Uncle styless

562 21 5
                                    

-რომელი?- დაეჭვებით მეკითხება ლეა და თვალწინ ორ, ერთნაირად განსხვავებულ კაბას მიფრიალბს. მისი დაჟინებული და თან მოლოდინით სავსე მზერის გამო იძულებული ვარ წიგნებს მოვწყდე და ვუპასუხო მაინც.მას შემდეგ რაც მისი ხელების ფრიალში ძლივს გავარჩიე კაბის ფორმა, საჩვენებელი თითით შავზე ვანიშნე და ისევ დავხარე თავი.
-მაგრამ ეს რომ არ მიხდება?!- კაბა ჰაერში მოისროლა და კვლავ კარადაში ქექვა დაიწყო.ვერ აღვწერ როგორ მაღიზიანებდა მისი გაუთავებელი ბუზღუნი,თუმცა ყვლანაირად ვცდილობდი კონცენტრაცია ნაწარმოების შინაარსზე მომეხდინა.
როცა უკვე მთელი კარადა დაიცალა და თნ შენიშნა რომ საწოლზეც აღარ იყო ადგილი, თავი მოიკატუნა თითქოს ტიროდა, და მერწმუნეთ, მართლა ძალიან ცდილობდა რეალური გამოსვლოდა,სავარძელზე მკვდარივით ,,მიეგდო", ხელები კი ცისაკენ აღმართა და დიდი შემართებით აყვირდა.
-ღმერთო!ალაჰ!ბუდა!..-მის ამგვარ უაზრო საქციეზე თვალები ავაბრიალე და უემოციო სახით მივუბრუნდი. არ შეიძლებოდა რელიგიაზე ასე აგდებით საუბარი, თანაც მაშინ, როცა მე ქრისტიანი გახლდით.
-ტყუილად ღაღადებ!თან საერთო საცხოვრებელია და ვინმე გამოგვივარდება.მაინც ვერ გავიგე, რა გინდა იმ აყროლებულ ადგილას, თანაც ხვალ პარასკევია და რომ იცოდე, მე ვერ დაგეხმარები.- იმედით გადავხედე,ვიფიქრე იქნებ ამან მაინც გადააფიქრებინოს თქო მაგრამ მის შემართებას მაინც ვერაფერი მოვუხერხე.სემესტრული ქულები საშინლად დაბალი ყავდა, რაც ყავდა ისიც ფაქტობრივად ჩემი წყალობით და ახლა , იმის მაგივრად რომ სახლში დატეულიყო და რამე დაეწერა, შუა ნოემბერში აუზის წვეულებაზე მიიჩქაროდა. ნეტავ მის თავში ჩამახედა!
-უკვე ერთი კვირაა ამ დღეს ველი. ეს ხომ აუზის წვეულებაა. ღმერთო, წარმოდგენაშიც კი ისეთ სიამოვნებას მგვრის გაშიშვლებული ბიჭების დანახვა ...- მადლობა ღმერთს ლეა მთლად თავის ფანტაზიებში გადაეშვა და დარწმუნებული ვარ რომელიმე სექსუალურმა, ნახევრად გაშიშვლებულმა,ლეას ოცნების ბიჭმა დაუბა ენა ,თორემ მას რა გააჩუმებდა.
-ეცადე იმდენი არ დალიო რომ მერეც ვინმეს წამოსაღები გახდე.-მეგობარს ცივი მზერით შევხედე და კვლავ ჩემს წინ გადაშლილ ჯეინ იარს მივუბრუნდი. საშინლად მეზარებოდა ამ ნაწარმოების უკვე მეცხრედ გადაკითხა და გაშინაარსება, მაგრამ ისე გამოვიდა რომ წინა ეგზემპლარები დავკარგე და ახლა მათი განახლება მიწევდა. ყურსასმენებში მუსიკას ბოლომდე ავუწიე , ეს კონცენტრაციაში მეხმარებოდა, და მთელი ენერგიით შევუდეგი უკვე დაზეპირებული ესეს თავიდან წერას.

I wanna be yours.Where stories live. Discover now