*2 წლის წინ*
,,მწვანე თუ ყვითელი?!"
ჩამჭრელი მზერით ვაკვირდებოდი ორივე ფერის ყვავილს და გული ორივესკენ მიმიწოდა, თუმცა ფული მხოლოდ ერთისთვის მყოფნიდა და ამიტომ გამყიდველს დანაღვლიანებული მზერით მივაშტერდი და საბოლოოდ საჩვენებელი თითით მწვანეზე ვანიშნე.
დიდი ხნის ლოდინის შემდეგ მობეზრებით ამოიხვნეშა და ყვავილის შეფუთვა დაიწყო.
-მადლობთ.-საბოდიშო ღიმილით გამოვემშვიდობე და ქოთანი გულში ჩვილი ბავშვივით მივიხუტე.
სახლს მივუახლოვდი თუ არა, კართან ნაცნობი სიულეტი შევნიშნე. ისევ ის ბიჭი, ჰარი.
გული ამიჩქარდა. ვეღარგვიგე უბრალოდ გვერდი ავუარო თუ უკანა კარიდან შევიდე სახლში,მაგრამ არა,. მისი არ მრცხვენია, არ უნდა მრცხვენოდეს!
ისევე, როგორც ჩვენი პირველი შეხვედრისას,კოლეჯში, ახლაც ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს რაღაც მავსებს. ჰარის ყოველი დანახვისას ვხვდები,რომ მისი ყოველი ნაწილი, თვალები, რომელიც ამდენად მოყვარს, ტუჩები, ალუბლისფერი სავსე ტუჩები...მისი ყოველი ტატუ მავსებს. არ ვიცი, მაგრამ მისი შეხების სურვილი იმდენად დაუმორჩილებელია ,რომ მეშინია, საკუთარი თავის მეშინია.
სახლისაკენ მივიწევ და თანაც ბიჭს , რომელი ასე ძალინ მიპყრობს, თვალს ვერ ვწყვეტ.
-ეველინ!- დედაჩემის მწველი ხმა მაიძულებს რომ კვლავ რეალობას დავუბრუნდე და იმ ბედნიერებას,რომელიც ასე ასხივებს ჩემში,თვალი მოვწყვიტო.-ხომ არ მოგეხმარო?
-არა.- მიას მკვახედ ვიშორებ და ახლა უკვე თითქოსდა დარცხვენილი მივიწევ სახლის კიბეებისაკენ. დედაც მალევე გაუჩინარდა სამზარეულოს ფანჯრიდან. კარგი იქნებოდა,ყურადღება საერთოდ რომ არ მიეპყრო.
ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ ჰარის მწველ მზერას, მანამ, სანამ სახლის შესასვლელს არ ვუახლივდები
-გამარჯობა.- თავი დავიიმედე რომ ვერ გაიგო და კარის გასაღებად დავიხარე, თუმცა მოულოდნელად მისმა ბოხმა ხმამ შემაჩერა.
-ჩემთან მოდი!-ისეთი მკაცრი ხმა ჰქონდა,შეწინააღმდეგება ვერც გავბედე,და არც მიცდია. ყვავილს გარშეო ხელები მჭიდროდ მივხვიე და თავჩახრილი გავემართე ჰარისაკენ.
მისგან დაახლოებით სამი ნაბიჯის მოშორებით ჩამოვდექი და მოლოდინით სავსე მზერა მივაპყარი.
მან ზლაზვნით ამომხედა თვალებში და გაშეშდა. ვიგრძენი როგორ დამიარა მთელს სხეულში სიმხურვალემ. მართალია, მას მხოლოდ ორჯერ შევხვდი, თუმცა კი ვგრძნობდი,რამხელა ზეგავლენას ახდენდა ჩემზე მისი ოდნავ თვალის მოკვრაც კი. ეველინი, რომელსაც მე ვიცნობდი, უჩინარდებოდა და ვხვდებოდი ,როგორ იფურჩქნებოდა ჩემში ჰარის ყვავილი.
მისი თვალები. ვერაფრით ავერიდე. ყოველი შეხვედრისას მისი თვალები მატყვევებს და ამას ვერ გავურბივარ. ვცდილობ რომ თავი მოვაჩვენო, თითქოს ვეწინააღმდეგები, თუმცა მასთან, ჰარის ერთ შემოხედვასთანაც კი მარცხდება ჩემი თვითნებობა.
სიგარეტი ეზოში მოისროლა და ჩემსკენ ნელი ნაბიჯით გამოემართა. ვგრძნობდი როგორ მინდოდა რომ შემხებოდა, როგორ მინდოდა რომ მისი სუნთქვა მეგრძნო, თუმცა ეს, მხოლოდ ჩემს სურვილად რჩებოდა.
