"Dirty Dancer"

2.3K 37 6
                                    

შორტებს და ტოპს სწრაფად ვიცვამ, ფეხსაცმელების თასმებს ვიკრავ და  სარკესთან ვდგები. ჩემს თავს ვათვალიერებ.

მშვენიერია.

კიბეებზე ჩავრბივარ და მერის წინ ვდგები. მოულოდნელობისგან ხტება და უკან ერთ ნაბიჯს დგამს. შემდეგ მათვალიერებს და იღიმის.

- მოგწონს? _ ღიმილით ვეკითხები.

- ძალიან _ დიდზე იღიმის _ ჰოუპი და ბიჭები გარეთ დგანან.

ორივე სახლიდან გამოვედით და მანქანასთან მდგარ ჰოუპს, ელაიჯას და ჯეკს მივუახლოვდით. მერიმ მაშინვე ჯეკს აკოცა.

- კარგად გამოიყურები, შ/ს _ მეუბნება ელაიჯა და კიდევ ერთხელ მათვალიერებს.

- ნუ ღელავ. ისე არ დავთვრები რომ შენ ჩაგიწვე _ ვიცინი.

ჯეკი საჭესთან ჯდება. მის გვერდით კი ელაიჯა. უკან გოგონები ვსხდებით და მაღალი სიჩქარით კლუბისკენ მივდივართ.

მანქანა გაჩერდა და გარეთ გადავედით. კლუბს მივუახლოვდით. კარებში შესვლისას ყველა თავზე გადამახტა და პირველები შევიდნენ.

- შენს შემდეგ _ ყურში ჩამჩურჩულა ელაიჯამ.

თვალები ავატრიალე და შიგნით შევედი. ჰოუპმა ხელი მომკიდა და ბარის მაგიდისკენ წამიყვანა. სკამებზე დავსხედით. მან სასმელი შეუკვეთა ცემთვის, შემდეგ თავისთვის. დანარჩენებიც მოვიდნენ და მათაც მისცეს შეკვეთა ბარმენს.

- დღეს ყველა უნდა დავთვრეთ _ გაიძახის ჰოუპი.

- და საჭეზე ვინ დაჯდება გენიოსო? _ ვეკითხები.

ჰოუპი იცინის და ჯეკისკენ იშვერს ხელს.

- ის მაინც არ დალევს.

სასმელი ბარმენმა წინ დაგვიდგა. მე და ჰოუპმა მაშინვე დავლიეთ. მერი ჯერ ჯეკს ეწუწუნებოდა დალიეო, მერე კი მანაც დალია. ელაიჯა კი უკვე მეხუთე ჭიქას ცლის.

ერთი საათია, რაც აქ ვართ და ყველა კარგად მთვრალები ვართ, ჯეკის გარდა. ცეკვა მინდა, მაგრამ ამ მოცეკვავე გოგო-ბიჭებს რომ ვუყურებ სურვილი მიქრება.

IMAGINESWhere stories live. Discover now