If i can?!

149 11 2
                                    

,,ყვავილი, რომელიც მუდამ იარსებებს ჩემში?!"
ღმერთო! საერთოდ, შეეძლო 17 წლის ეველინს თავის დაცვა?! თუმცა ორი წლის განმავლობაში შეიცვალა კი რამე?!
არვიცი...
მართალია! შეიცვალა... ყვავილი... ისე ძალინ აღარ ასხივებს როგორც უწინ, ან შეიძლება უბრალოდ მე მგონია ასე, რადგანაც არ მაქვს მიზეზი, თუ რატომაც შეილება ვიფიქრო რომ კიდევაა დარჩენილი რაიმე მომაჯადოებელი ყვავილში, რომელსაც ერთ დროს ჰარი ვუწოდე, ის მზის სხივი, რომელიც ყოველ დღეს მინათებდა თავისდაუნებურად.
ჰარისთან შეხვედრა ყოველთვის სხვადასხვაგვარად წარმომედგინა. ზოჯერ იმდენად მომაწვებოდა სიბრაზე რომ საერთო არ მინდოდა მისი კვლავ ხილვა. ზოგჯერ კიი უბრალოდ მინდოდა რომ ჩავხუტებოდი, დამევიწყწბინა ყველაფერი და მასთან ერთად გამეგრძელებინა ცხოვრება, მანამ სანამ არ გავაცნობიერე რომ ეს ყველაფერი შეუძლებელიც კი იყო.
ვეღარ წარმომედგინა ბედნიერი მომავალი ადამიანთან, რომელმაც თავად დამინგრია ის.
ოდესღაც მეც ვიყავი თავშეუკავებელი, სიცოცხლეს მოწყუეტებული გოგონა, რომელსაც ყველაფრის და ყველას შეცნობა სურდა. აი ჰარი კი ჩემთვის კიდევ ერთი ამოუცნობი ობიექტი გახლდათ,რომლის შესწავლაც საბედნიეროდ მანმდე ვერ მოვასწარი, სანამ ჩვენს ერთ-ერთ ,,სანათესაო შეკრებაზე" ჩემი ძმის მეგობრად ნაცნობი ბიძია სტაილსი არ გავიცანი.
ფიქრებს კარების ხმა მირღვევს და ოთახში ლეა იძურწება. მის საქციელზე ვიღიმი, რადგანაც ზუსტად  ვიცი რომ კოტეჯის ზედამხედველს ემალება და ისიც ზუსტად ვიცი რომ კარების ჭრიალი მაინც გაყიდის.
-ლეა დენიელ!- ვთქვი და მისის ჯორდანმაც დროულად გამოიღვიძა. ლეა კარებში გაიყინა და დარწმუნებული ვარ რაღაც უაზრო ტყუილის ძიებაში დრო ისე გაეპარა გამოსავალიც ვეღარ  იპოვა.
-მის დანიელ, ნუთუ არ გახსოვთ რომ საცხოვრებლიდან 12 შემდეგ გასვლა აკრძალულია?!-მისის ჯორდანი უკვე ჩენი ოთახის წინ იდგა და ვიცოდი ჩემი სავარაუდო იქ არყოფნის შემთხვევაშიც ლეას მოხვდებოდა, ამიტომ გავეშურე სიტუაციის განსამუხტად და გრძელი, მომწვანო,ყვავილით მობიბინე ქოთანი ისევ კედელში ჩაშენებულ თაროზე მოვათავსე.
-მისის ჯორდანს.- ფრთხილად მივუახლოვდი ჩემს მეგობარს და გერდით ამოვუდექი. თან ემოციებისაგან იქვე რომ არ დაცლილიყო ხელზე ვუპწკინე.- ყველაფერი რიგზეა?
- ველსონ,- თითქოსდა დიდი ხანია არ ვუნახივარ, ბედნიერი სახით შემომეგება და მალევე დასერიოზულდა.- თქვენი მეგობარი წესებს არღვევს.-ისე ჩაილაპარაკა,ვიფიქრე დაამატებს ,,ეს პატარა კუდრაჭაო", მაგრამ გადავრჩით.
