Killer In My Bed

1.3K 26 0
                                    

სახლის კარი ჩავკეტე და კიბეს ავუყევი. ჩემს ოთახსი შევედი. შუქის ანთებით თავი არ შემიწუხებია. ტანსაცმელი გავიხადე და საცვლების ამარა საწოლში შევძვერი. თვალები დავხუჭე და დაძინებას შევეცადე.

არ მეძინება. მარჯვნივ ვტრიალდები, მაგრამ არც ახლა მეძინება. საწოლში ვტრიალებ და ვცდილობ ისეთი პოზა მივიღო, რომ ჩამეძინოს. მუცელზე ვწვები და ვმშვიდდები.

ვგრძნობ, რომ ვიღაც მიყურებს. თვალებს ვახელ, მაგრამ აქ არავინაა. თვალები დამიმძიმდა. თანდათან დამეხუჭა და მეც ვეცადე დამძინებოდა.

უკვე უნდა ჩამძინებოდა, რომ ფრთხილი ნაბიჯების ხმა მომესმა ოთახში. შიშისგან სხეულში ჟრუანტელმა დამიარა. გულისცემა ამიჩქარდა, მაგრამ თვალებს არ ვახელდი.

უეცრად თავზე რაღაც მომაბჯინეს. შიშისგან საწოლში სწრაფად წამოვჯექი. მაშინვე დავინახე, რომ ვიღაც იარაღს მიმიზნებდა. უფრო შემეშინდა.

მას ავხედე. დაახლოებით ოცი-ოცდაერთი წლის ბიჭი იყო. თვალები ისეთი ლურჯი აქვს, ამ სიბნელეშიც კი ვხედავ. თმები აჩეჩილი აქვს, მაგრამ უხდება. მთლიანად შავი ტანსაცმელი აცვია. არანაირი ემოცია არ აქვს სახეზე ასახული.

- ვინ... ვინ ხარ? _ ვეკითხები აკანკალებული ხმით.

პასუხს არ მცემს. სანაცვლოდ იარაღს დაბლა სწევს. ცოტა მომეშვა. გულისცემა ოდნავ მიწყნარდება. მის დაჟინებულ მზერას ვგრძნობ. 

ჩემს სხეულს დავხედე.

ჯანდაბა!

როცა წამოვჯექი, საბანი გულიდან ჩასრიალდა და ახლა ყველაფერი მიჩანს. ბარძაყების ნახევარიც კი. ალბათ იმდენად შევშინდი, საბნიდან ამოვხტი.

ლოყები ამიხურდა. მას შევყურებ. ისევ იგივე მზერით მათვალიერებს. საბანს სხეულზე ვიფარებ, რა წამსაც თვალებში შემომხედა.

- ვინ ხარ? _ კვლავ ვეკითხები.

- რაში გაინტერესებს? _ უხეშად მპასუხობს.

IMAGINESWhere stories live. Discover now