Sweetes.

169 14 7
                                    

-ლეა, არამგონია ეს კარგი იდეა იყოს!
- და ეგ ახლა გაგახსენდა როცა უკვე შენზ სახლთან დაახლოებით 20 ნაბიჯი გვააორებს?- მეგობრის დაჟინებულ გამომეტყველებას უბრალოდ თვალი ავარიდე. მაინც ვერ გავიგე რატომ აიჩემა ღამის 3საათზე ჰარის გაცნობა მინდაო და ახლა აქეთ მე რატომ მადანაშაულებს.
-კარგი, მისმინე ეველინ! შენ ახლა იქ შეხვალ და თავს მოაჩვენებ რომ თქვენს შორის არც არაფერი მომხდარა. უნრალოდ ჩათვალე რომ შენს ინტერესებს ვიცავ.- როგორ არა! და ლეას სიკვდილამდე ცნობისმოყვარეობა ვინაა ის იდუმალი ,,ბიძია სტაილსი", არაფერ შუაშია.
დაახლოებით სამჯერ მთხოვა რომ ჩემს სახლში დავბრუნებულიყავით და მეც დავთანხმდი .ალბათ იმიტომ რომ ჰარის ნახვა კვლავ მინდოდა და ლეას ყოველ წამს ჩაწვეთებულმა  ,,ჰარის ჭკუა უნდა ასწავლო"-მ ეს სურვილი კიდევ უფრო გამიმძაფრა. მადლობა ღმერთს მისის ჯორდანს ჩასძინებოდა და ჩვენც შეუმჩნევლად გამოვიპარეთ.
როგორც იქნა მივადექით სახლის კარებს. ღმერთო! ვერც კი გავაანალიზე ისე სწრაფად მომიცვა სიცივემ. უფრო მეტად კი საკუთარი თავის მეშინოდა, იმდენად ძლიერი არ ვარ რომ საკუთარი გრძნობები გავაკონტროლო, მითუმეტეს ჰარის დანახვისას.
კარებთან ვერცერთი ვერ ვისვენებდით. ორივე ადგილზე ვფშვნიტავდით და რამდენჯერაც გადავწყვიტეთ დაკაკუნება იმდენჯერ რაღაცამ შეგვაჩერა.ბოლოს კი საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, დაქანცული ლეა ზურგით მიეყრდნო კედელს და ზარიც აწკრიალდა.
-ყოჩაღ!-შევუღრინე და ვეცადე მშვიდი გამომეტყველებით შევგებებოდი ჩემს ახალ ,,მომავალს".
რათქმაუნდა, ჩემი ძმის ფხიზელი ძილის გამო არც ზარის ხმა გამოპარვია და მაშინვე კარის გასაღებად გამოემართა.
რამდენიმე წუთში ჩვენს წინ საცვლისამარა ზეინი იდგა და ჯერ კიდევ თვალებს იფშვნეტდა.
-ევ... ეველინ?!-ალბათ უფრო ეგონა რომ ვესიზმრებოდი და თავი რამდენჯერმე გააქნია.
ღმერთო! ვერ აღვწერ როგორ მინდოდა მოვხვედო და მეთქვა რომ ყველაფერი ვაპატიე, რომ  ვიცოდი მისი ბრალი არ იყო, მაგრამ ასე არ მოვიქეცი.
- არ შემოგვიშვებ?!- ახლა მზერა ჩემს გვერდით მდგად ლეაზე გადაიტანა და მასაც გაურკვეველი სახით მიაშტერდა. ეს გამოხედვა მიყვარდა.
-ამმ..მე... შეიძლება დილით ვილაპარაკოთ?!- სიტუაციის განსამუხტად ზეინს უფრო ,,გავიყინე შემომიშვი, გთხოვ" - თვალებით მივაჩერდი და ისიც მალევე გაიწია. ლეაც შემომყვა და თან თავისი პატარა, თუმცა ტანსაცმლით გამოტენილი ჩამოდანი შემოაბობღა ისე რომ ზეინისთვის თვალი არ მოუშორებია. შემდეგ სახლი მოათვალიერადა დარწმუნებული ვარ, დაუფიქრებლადვე წამოაყრანტალა.
-ჰარი სად არის?!- თითქოს ჰარი დამწყვდეული ყოფილიყო და სადმე გაიქცა. ლეას თვალები ავუბრიალე და ზეინთან ჩემი ენაგრძელიობის გამო დარცხვენილი,მისაღებში შევედი.
