კვლავ არავინ შემხებია! ჰარის გარდა არავისთვის მიმიცია უფლება რომ შემხებოდა!
- გაქცევის ოსტატი რომ არ იყო გეცოდინებოდა.- უხეშად განვთავისუფლდი მისი მკლავებიდან და კვლავ სენდვიჩებს მივუბრუნდი, თუმცა ძლივსღა ვიკავებდი თავს რომ არ მეყვირა. მინდოდა რაიმე დამელეწა, მსხვრევის ხმა მამშვიდებდა.
-მე არასდროს გავქცეულვარ!- ჰარიმ მისი სიტყვებით ხაზი თავისივე თავმოყვარეობას გაუსვა, თუმცა კი არ მანაღვლენდა უაზრო თავის მართლება და უსუსური სიტყვები.
მას ირონიული ღიმილით გავხედე და უკვე გაღიზიანებულმა და მადა დაკარგულმა დანა ნიჟარაში მოვისროლე.რაღაც ხმა მაინც ჰქონდა...
-მითხარი რატომ დაბრუნდი?!- ჰარი ამ კითხვას არ გაუკვირვებია, კვლავ მარმარილოს მიეყრდნო და ძველ ჩვევას შეახსენა თავი.
-შენთან მინდოდა.- გავშრი?! არც კი ვიცი იმ მომენტში მისი სიტყვები სერიოზულად რატომ აღვიქვი, მაგრამ აშკარა იყო, ადგილს მივეყინე. მას კი კვლავ ირონიულად ჩაეღიმა და თავი დახარა.
- ხედავ?! შენ მე გჭირდები, ახლაც!- მისი ტონი უფრო სიამაყით იყო სავსე და ეს მაღიზიანებდა, თუმცა არ მჭირდებოდა დარწმუნება იმაში რომ ყველანაირად ვეცადე ცხოვრების უიმოსოდ დადრძელებას.
-შენ უფრო აღრმავებ იმ სიძულვილის ნაკვერჩხალს , რომელიც საბოლოოდ შენს ადგილს დაისაგურებს ჩემს
სხეულში- უემოციო და ოდნავ იმედგაცრიებული სახითვე მივახალე ის რასაც რეალურად ვგრძნობდი მის მომართ. ამიუხედავად იმისა რომ შეჩვეული ვიყავი მისგან ამგვარ ცინიზმს, ვერ ვიტყვი რომ ამ ილუზიამ ოდნავ მაინც არ მატკინა.
კიბეებზე ჩემი სენდვიჩებიანად ავირბინე და ოთახში ჩავიკეტე.თავს მართლაც უგულოდ ვგრძნობდი, რადგან ჰარის მიმართ ვერაფერი ვიგრძენი. ადრე შესაძლოა იმდენად საშინელ ფიქრებს მოვეცვი ჰარიზე რომ მთელი დარჩენილი დღე ტირილში გამეტარებინა, მაგრამ არა ახლა. ახლა უბრალოდ ვიჯექი და საკუთარ თავზე ვფიქრობდი. იმაზე თუ რატომ ვერ მოვიდა ჩემამდე ის იმედგაცრუების გრძნობა რომელსაც ჰარის ყოველი სიტყვა წარმოშიბდა.
![](https://img.wattpad.com/cover/197239161-288-k852773.jpg)
YOU ARE READING
I wanna be yours.
Fanfictionროდის ვიგებთ რომ მოვკვდით?! ალბათ მაშინ როცა კვლავ ვგრძნობთ რომ რაღაცისთვის უნდა ვიცხოვროთ.