თავი 10

1.5K 94 32
                                    

ჰარი პალატაში შემოვიდა და მაშინვე მომიახლოვდა.

- როგორ ხარ?

- ამ.. მე.. კარგად- დაბნეულმა ვუთხარი.

- ძალიან შემაშინე- ხელი ლოყაზე დამადო და ფრთხილად მომეფერა, მე კი ისევ თვალებგაფართოებული ვაკვირდებოდი მის ყოველ ქცევას.

ხმას არ ვიღებდი და მხოლოდ მას ვაკვირდებოდი.
უხერხული გარემო კარების ხმამ დაარღვია. იქედან ექიმი შემოვიდა.

- რამე სერიოზულია?- მაშინვე იკითხა დედაჩემმა.

- არა. დამშვიდდით. გვეგონა რომ თავზე რაიმე ტრავმა ექნებოდა მაგრამ საბედიეროდ ასე არ  აღმოჩნდა. ავარიის დროა თავი დარტყმის გამო შეიძლება თავი ზოგჯერ აგტკივდეთ , მაგრამ ესეც მალე გაივლის, მე წამლებს გამოგიწერთ.

- მადლობა..

-და ჯეისი როგორ არის?- ვიკითხე სწრაფად.

- ჯეისი?- გაუკვირდა ჰარის და წარბი შეჭმუხნა.

- ოპერაცია ახლახანს დასრულდა. პალატაში გადავიყვანეთ მალე გამოფხიზლდება.

- მისი ნახვა მინდა- საწოლიდან წამოვიწიე.

-ლისა რას აკეთებ? - გაოგნდა დედაჩემი- დაწექი.

- არა დედა. ჯეისი უნდა ვნახო.- ექიმს მივუბრუნდი- მასთან წამიყვანეთ გთხოვთ.

- კარგი. ექთან ვეტყვი და წგიყვანთ.

- მადლობა- მან პალატა დატოვა.

- ჯეისიც შენთან ერთად იყო?-გაუკვირდა ლილის.

- ჰო.. მის სახლში მივდიოდით როცა ეს მოხდა.

ჰარიმ რაღაც ამოიფრუტუნა მაგრამ წესიერად ვერ გავიგე რა თქვა.

-იმედი მაქვს კარგად იქნება- თქვა დილანმა.

- კარგად იქნება. ამის მჯერა.- დილანი მოვიდა და შუბლზე მაკოცა.

- მიხარია რომ არაფერი შეგემთხვა ლის..- გამიღიმა- ძალიან გვიყვარხარ.

- მეც ძალიან..-ლილის შევხედე და გავიღიმე.

- და თქვენ ვინ ხართ?- იკითხა ჰარიმ.
ახლა გამახსენდა რომ ისიც აქ იყო.

I'll never fall in love with you (part 2)  (დასრულებული)Où les histoires vivent. Découvrez maintenant