- უკაცრავად მის ჯორდანს, ჩემი ბრალია. ცოტა შეუძლოდ ვიყავი და აფთიაქში ჩასვლა ვთხოვე, მაგრამ როგორც ჩანს რაუნატინი  გამოლევიათ.- ვთქვი და ლეას კიდევ უფრო მეტად მოვუჭირე და მასაც ძლივს შეკავებული სიცილი ხველაში გადაეზარდა. მისის ჯორდანმა ალმაცერად აგვათვალიერა და კვლავ თავისი ფანრით გაუყვა ჰოლს.
-კიდევ ერთი შემთხვევა და გპირდები,აღარასდროს გადავარჩენ შენს განავლიან უკანალს.- ლეა ახლა უკვე გულიანად ხითხითებდა. ძლივს რომ იჯერა გული, ქურთუკი გაიძრო და სავარძელზე მოწყვეტით დაეშვა.
-შენ უყვარხარ, მსგავსი რამ მე რომ მეთქვა არაფრით დამიჯერებდა.-მის სიტყვებზე თვალები ავაბრიალე და გვერდით მივუჯექი.
-შენ სახლში არ უნდა იყო?!-ეჭვის თვალით ამათვალიერა და ახლა სამზარეულოსაკენ აიღო გეზი. ერთ ადგილზე ვერ მოისვენებს!
- მე...ჰარი დაბრუნდა.- მართალია  აზრზზე არ იყო ვის ვგულოსხმობდი, მაგრამ მისი სიჩუმე იმას ნიშნავდა რომ ახანას ელოდა.- ის ჰარი....
-ამის დედაც!- ბოლო ხმაზე წამოიკივლა და მაცივრიდან თავი გამოყო. რათქმაუნდა, მალევე მიხვდა ვვისაც ვგულისხმობდო რასგან რეალირად მხოლოდ ერთ ჰარის იცნობდა  და ისიც ჩემი მონათხრობიდან.
ლეა გაფართოებული თვალებით მაშტერდებოდა, ანუ მელოდებოდა რომ ყველაფერი დაწვრილებით  მომეყოლა. ( ხო,ეს მიმიკები ერთი წლის განმავლობაში შევისწავლე.)
-დღეს ვნახე  სახლში და მაგიტომ წამოვედი.
-და?!- ეტობოდა მოკლე შინაარსი არ აკმაყოფილებდა, მე კი ნერვიულობისაგან თითები წავიძრე.
-მე...მმე მას ჩავეხუტე.- დანანებით წამოვიძახე და სახეზე ხელები ავიფარე. საკუთარი თავით ვიყავი იმედგაცრუებული და ლეასიც მეშინოდა, რადგანაც ყოველთვის როცა ჰარიზე ვლაპარაკობდი, მე მხოლოდ მისი მოკვლის სურვილით ვიყავი გაჟღენთილი და შემდეგ მთელი დღე იმის ძახილს მოვყვებოდი რომ დავივიწყე და აღარ მიყვარდა. ახლა კი, როცა ძლივს მომეცა შანსი რომ მისთვის ,,ჭკუა მესწავლებინა" , ავდექი და წინ გადმოვიშალე ძლივს ჩაჭეჭყილი გრძნობები.
-აარარსებობს!- გაწელვით წამოიყვირა და ხტუნაობა დაიწყო. ამჯერად ვაცადე მთლიანად დაცლილიყო ემოციებისაგან და აღარ შევაჩერე, მიუხედავად იმისა რომ კოტეჯში ასეთი ხმაურიც იკრძალებოდა.
-გთხოვ არ დაიწყო, უბრალოდ მინდოდა დავრწმუნებულიყავი რომ ნამდვილია.- თავი ვიმართლე და ლეას გამოღებული წყალი მე მოვიყუდე.
-თავმოყვარეობა სულ დაკარგე?!
-ღმერთო! შორიდან მაინც რომ შეგეძლოს თვალის შევლება ამას აღარასოდეს გაიმეორებდი.- ჩემი პოზიცია უაზრო არგუმენტით გავამყარე და სავარძლისაკენ გავეშურე.
-რომ შემეძლოს?!

პატარაა, მაგრამ ამის დაწერაც ძლივს მოვასწარი😑💜ვეცდები მომდევნო თავი  მალე დავდო🙄🌚

I wanna be yours.Donde viven las historias. Descúbrelo ahora