1.Miss Guitar

2.6K 142 461
                                    

*სანამ კითხვას დაიწყებდეთ,მინდა გაგაფრთხილოთ."ადაჟიო" და "ან ლეღ" ილეთებია ბალეტიდან.

••••••••••••••••••••••••••

-ადაჟიო.-ქალის მკაცრი ხმა ჟღერდება დარბაზში.-ეს არ არის ადაჟიო!ნუ ჩქარობ!ოჰ ღმერთო!და შენ თავი ბალერინა გგონია?-თვალებს ატრიალებს,
ფორტეპიანოზე დადებულ წყლის თერმოსს თავსახურს ხდის და მასხამს.-გაეთრიე!მეორედ აქ აღარ დაგინახო!

ვჩერდები,მძიმედ ვსუნთქავ და ცრემლების შეკავებას ვცდილობ.
-თქვენ არ შეგიძლიათ გამაგდოთ,
დედაჩემი ცემით სულს ამომხდის.
-დედაშენმა უნდა გაათვითცნობიეროს,
რომ შენსგან ბალერინა არ დადგება.
-მაგრამ მე...-არ მასრულებინებს,
დარბაზში მიყრილ ჩემს ნივთებს ხელს ავლებს და ზედ მაყრის.
-წადი!
-ეს რისთვის დავიმსახურე?-ვეკითხები,
ცრემლებს კი საშუალებას ვაძლევ ჩემს სახეზე გზა გაიკვალონ.

-ერთი.-წყნარად ვამბობ,პუანტების წვერებზე ვდგები და ჰაერში ვხტები.
-ორი.-ტონს ვუწევ და ჰაერში ბრუნს ვაკეთებ,ვცდილობ ამ
მოძრაობით ის მუსიკა გავაჟღერო,
რომელიც დიდი ხანია უკვე დარბაზში აღარ ისმის,ვცდილობ ის გუნება გამოვხატო,რომელიც სახლში დაბრუნებისას ყოველთვის საშინლად წამხდარი მაქვს,ვცდილობ ამ ილეთით ის ისტორია მოვუთხრო უგრძნობ პედაგოგს,რომელიც თავს ბედისწერასავით დამტყდომია და ცდილობს ჩემს მიუწვდომელ ოცნებას,
ბალეტს ჩამომაშოროს.-სამი.-წამოვიძახე და დარბაზის იატაკზე ჰაეროვნად დავეშვი.-ან ლეღ.-ჩუმად,თუმცა ცინიკურად ვამბობ,გაოცებულ
პედაგოგს ყურადღებას აღარ ვაქცევ და დარბაზიდან გამოვდივარ.

სამხატვრო აკადემიის ეზოში დაბნეული დავდივარ,სახლში დაბრუნება არ მინდა.
ჩემს შავ პუანტებს ვაკვირდები და ამაყად მეღიმება.
-რა არის ჩემი ცხოვრება ბალეტის გარეშე?-ხმამაღლა ვეკითხები საკუთარ თავს.

Cherry Jelly (დასრულებული)Where stories live. Discover now