I Like It Loud

1.4K 28 5
                                    

ჩემი მეგობრები სათითაოდ მემშვიდობებიან და სახლის კარიდან გარეთ გადიან. მათ ვუღიმი. საპასუხოდ კი ისინიც მიღიმიან.

დღევანდელი დღით ძალიან დავიღალე. მართალია, "გოგონების საღამო" კარგი იყო, მაგრამ დღეს ამის ხასიათზე არ ვიყავი.

სახლის კარს ვკეტავ და კიბეზე ავდივარ. ჩემს ოთახში შევდივარ და ტანსაცმელს ვიხდი. საღამურებს _ შავ შორტებს და ნაცრისფერ, ტოპი მაისურს _ ვიცვამ.

შუქს ვაქრობ და საწოლში ვწვები. ახლა მხოლოდ ძილი მჭირდება. თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ დავიძინო.

უეცრად ჩემი ოთახის კარი იღება. შეშინებული საწოლიდან ვვარდები და იატაკზე ვეცემი. ფეხზე როცა ვდგები, ნაცნობ სახეს ვამჩნევ.

- ჰარი? _ შვებისგან ამოვისუნთქე _ აქ რა გინდა? კეტრინი უკვე წამოვიდა.

- ვიცი. მაგრამ აქ ამის გამო არ ვარ.

- კეტრინს კიდევ რამე დარჩა? _ მობეზრებული ხმით ვეკითხები.

- არა _ ჩემკენ ნაბიჯს დგამს _ სიმართლე რომ გითხრა, აქ შენს გამო ვარ.

- ჩემს გამო? _ მიკვირს.

ჰარის ტუჩის კუთხეში ეღიმება და უფრო მიახლოვდება. წარმოდგენა არ მაქვს რას გულისხმობს. 

ოთახში სიბნელეა, მაგრამ მთვარის შუქი მაინც აღწევს შიგნით. ჰარი კი ამ ყველაფრის ფონზე ძალიან საშიშად მეჩვენება, რის გამოც უკან ერთ ნაბიჯს ვდგამ.

ჰარი წელზე ხელს მკიდებს და სხეულზე მიკრავს. თვალები მიფართოვდება და შეშინებული თვალებში ვუყურებ. ეღიმება.

- ჰარი... რას აკეთებ? _ ხმადაბლა ვამბობ.

- იმას, რაც აქამდე უნდა გამეკეთებინა.

მის სიტყვებზე სუნთქვა მეკვრის და გულისცემა მიჩქარდება. გულზე ხელებით ვაწვები, რომ მისგან თავი გავითავისუფლო, მაგრამ უფრო ძლიერად მბოჭავს.

- ჰარი... _ მას შევხედე _ გამიშვი...

გაიღიმა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Aug 31, 2019 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

IMAGINESWhere stories live. Discover now