-ამმ..ის სადღაც წავიდა, არ უთქვამს...ალბათ რაღაც საქმე ა...
- არ გშიათ?!- ლეა გავაფრთხილე რომ ზეინს ჭამა უყვარდა და დარწმუნებული ვარ სიტუაციის განსამუხტად მალევე მოიხმო თავისი გონებრივი იდუმალება.ჩემი ძმის გულისმოგების სურვილი ახლა უფრო მეტად ეკიდა, ვიდრე გზაში,ცხრაჯერ რომ ამახსნევინა მისი გარეგნობა, მაშინ, და იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ დენის არსებობაც კი აღარ ახსოვდა. ჩემმა ძმამ უხერხულად აიჩეჩა თმა, აშკარა იყო ვერ გაიგო რას ვაკეთებდით შუაღამისას მის სახლში და რატომ თავაზობდა უცხო გოგონა სენდვიჩებს, თუმცა მას თვალებით ვევედრებოდი არაფერი ეკითხა და მადლობა ღმერთს , არაფერი უკითხავს.
-ლეა დღეს ჩვენთან დარჩება, თუ წინააღმდეგი არ ხარ.- ცოტაოდენი ცინიზმით მაინც წავკბინე ჩემს ძმას რაზეც ირიბად გაეღიმა.- ოთახს შენ აჩვენებ?- აშკარა იყო ვერ მიხვა ასე ჩვეულებრივ წყნარი ტონით რატომ ველაპარაკებოდი მაგრამ ალბათ ამ ყველააფრის გაფუჭება არ უნდოდა და მხოლოდ ამიტომ დამიქნია თავი.
-მაშინ მე ავალ, ხვალ ბევრი სამუაშაო მაქვს,ძილინებისა.- კიბეებისაკენ იმ იმედით გავემართე რომ ლეა თავად მოაგვარებდა საქმეებს და ამიტომ შესაძლოა ზედმეტი კითხვებისგანაც ამერიდებინა თავი.
ჩემს ოთახს სიცარიელის სუნი ჰქონდა, ისევე როგორც მე.
ჰარის ნახვა მინდოდა. კიდევ მინდოდა ჩავხუტებოდი, კიდევ მეგრძნო მისი სიახლოვე.
კოტეჯიდან წამოღებული წიგნებით სავსე ჩანთა საწოლზე მივაგდე და დამღლელი დღის შემდეგ ყველაფერს მობეზრებული მივწექი მეც,თუმცა შიშმა იმისა რომ შესაძლოა ჰარი კვლავ გამგზავრებულიყო, მთელი ღამე არ მომასვენა. მეშინოდა რომ კიდევ ერთხელ დავკრგავდი.
ხმაურით თუ ვიმსჯელებთ,როგორც მივხვდი, ზეინმა და ლეამ კარგად გაუგეს ერთმანეთს და დაახლოებით 1 საათში მხიარულად დაშორდნენ ჩემი ოთახის წინ ერთმანეთს. არვიცი, თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა, მე კი ეს ერთფეროვნება მაშინებდა.თითქოს ყველაფერი ძველ დროს უბრუნდებოდა.
მაგრამ პრობლემა იმაში კი არ არის რომ წარსულის დავიწყება არ შემიძლია, იმას ვერ ვივიწყებ რომ ამ ყველაფრის დავიწყებ მომიწევს თუ კვლავ მოვინდომებ ბედნიერ მომავალს.
გონებიდან ვერ ამოვშლი იმას,რაც ამდენი ხანია ჩემი ცხოვრების თანმკვლევია.
რათქმაუნდა, 17 წლის ეველინს ეგონა რომ ყველაფერი მის გარშემო ბრუნავდა,მაგრამ ახლა რომ ვუკვირები საკუთარი თავითაც იმედგაცრუებული ვარ.
ჰარი მიყვარს. ამის თქმა მარტივად შემიძლია, გრძნობების გამოხატვას კი ვერ ავუდივარ.
მისი დავიწყება რთულია, და ეს კიდევ უფრო ძნელდება, როცა ამას არც ვცდილობ.
მართალია, მან ჩემი ბოლომდე გამოყენება ვერ მოასწრო, მაგრამ მისი მაინც მადლობელი ვარ,რადგანაც ჩემი დაჭაობებული ცხოვრება 3 კვირით მაინც გაალამაზა, შემდეგ კი გაქრა, უბრალოდ წავიდა.

I wanna be yours.Where stories live. Discover now