კარებზე დავაკაკუნეთ და დაველოდეთ როდის გააღებდნენ კარებს.
მისაღებში ჯემა და კლარისა იყვნენ.
ჯემამ გაიღიმა , ჩემკენ წამოვიდა და მაშინვე მომეხვია.- დღეს აპირებთ რომ უთხრათ?- ჩამჩურჩულა ყურში.
- ჰო.
- შენს გვერდით ვარ- ლოყაზე მაკოცა და ისევ გამიღიმა.
-როგორ ხარ?- მკითხა კლარისამ.
- კარგად შენ?
-მეც კარგად.
- მამაჩემი სად არის?- იკითხა ჰარიმ.
- თავის ოთახშია ისვენებს. ახლავე დავუძახებ- ფეხზე წამოდგა და ზემოთ ავიდა.
- ძალიან გაბრაზდებიან?- ვიკითხე.
- კლარისა არა, ბენი არ ვიცი- თქვა ჰარიმ, მაგრამ ვიცოდი რომ მეორე ნაწილში ცდებოდა, ბენი გაბრაზდებოდა.
- უჰ.. ვნერვიულობ- ვთქვი და სავარძელზე დავჯექი
- კარგი რა.. დამშვიდდი. რაც უნდათ ის უთქვია, მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები- გამიღიმა ჰარიმ.
მივიწიე და ტუჩებზე ვაკოცე.- ვიცი.. - გავუღიმე და მივეხუტე.
ბენი კიბეებიდან ჩამოვიდა და ჩვენს წინ დაჯდა,მის გვერდი კლარისა მოთავსდა.
- როგორ ხართ?- იკითხა ღიმილით.
- კარგად- მოკლედ მოუჭრა ჰარიმ და თან თვალები აატრიალა.
- კარგია.
-რაღაც მინდა გითხრათ- თქვა ჰარიმ.
- გისმენ- წინ გადმოიწია.
- არ დავიწყებ შორიდან შემოვლებს და გეტვი რომ მე და ლისა დავქორწინდით- თქვა ჰარიმ.
ამ დროს რა დაემართა ბენს?
ჯერ გაყვითლდა, გაწითლდა, გამწვანდა და ბოლოს მგონი ლურჯი ფერიც მიიღო. კლარისას არ ჰქონია ასეთი სასწაული რეაქცია ,ის უბრალოდ გაკვირვებული სახით გვიყურებდა.- რა გაააკეთეთ?!- დაიღირიალა ბენმა და ფეხზე წამოიჭრა. მისი ასეთი ხასიათის ცვლილების გამო უცებ ჰაერში შევხტი. ჰარიმ ეს შეამჩია და ხელი უფრო მომხვია.

YOU ARE READING
I'll never fall in love with you (part 2) (დასრულებული)
רומנטיקהმათ შორის ყველაფერი აირია. რა მოხდება მომავალში?