კი საკუთარი სისუტე მათ თვალწინ გამოაჩინეთ, როცა ჯონგუკთან ხართ თქვენ სხვანაირი ხართ, მის მიმართ ზედმეტ ყურადღებას და მზრუნველობას იჩენთ, ეს კი იმას ნიშნავს რომ მის მიმართ გრძნობები გაქვთ, რაც დაუშვებელია. თქვენ მეფე ხართ, თქვენ დიდი პასუხისმგებლობა გაკისრიათ ქვეყნისა და ხალხის წინაშე, მათ კი არ ჭირდებათ მეფე რომელსაც......გონგიანმა ვეღარ შესძლო საუბრის დამთავრება, თუმცა უთქმელადაც ყველაფერი ნათელი იყო. ჯიმინი კი დადუმებული უსმენდა ერთგულ მსახურს და ხვდებოდა რომ ის მართალი იყო, გრძნობა რომელსაც ჯონგუკის მიმართ გრძნობდა დაღუპავდა, დააკარგვინებდა ყველაფერს რისთვისაც იბრძოდა.
-და რა შემიძლია გავაკეთო ამ ჭორების თავიდან ასაცილებლად? თავჩახრილმა მიმართა გონგიანს.
-პირველ რიგში შეწყვიტეთ ჯონგუკთან კონტაქტი, ის უკვე საკმარისად ძლიერია თავის დასაცავად და ამას კარგადაც ახერხებს, როცა მას დასცინიან იმის გამო, რომ......
-რის გამო? ჯიმინი უკვე თვალებგაფართოებული შეჰყურებდა მსახურს პასუხის მოლოდინში.
-მგონი ისედაც ხვდებით, მოდი ამაზე აღარ ვისაუბროთ. 1 წელიწადში უკვე ცოლს შეირთავთ თქვენ კი ქალთანაც არ ხართ ნამყოფი, რაც კიდევ უფრო ამყარებეს სასახლეში არსებულ ჭორებს. ბრძანება გავეცი რომ ხვალ ზეიმი გამართონ, გოგოებს მოამზადებენ თქვენთვის, ასე რომ ეხლა დაისვენეთ და არ დაგავიწყდეთ არავითარი კომუნიკაცია ჯონგუკთან, დანარჩენი მე მომანდეთ. თქვა გონგიანმა და მეფის ოთახი დატოვა.
BINABASA MO ANG
შეცვლილი გრძნობა ( JIKOOK)
Historical Fictionიუანის იმპერიის მიერ დაპყრობილი სახელმწიფოს, კორიოს მონარქის ისტორია, რომელმაც შეიძლება ტახტი დაკარგოს.... ( არ მჯერა ჯიგუკზე რომ ვწერ 🙈🙈 )