In The Water

1.1K 28 0
                                    

ზეინთან ერთად ბარგი ოთახში ავიტანე. დედაჩემის მეგობრის შვილია და ზესიმპათიური.

როცა ჩემოდნები ოთახში დავაწყვეთ, მან თვალისმომჭრელად გამიღიმა და ოთახიდან გავიდა. ესე იგი მთელი ზაფხული მასთან ერთად უნდა გავატარო ამ სახლში. არცისე ცუდია.

კიბეებზე ჩამოვდივარ და ამ უზარმაზარი სახლის დათვალიერებას ვიწყებ. სამზარეულო, მისაღები, საპირფარეშო, აბაზანა... ყველაფერი ჩვეულებრივზე დიდია.

მინის კედელს ვუახლოვდები და ღია ნაცრისფერ ფარდას გვერდზე ვწევ. როგორც ჩანს კარიც ყოფილა. სახელურს ვექაჩები და კარი იღება.

გარეთ გავდივარ და სიხარულისგან ყურებამდე ვიღიმი. აქ აუზია. თანაც დიდი და ლამაზი.

ეს ადგილი უკვე შემიყვარდა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ეს ადგილი უკვე შემიყვარდა. უკან დავბრუნდი, თუ არა მაშინვე დედა მომვარდა.

- მე და სამანტა მივდივართ.

- სად? დიდი ხნით? მე რა გავაკეთო? _ კითხვებს ვაყრი.

- აქ ჩვენი მეგობარი ცხოვრობს. დიდი შანსია, რომ მასთან დავრჩეთ.

- ბევრი არ დალიო, დე _ ვუღიმი.

იცინის და სამანტასთან ერთად სახლს ტოვებს. ყოველდღე თუ აქ უნდა დამტოვოს მარტო, მაშინ როგორ გავერთო? თანაც აქ ზეინია.

მე, მარტო ზეინთან ერთად?! არა! არა! არა!

სჯობს, ვიცურავო. მაგარი იქნება.

ჩემს ოთახში ღიმილით ავრბივარ და კარს ვკეტავ. ჩემოდანს ვხსნი და საცურაოდ რამეს ვარჩევ. სწრაფად ვიცვამ და სხეულს თხელი კაბით ვიფარავ.

IMAGINESWhere stories live. Discover now