Daddy

1.8K 26 0
                                    

დღეს მამაჩემს თავის სახლში წვეულება აქვს, თავისი ახალი კომპანიის გახსნასთან დაკავშირებით. ყველა გავლენიანი და მდიდარი ადამიანი აქ იქნება. მე ეს დიდად არ მომწონს, მაგრამ ჩემი ოჯახის გამო იქ უნდა ვიყო. ბოლოს და ბოლოს მე ხომ მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმული ბიზნესმენის შვილი ვარ.

საწოლიდან ვდგები ვდგები და პიჟამას ვიხდი. სააბაზანოში შევდივარ და თავის მოწესრიგებას ვიწყებ. ოთახში დაბრუნებისას, შავ საცვალს და ხალათს ვიცვამ და სარკესთან ვდგები. მსუბუქ მაკიაჟს ვიკეთებ.

საწოლთან მივდივარ, კაბას ვიღებ და ვიცვამ.

ხელზე საათს ვიკეთებ. პატარა ჩანთას ვიღებ და შიგნით ტუჩის ფანქარს, მობილურს და ცოტაოდენ ფულს ვდებ.

არ ვაპირებ წვეულების დასრულებამდე იქ დავრჩე.

მანქანის გასაღებს ვიღებ, კიბეზე ჩავდივარ და სახლიდან გამოვდივარ. მანქანაში ვჯდები და მამას სახლისკენ მივდივარ. მანქანას უზარმაზარი სახლის წინ ვაჩერებ და გარეთ გადავდივარ. სახლში დაუკაკუნებლად ვაბიჯებ.

მთელი სახლი ყვავილებით და სხვადასხვა მორთულობებითაა დაფარული. რამდენიმე ადგილზე პატარა მაგიდები დგას, რომელებზედაც  ყვავილებია დალაგებული, პატარა ლარნაკებით.

მამა და დედა მოსამსახურეებს მითითებებს აძლევენ.

სტუმრები თანდათან მოდიან. მამაჩემი მათ ესალმება და ჰოლში უძღვება. ყველას ჩემს თავს აცნობს. მეც ვცდილობ თავაზიანად მოვიქცე. მათ ვუღიმი და ხელს ვართმევ.

ყველა მამაკაცი თავიდან ფეხებამდე მათვალიერებს. ალბათ ჩაცმულობის ბრალია, მაგრამ მე უბრალოდ მკიდია. ყველა და ყველაფერი.

ოფიციანტები აქეთ-იქით დადიან, ლანგრით ხელში, რომელზედაც ათამდე შამპანურით სავსე ჭიქებია დალაგებული.

ჭიქას ვიღებ და მთლიანად ვცლი. გარემოს ვათვალიერებ. ჩემთვის არავის სცალია. მამა და დედა პატარა ჯგუფთან დგანან და საუბრობენ. დროდადრო ყველა იცინის.

IMAGINESWhere stories live. Discover now