-ყვავილს..რა ჰქვია?!-მისი სიტყვები შეკითხვას ნამდვილად ვერ მივამსგავსე. უფრო მავალდებულებდა პასუხის გაცემას, თუმცა კი დავიბენი. ყვავილის სახელი გამყიდველისთვის არ მიკითხავს. იმდენად ,,მალე აარჩიე,ხომ ხედავ რიგი დგას და გელოდებიან, ტყუილა ნუ მღლი!"თვალებით მიყურებდა, მომერიდა მისთვის კიდევ რამდენიმე წუთის გამოწიწკვნა.
-მეე..არვიცი.-გაბედულად ვუპასუხე და ყვავილს მივაჩერდი. სახელის მოფიქრებას თავად ვგეგმავდი, მაგრამ მინდოდა რაიმე განსაკუთრებულის სახელი დამერქვა, ისეთის რაც მუდამ იარსებებდა ჩემში.
ჰარის ცალყბად გაეღიმა. სიცივისაგან ცხვირი შესამჩნევად მოსწითლებოდა.მინდოდა ცხვირზე ხელით გავთამაშებოდი, ან მთლიანად ჩემთვის მომეგლიჯა, მაგრამ გაფიქრებაც კი , თუ როგორ ვეხებოდი ჰარი,სრულ ქაოსს ატრიალებდა ჩემს გონებაში.
-შენი სახელი შემახსენე?!- ალბათ ტონს უბრალოდ ფორმალობისთვის ცვლიდა, ან ცდილობდა შეეცვალა, თუმცა ეს კითხვაც ისევე ბრძანებასავით ჟღერდა,როგორც სხვა დანარჩენი.
-ე..ეველინი.-ღმერთო! გაიღიმა! მიუხედავად იმისა რომ ბევრჯერ მინახავს მამაკაცის ღიმილი, ეს მაინც ყველაზე გაბრწყინებული იყო, რაც კი მახსენდება. თავს ვერ ვიკავებდი, იმდენად ასხივებდა მისი ღიმილი,რომ ინსტიქტურად იწვევდა ჩემში სიხარულის ჰორმონის გამოძალვას.
-ეველინი.-მისი ხმა ოდნავ შემსუბუქებული მომეჩვენა მ. ჩემი სახელი ისეთი სინაზით წარმოთქვა, გამეღიმა.
ჰარი ოდნავ გადმოიხარა და სახე გამისწორა. შევკრთი. ახლა მისი ცხვირი ჩემსას ეხებოდა, მისი ნაზი სუნთქვა ჩემს ბაგეებს, თვალები კი...
-მითხარი ეველინ, რა ჰქვია შენს ყვავილს?!- კვლავ ძველებური ტონი, თუმცა იგრძნობოდა მასში რაღაც ფაქიზი. ეს ნიშანი იყო იმისა, რომ მას ჩემი აზრების ამოკითხვა უნდოდა. ყვავილს დავხედე. მისი ნაზი, მწვანე დოთოები, რომელსაც ირგვლივ მოლურჯო ფერი დასდევდა, იმდენად ბადებდა ჩემში ბედნიერებას, რამდენადახ ჰარის თვალები.
მეც ისევე ვემწყვდეოდი ამ ყვავილის მანიაკალური სილამაზის ჩარჩოებში, როგორც ჰარის თვალები აკეთებდა ამას.
ყვავილის თითოეული ფოთოლიც ისეთივე ამოუცნობი იყო, როგორ ჰარის თვალები.
ისევე მინდოდა შევხებოდი ყვავილს, როგორც ჰარის.
ისევე მინდოდა მეგრძნო მისი სიახლოვე, როგორც ჰარისი.
-ეველინ!- ახლა უკვე ზედმეტად მკაცრი ხმა ჰქონდა, თუმცა ოდნავადაც არ შევტოკებულვარ. ბედნიერი ვიყავი. მაბედნიერებდა ის ფაქტი,რომ ვიპოვე რაღაც,რაც მუდამ იარსებებდა ჩემში.
-ჰარი!..- ოდნავ დაიბნა, რაც მისი წარბების აზიდვით დავამტკიცე. არ ვიცი,ეს ჩემმა ღიმცისკროვანმა სახემ გამოიწვია თუ სიტყვამ, რომელზეც კვლავ გამაკანკალა, თუმცა თავი ვალდებულად ჩავთვალე მისთვის სრული განმარტება ჩამომეყალიბებინა.-ჩემს ყვავილს, ჰარის დავარქმევ. ყვავილს, რომელიც მუდამ იარსებეს ჩემში.
ESTÁS LEYENDO
I wanna be yours.
Fanficროდის ვიგებთ რომ მოვკვდით?! ალბათ მაშინ როცა კვლავ ვგრძნობთ რომ რაღაცისთვის უნდა ვიცხოვროთ.